საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

გაზაფხულისა დღესასწაულები - ზვიადობა 2023-დამ მერაბობა 2023-ის ჩათვლით
31 მარტს ზვიად გამსახურდია 84 წლის გახდებოდა!
დიდი იდეოლოგისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერის - საქართველოსათვის წამებული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისა და მისი მეთაურობით 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში  ქართველი ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად უნდა გაიმართოს სახალხო ზეიმი ზ ვ ი ა დ ო ბ ა 2022.
კარგი იქნება, რომ ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანოთ მისი მომზადების საქმეში და ეს დღესასწაული გაიმართოს საქართველოს ყველა ქალაქში და იქცეს საერთო-სახალხო ზეიმად.
საქართველოს დამოუკიდებლობის ძველ დღესასწაულზე და მერაბ კოსტავას დაბადების დღეს, 26 მაისს, უნდა გაიმართოს მერაბობის დღესასწაული (თავისუფლების დღესასწაულის დასკვნითი დღე). მერაბ კოსტავაც 84 წლის გახდებოდა.
აქვე გავიხსენოთ რომ 26 მაისს აღინიშნება საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი მნათობის, ექვთიმე (ეფთვიმე) ათონელისა და წმიდა ღირსმოწამეთა, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილთა (XIII) ხსენების დღე.
ეს ორი დღესასწაული, ზვიადობა და მერაბობა უკავშირდება ჩვენს სამშობლოს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობა-აღორძინებას, როგორც გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება, ისე გააღვიძა და ააღორძინა ამ ორმა ტიტანმა ქართველ ხალხში ეროვნული გრძნობა, ამიტომ მათი იუბილეები ყოველ გაზაფხულს უნდა აღვნიშნოთ, ეს უნდა იყოს გაზაფხულის სახალხო დღესასწაულები - ქართველი ხალხის თავისუფლების დღესასწაულები.ზვიადობა (31 მარტი) და მერაბობა (26 მაისი) 2023 - თავისუფლების დღესასწაული. 
რა თქმა უნდა, თავისუფლების დღესასწაული მოიცავს 9 აპრილსაც (საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე), 14 აპრილს (სახელმწიფო ენის დღე), ლაზარეს შაბათს (ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ) და რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესაც, 26 მაისს...

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq