|
ქართველთა ერთობა გააძლიერეთ, რომ მესამე პოლუსად ამაღლდეს და მემარცხენე და მემარჯვენე პოლუსები ქვეყნის სამსახურში გაერთიანოს ბესარიონ ბოჭორიშვილი
 | | ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა | "ქართველ ნაციონალისტთა ერთობამ"("ქართველთა ერთობამ") მთხოვა განმემარტა ამომრჩევლისთვის მემარჯვენეობა-მემარცხენეობის არსი არჩევნებში მონაწილე ძირითადი ფიგურანტების ფონზე. ფსიქოტიპის მიხედვით დახასიათება ასეთია: მემარცხენეობას ქმნიან ცვალებადობის მომხრეები, რევოლუციონერები, ნეოლიბერალები. მაგ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი ანასხლეტები.
ხოლო მემარჯვენეობას ქმნიან მუდმივობის მომხრეები, სისტემისტები, კონსერვატორები, მაგალითად, დღევანდელი ქართული ოცნება, როგორც აცხადებს და ზოგი სხვა, როგორც აცხადებენ. სოციალურობის მიხედვით თუ დავახასიათებთ მემარცხენეები არიან კოლექტივისტები, მაგალითად პატრიოტთა ალიანსი, ხოლო მემარჯვენეები არიან ინდივიდუალუსტები, მაგალითად გირჩი. ასე რომ, იკვეთება ფსიქოტიპური და სოციალური მემარცხენეობა-მემარჯვენეობა. მემარცხენეობა-მემარჯვენეობის ამ ორ პოლუსს აქვს შუალედური წერტილი, რომელსაც ცენტრიზმს ეძახიან და რომლის მიმართაც პოლუსები ან ერთმანეთისკენ იხრებიან ან ერთმანეთს შორდებიან. თუმცა საკითხავია სადაა წონასწორობის ცენტრი? პასუხი ასეთია, მემარცხენე და მემარჯვენე პოლუსებს შორის შუაში. შესაბამიასად, ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში მემარცხენეობა თუ გადახრილია მემარჯვენეობის დახასიათებისკენ, ცენტრისტის გაშუალებული წონასწორობის წერტილიც გადანაცვლდე
 | | ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა | ბა უფრო მარჯვნივ და ა.შ. ამ ნიშნების მიხედვით თქვენი არჩევანი დაგანახებთ, უპირველეს ყოვლისა თქვენს პოლიტიკურ გემოვნებას და არჩევანსაც გააკეთებთ გემოვნების მიხედვით, მაგრამ არა ქვეყნის ობიექტური საჭიროებების მიხედვით. ობიექტურობისთვის საჭიროა ისეთი მესამე პოლუსი, რომელიც მემარცხენეობასაც და მემარჯვენეობასაც აერთიანებს და ალაგებს ერთი საერთო, საქვეყნო ინტერესის ქვეშ. მაგ. "ქართველთა ერთობა". ამის განსახორციელებლად ამ მესამე პოლუსს ჭირდება ძალის გამოვლენა, ძალისხმევა რაც შეიძლება განხორციელდეს კანონიერების განუხრელი დაცვით. მესამე პოლუსს თუ მემარცხენეობა, მემარჯვენეობას შორის დაპირისპირების აღკვეთის და ორივე პოლუსის ქვეყნისა და ერის სამსახურში ჩაყენების ძალა არ აქვს, მაშინ იგი ეშვება ამ ორ პოლუსს შორის შუაში და იქცევა თანხმობის მახვეწარ ცენტრისტად.
ხოლო მესამე პოლუსს თუ საკმარისი თუნდაც თვითდისციპლინა და სახალხო (ეროვნულობა) აქვს, იგი აუცილებლად მოიპოვებს ძალმოსილებასაც. ეს ყველაფერი წარმოვიდგინოთ პირამიდის სახით, სადაც პირამიდის ფუძის მარცხენა და მარჯვენა წვეროებზე, მემარცხენე და მემარჯვენე ძალებს განვათავსებთ. მათ შორის შუა წერტილი პირამიდის ფუძეზე იქნება ცენტრისტული წონაასწორობის ლოზუნგებისა და პოზიციების წარმოშობის ადგილი. ხოლო პირამიდის წვერი კი არის მესამე პოლუსი, საერთო ეროვნულ-ინდივიდუალისტური
 | | ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა | გამაერთიანებელი პირამიდის ფუძის წვეროებისა. ყოველივე ნათქვამიდან გამომდინარე დააკვირდით: სოციალური თვალსაზრისით პოლიტიკური ძალა მემარცხენეა თუ მემარჯვენეა? ანუ მისგან რა სტრატეგიაა მოსალოდნელი: ინდივიდუალუზმს მისცემს გასაქანს თუ კოლექტივიზმს? ადამიანის უფლებებს, თუ საერთო უსაფრთხოებას? თუ მესამე პოლუსია და ადამიანის უფლებებს და საერთო უსაფრთხოებას ერთიან ეროვნულ-ინდივიდუალურ საკითხად წარმოაჩენს? შემდეგ დავაკვირდეთ მათი ფსიქოტიპიდან გამომდინარე ტაქტიკას: რევოლუციონერ-რეფორმისტია, თუ სისტემურობის დამცველია? თუ აქაც მესამე პოლუსია? და ეროვნული ფასეულობების დამცველობასთან ერთად ერისა და თვითეული ინდივიდის ეროვნულ-ინდივიდუალური განვითარებისთვის საჭირო რადიკალური ნაბიჯების გადადგმაც შეუძლია? თუ მესამე პოლუსია მხარი დაუჭირეთ, ხოლო თუ ეროვნული ცენტრისტია გააძლიერეთ, რომ მესამე პოლუსად ამაღლდეს და მემარცხენე და მემარჯვენე პოლუსები ეროვნულ-ინდივიდუალურ მესამე პოლუსს დაექვემდებაროს და ქვეყნის სამსახურში გაერთიანდეს. |
 | | ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა |
 | | ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა |
 | | ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა |
 | | ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა |
 | | ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა |
 | | ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა |
 | | ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა |
|
|
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას.
როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ. | წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში.
როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება. |
| | | |
|