საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

რუსეთის ქართველი იმპერატორ-დიქტატორი

შეიძლება თუ არა ხარაზის შვილი გახდეს იმპერატორი? თუკი გორელი ხარაზის, ბესარიონ ჯუღაშვილის ვაჟს ვიგულისხმებთ - რატომაც არა! იოსებ სტალინი იყო ის კაცი, რომელმაც დაფერფლილი და დანაცრებული რუსეთის იმპერია ბოლშევიკურ საბჭოთა იმპერიად აქცია და, არათუ მხოლოდ აქცია, როგორც ინგლისის პრემიერი, უინსტონ ჩერჩილი იტყოდა,  ხის კავიანი რუსეთი ატომური ბირთვით შეიარაღებული გამოუშვა.

ოღონდაც! რომ ეთქმოდა ეს სიტყვები - როგორც სამი ქვეყნის კონფერენციის თვითმხილველნი იხსენებდნენ, საკმარისი იყო დარბაზში შემოსული სტალინი დაენახა, რომ ეს ამოდენა ქვეყნის პრემიერი, ჯარისკაცივით წამომხტარიყო ფეხზე და თავის დახრით მიეცა სალამი.

და, აბა რაღა დაემართებოდა იმ ქვეყნის ბედოვლათ ინტელიგენციას, რომლის შვილებს წვეთ-წვეთობით ჰქონდათ საკუთარი სისხლიდან მონობა გამოსადენი. დაემართებოდათ კი არა, ისეთი ელეთმელეთი მოსდიოდათ თურმე მის წინაშე, რომ შემდეგ მატიანეებს რჩებოდა სამხილად ხელოვანის უამური  ბედი ტირანულ სახელმწიფოში!

 

სწორედ ის სტალინი

 

***

1937 წელს, კუნცევოს უახლოესი აგარაკის ერთ-ერთ ტრადიციულ ,,სესიაზე’’, სადაც მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს ამჯერადაც ჩვეულებისამებრ ენაცვლებოდა ხუმრობები და სადღეგრძელოები, მასპინძელმა მოულოდნელად ჰკითხა სტუმრებს, რაში ხედავდნენ ისინი ჭეშმარიტად მამაკაცურ კმაყოფილებას. როგორც ყოველთვის, თავისი შეხედულება სტალინმა სულ ბოლოს გამოთქვა. სწორედ მაშინ გაისმა ის ფრაზა, რომელსაც იგი ოდესღაც ხშირად იმეორებდა, ხოლო პირველად წარმოუთქვამს კამენევისა და ძერჟინსკის თანდასწრებით 1923 წლის ზაფხულში: ,,ჩემის აზრით კი, ჭეშმარიტად მამაკაცური კმაყოფილება ადამიანს ეუფლება მაშინ, როდესაც მტრის გასრესის შემდეგ ჭიქა ქართულ ღვინოს შესვამს’’

 

***

სამოქალაქო ომის დროს სტალინი ორ სახალხო კომისარიატს უძღვებოდა - ეროვნებათა საქმისას და მუშათა და გლეხთა ინსპექციისას. როდესაც მას გამოიწვევდნენ ხოლმე ფრონტიდან, იგი დროულად ცხადდებოდა ორივე კომისარიატში, თუმცა იქაური მოსამსახურენი მას იშვიათად ხედავდნენ. ”РКИ”-ის წევრი, ძველი ბოლშევიკი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბარანსკი ხშირად ხედავდა სტალინს, მაგრამ - მუდამ სამუშაო კაბინეტში. მან დიდი ხანია შეამჩნია, რომ სტალინი არასოდეს არ შედის საპარადო შესასვლელიდან.

- იოსებ ბესარიონის ძევ, რატომ დადიხართ მხოლოდ უკანა კიბეებით? - დაინტერესდა ერთხელ.

სტალინმა მოკლედ უპასუხა:

- რაც უფრო ნაკლებად დამინახავენ, მით უფრო მეტად შეეშინდებათ ჩემი.

 

***

ოციან წლებში სტალინის სამდივნოში მუშაობდა მეხლისი, მოგვიანებით ბუხარინის შემცვლელი ,,პრავდის’’ მთავარი რედაქტორის პოსტზე. მეხლისმა სტალინთან მაშინ დაიწყო მუშაობა, როდესაც გენერალური მდივანი თავის პირად სამდივნოს განსაკუთრებულ ზესახელმწიფოებრივსა და ზეპარტიულ ორგანოდ აქცევდა. თუმცა, მარტო სამსახურებრივი სტატუსით როდი ამოიწურებოდა წითელი პროფესურის ინსტიტუტის ახალ კურსდამთავრებულის მოვალეობანი.

- მეხლის, ასანთი! - წამდაუწუმ ისმოდა სტალინის კაბინეტიდან და მეხლისიც მყის გაჩნდებოდა ხოლმე ყოველ დაძახილზე და მიურბენინებდა ასანთს.

