 | გიორგი თევზაძე |
ინტერვიუ სამეფო კლუბის იურიდიული კოლეგიის თავმჯდომარესთან, უფლებადამცველ გიორგი თევზაძესთან კითხვა ბატონო გიორგი, როგორც ვხედავთ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა თანდთანობით უარესდება სამწუხაროთ ადგილობრივი მოსახლეობა მასიურად გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ ზოგი სამუშაოს საძებრად, ზოგი სასწავლებლად რომელთაგანაც დიდი ნაწილი არ ბრუნდება ქვეყანაში ამას ემატება სხვა ქვეყნებიდან საქართველოში მასიურად შემოსული მიგრანტების რაოდენობა, რასაც ხელს უწყობს უვიზო რეჟიმის დაწესება მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან, როგორ შეაფასებდით რამდენად საგანგაშო ნიშნულზე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა დემოგრაფიული მდგომარეობის მიხედვით ? პასუხი - სამწუხაროთ დემოგრაფიული მდგომარეობის თანდათანობით გაუარესება მართლაც სერიოზული გამოწვევაა საქართველოსთვის, თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ მოსახლეობის გადინება, დაბალი შობადობა, და უცხოელი მიგრანტების მასიური შემოდინება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ სტაბილურობას აზიანებს. გვიფიქრია თუ ასე გაგრძელდა რა დემოგრაფიულ შედეგს მივიღებთ ათი თუნდაც ორმოცდაათის წლის შემდეგ ქართველები ხომ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ისიც ეკონომიური სიდუხჭირის გამო სოლიდური ნაწილი სვადასხვა ქვეყნებში გასულები, ამ პროცესების შეჩერება და გამოსწორება ერთიან და გრძელვადიან სტრატეგიის შემუშავებას მოითხოვს, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ეთობლივად უნდა იზრუნონ დასახონ გეგმები რამეთუ ეს ეხება ქვეყნის მომავალს რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას, თუმცა პირველ ყოვლისა მნიშვნელოვანია მაღალი მიგრაციული რისკის მქონე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გადახედვა და კონტროლის გამკაცრება. რადგანაც საქართველოს არ წაადგება მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, შემომსვლელების ასეთი ღია კარის მიდგომა, დასაწესებელია რაღაც სახის შეზღუდვა, ასევე გასამკაცრებელია ბინადრობის და საქართველოს მოქალაქეეობის გაცემა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ვინც არ დაიბადნენ საქართველოში, ეროვნებით არ წარმოადგენენ ქართველებს, არც მშობელი ჰყავს ქართველი, გენეტიკურად არაფერი აკავშირებს ქართულ ერთან. არ იციან ქართული ენა და ისტორია, მარტო ის, რომ მან შეიძინა ქონება ან დააფუძნა შპს და დაიწყო კომერციული საქმიანობა, ანდა მოიპოვა სამუშაო ადგილი ეს არ უნდა აძლევდეს უფლებას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საგამონაკლისო წესით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, რათქმა უნდა ეს შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს ქვეყანაში ტურისტულად შემოსულ ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რადგანაც ამის რეგულაცია საქართველოში შემოსვლისას შეიძლება მოხდეს და გახდეს ცნო
 | ბილი თუკი სასაზღვრო პუნქტში შემოსული ვიზიტორი შეავსებს შესაბამის კითხვარს და დააფიქსირებს თავის პოზიციას ტურისტულად ეწვია ქვეყანას თუ მიგრანტად და ა.