ერთხელ, სამსახურში მოსვლისას, სტალინმა თავისდა გასაკვირად აღმოაჩინა თანაშემწის მიერ შემოთავაზებული სიახლე: მისი მაგიდის გვერდით, სპეციალურ თაროზე აკურატულად იყო ჩამწკრივებული საჩიბუხე თუთუნი, პაპიროსი ,,ჰერცოგოვინა ფლორი’’, ასანთის ყუთები. წუთიც არ გასულა, რომ შიდა ტელეფონში გაისმა:

- და მაინც, ასანთი, მეხლის!

 

***

როდესაც სტალინს მოუთხრეს სოფლელი პიონერის, პავლიკ მოროზოვის გმირობის შესახებ, რომელიც შემდეგ კულაკებმა მოკლეს შეთქმულების გამოაშკარავებისათვის, ბელადმა შუბლშეჭმუხვნით თქვა:

,,საკუთარი მამა გასცა? ეგ თქვენი პავლიკი კაი დამპალი ვინმეა... მაგრამ მისი განდიდება საჭიროა... აუცილებლად უნდა განვადიდოთ...’’

 

***

1941 წლის 6 ნოემბერს, როდესაც გერმანელები მოსკოვთან იდგნენ, ხოლო მეტროს სადგურ ,,მაიაკოვსკაიასთან’’ მთავრდებოდა საზეიმო სხდომა ოქტომბრის რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით, სტალინმა გაკვირვებული სახით მიმართა სამხედრო-სამედიცინო სამსახურის უფროსს, გენერალ სმირნოვს:

- როგორ, თქვენ ჯერ არ დაუხვრეტიხართ?

იოლი წარმოსადგენია, როგორი განწყობილებით ცხოვრობდა, მუშაობდა, ფრონტიდან ფრონტზე გადადიოდა ეფიმ ივანოვიჩი.

გავიდა წელიწადი და პირველსავე მოხერხებული შემთხვევისთანავე, ღიმილის ნატამალის გარეშე სტალინი კვლავ შეეკითხა სმირნოვს:

- როგორ, თქვენ კიდევ არ დაუხვრეტიხართ? მე, თუ არ ვცდები, ხელი მაქვს ბრძანებაზე მოწერილი...

მთელი ომის განმავლობაში სტალინი სულ ინტერესდებოდა, რატომ იყო სმირნოვი ცოცხალი ჯერ კიდევ. ხოლო, როდესაც ომი დამთავრდა, გამარჯვების აღსანიშნავ ერთ-ერთ ბანკეტზე გენერალსიმუსმა ეფიმ ივანოვიჩის გასაგონად წარმოთქვა სადღეგრძელო:

- ეს იმას გაუმარჯოს, რომ თვით ომის მძიმე წლებშიც არ გვტოვებდა ხოლმე ხუმრობის განწყობილება...

(ვიქტორ გოროხოვი, ,,სმენა’’ N 24, 1988).

 

                                                    ”ულვაშას” კომენტარი   

 

სტალინს ანა ახმატოვა ჩვეულებრივ ,,ულვაშას’’ ეძახდა:

- ომის შემდეგ ულვაშას უჩვენეს რომელიღაც ყველაზე მთავარი ქართული ცეკვა საუკეთესო შესრულებით. როდესაც ცეკვა დამთავრდა, მან კოპები შეიკრა და თქვა: ,,მე რუსული კულტურის ადამიანი ვარ. ჩემთვის ეს უცხოა...’’

(მიხეილ არდოვი,,ლიტერატურნაია გაზეტა’’ 4. I. 1989).

 

                                                        რევოლუციონერის დედა

 

დავბრუნდი თუ არა თბილისიდან მოსკოვში, მე მოვუყევი კინორეჟისორ გენრიეტა სათაროვას, თუ როგორ სტუმრობდა სტალინის დედას გიორგი დიმიტროვის დედა პარასკევა დიმიტროვა და რომ კურორტზე დასვენების შემდეგ იგი კვლავ შეუვლის კეკეს. გენრიეტა გაემგზავრა საქართველოში და გადაიღო ფილმი ღირსეულ დედებზე. ფილმი უჩვენეს სტალინს. იქ იყო ეპიზოდი, სადაც კეკე და პარასკევა წინდებს უქსოვენ თავიანთ შვილებს. გენრიეტას მონათხრობიდან ვიცი, რომ ფილმის ნახვის შემდეგ სტალინმა აკრძალა მისი ჩვენება: ,,დედაჩემი უბრალო ქალია; პარასკევა - გმირია, იგი ყველა ციხეებში დაჰყვებოდა შვილებს, იცნობდა ყოველ მეთვალყურეს. მასზე უნდა გაკეთდეს ფილმი, დედაჩემზე კი - არა’’.

(ალექსანდრე ლაზებნიკოვი, ,,სოვეტსკაია კულტურა’’ 16. VI. 1988).