შ, ამასთანავე სახელმწიფომ უნდა შექმნას ერთიანი საინფორმაციო ბაზა რომელიც ხელმისაწდომი იქნება სახელმწიფო სტრუქტურებისა და ძალოვანი უწყებისათვის და აღნიშნულ ინფორმაციას განათავსებს, ასევე სახელმწიფო უნდა ატარებდეს რეგულარულ მონიტორინგს ქვეყანაში თუ მონიტორინგის ჩატარებისას აღმოჩნდება კანონდამრღვევი მიღებული უნდა იქნას კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. კითხვა - თქვენი აზრით ხელისუფლებამ უმეტესწილად რა კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად. ? პასუხი - კიდევ ერთხელ ავღნიშნავ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს წინაშე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა არის დემოგრაფიული ვარდნა – შობადობის კლება, მოსახლეობის სერიოზული მიგრაცია და შრომისუნარიანი მოქალაქეების ქვეყნიდან გადინება. პარალელურად, იზრდება უცხოელი მიგრანტების რაოდენობა, რაც სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ბალანსზე მოახდეს ახლო - მომავალში გავლენას. ამის გამოსასწორებლად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი სტაბილურობის მიღწევა, შრომისუნარიანი ახალგაზრდების დაბრუნების წახალისება, შობადობის ზრდის ხელშეწყობა და რეგულარული მიგრაციის პოლიტიკის ჩამოყალიბება. რასაც მოკლეთ მოგახსენებთ ძირითად ფაქტორებს რაც მნიშვნელოვანი იქნება დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, რისთვისაც პირველყოვლისა მნიშვნელიოვანი იქნება რათქმა უნდა ხელისუფლების პოლიტიკური ნება, ასევე წარმოგიდგენთ მოკლეთ რამდენიმე მნიშვნელოვან მოსაზრებას, კერძოთ; 1. ეკონომიკური განვითარება და დასაქმების გაზრდა შიდა სამუშაო ადგილების შექმნა: სტიმულირება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში. გადასახადების ლიბერალიზაცია: სტარტაპების, სოფლის მეურნეობის და საინოვაციო ბიზნესების მხარდაჭერა. ინვესტიციების მოზიდვა ადგილობრივ დონეზე: პრიორიტეტული სექტორების (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა) განვითარება. 2. განათლება და ახალგაზრდების მხარდაჭერა ახალგაზრდების ქვეყანაში დაბრუნების სტიმულირება: უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდებისთვის საგრანტო/დასაქმების პროგრამები. უნივერსიტეტებისა და პროფესიული კოლეჯების მოდერნიზება: თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული განათლების სისტემა. საკონტრაქტო პროგრამები: სტუდენტებს განათლების საფასურს დაუფარავს სახელმწიფო, თუ ისინი 10 წლის განმავლობაში იმუშავებენ საქართველოში. 3. შობადობის გაზრდის სტიმულირება დემოგრაფიული წახალისების პოლიტიკა: მესამე და მომდევნო შვილებზე ფინანსური დახმარება. დედებისთვის ან მამისთვის დეკრეტული შვებულების გაზრდა და ანაზღაურება. ბაღებისა და სკოლების ხელმისაწვდომობა და ხარისხის გაუმჯობესება. ბინათმშენებლობის მხარდაჭერა ახალგაზრდა ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი იპოთეკური სესხები და თანადაფინანსება. 4. მიგრაციის პოლიტიკის გადახედვა უვიზო რეჟიმების გადახედვა: მაღალი მიგრაციული რისკის მქონე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გადახედვა და კონტროლის გამკაცრება. შრომითი მიგრაციის რეგულირება: უცხოელი მუშახელის რეგისტრაცია, კონტრაქტი და კვოტების სისტემის დანერგვა. ინტეგრაციის პოლიტიკა: შემოსული მიგრანტებისთვის მკაცრი კულტურულ-საგანმანათლებლო მოთხოვნები. 5. გრძელვადიანი დემოგრაფიული სტრატეგიის მიღება მრავალწლიან დემოგრაფიულ სტრატეგიაზე მუშაობა: სტაბილური მოსახლეობის შენარჩუნება როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად. მისასალმებელი იქნება თუ ხელისუფლება შექმნის დემოგრაფიის ეროვნული საბჭოს: ექსპერტების, ეკონომისტების, ისტორიკოსების, სოციოლოგების, იურისტების, საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც იმუშავებს დემოგრაფიული პოლიტიკის ფორმირებაზე, და შეიმუშავებს დემოგრაფიული უსაფრთხოების მრავალწლიან სამოქმედო პროგრამას და რეალურად შეაფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. ოღონდ ეს საბჭო არ უნდა იყოს დაკომპლექტებული პარტიული ნიშნით. |