 

 

                               ,,სტალინი თანამედროვეთა გადმოცემებში’’

 

რეზოლუცია

1947 წელს ბელგიის დედოფალმა მიიწვია ლეონიდ კოგანი და სხვა საბჭოთა მუსიკოსები მევიოლინეთა კონკურსზე. მოსაწვევ დეპეშას სტალინმა მოკლე რეზოლუცია დაადო: ,,გაიგზავნონ. დაიკავონ პირველი ადგილები. ი. სტალინი’’.

მოდი და ამისთანა რეზოლუციის შემდეგ დაბრუნდი ოქროს მედლის გარეშე კონკურსიდან!

 

რეპრესიების პირველი თეორიული დასაბუთება

1930-31 წლებში ბევრი თავისი საქმის მცოდნე სპეციალისტი იქნა დაპატიმრებული, რომლებიც ცილისწამებითა და ბეზღობით იყვნენ ჯაშუშობაში თუ სხვა მტრულ მოქმედებაში მხილებულნი. ამავე წლებში ჩატარდა ,,მავნებელთა’’ და ,,ნაციონალისტების’’ რამდენიმე პროცესი მოსკოვსა და რესპუბლიკებში. ზოგიერთ ძველ პარტიელებისათვის ცხადი იყო ბრალდებულთა უდანაშაულობა, რომელთაც აიძულებდნენ ყალბი ჩვენებების მიცემას. ერთმა მათგანმა განმარტებისთვის მიმართა სტალინს:

- რა საჭიროა უპარტიო სპეციალისტების ამდენი დაპატიმრებანი?

სტალინმა უპასუხა:

- განა ჩვენ რითი ვართ მედიკოსებზე ნაკლებნი? ისინიც ხომ აკეთებენ პატარა აცრებს, რათა დიდი დაავადება აიცილონ თავიდან?

 

საპატიო ყარაულში

პოეტი ალექსანდრე პროკოფიევი იგონებდა;

- გარდაიცვალა გორკი. გამომიძახეს ლენინგრადიდან და პირდაპირ სვეტებიანში ამოვყავი თავი. ვდგავარ საპატიო ყარაულში. ჩემს პირდაპირ დგას პოგოდინი, გვერდით ფედინი. ცრემლი მადგება თვალზე. თვალი მენისლება და ამ ნისლის მიღმიდან ვხედავ: ფედინი იწმენდს ცრემლს. მწუხარებით ჩაუქინდრავს თავი პოგოდინს. უეცრად გამოჩნდა სტალინი. ჩვენ ყველანი შევფუცხუნდით და... ტაში დავუკარით.

 

ბელადის აზრი

სტალინი სამხატვრო თეატრის სპექტაკლს ესწრებოდა. მეორე მოქმედების შემდეგ კ. ს. სტანისლავსკი და თეატრის სხვა ხელმძღვანელები მოწიწებით შესცქერიან ბელადს თვალებში, იბუზებიან და უხერხულად შებოჭილნი, დუმან. სტალინი არ ცდილობს მათი მდგომარეობის შემსუბუქებას. ვიღაც ბედავს მაინც:

- ამხანაგო სტალინ, როგორ მოგეწონათ ჩვენი სპექტაკლი?

- მოსაწყენია...

ყველას თვალებში შიში ისადგურებს, ხოლო, როდესაც ამით ტკბობას იკმაყოფილებს, სტალინი დასძენს:

- ... ანტრაქტებში.

ყველა იცინის.

 

ბელადის მითითება

ერთი ჟურნალისტის საცოლე ცეკვავდა ანსამბლში, რომელსაც ცნობილი ქორეოგრაფი ხელმძღვანელობდა. ჟურნალისტი საქორწინი მოგზაურობაში აპირებდა გამგზავრებას და გადაწყვიტა ქორეოგრაფისათვის ეთხოვა, მიეცა შვებულება თავისი შეყვარებულისათვის. ჟურნალისტის ეს გადაწყვეტილება დაემთხვა დიდ თეატრში გამართულ კონცერტს - პირველი განყოფილების შემდეგ თამამი სასიძო კულისებისაკენ გაეშურა. მაგრამ ვითარება ხელსაყრელი არ აღმოჩნდა საუბრისათვის: კულისებში ქორეოგრაფს მკაცრი საყვედურებით ავსებდა ხელოვნების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მ. ბ. ხრაპჩენკო:

- მე თქვენ გთხოვეთ, არ ჩაგერთოთ ეს ნომერი პროგრამაში...

- მაგრამ ყველაფერმა ხომ კარგად ჩაიარა. ამხანაგი სტალინი ტაშს უკრავდა... მე თვითონ ვხედავდი.

- დიახ, ამხანაგი სტალინი უკრავდა ტაშს, მაგრამ შემდგომში მე გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი მოსაზრება და არ დაარღვიოთ მითითებანი. ეს შეიძლება ცუდად დამთავრდეს.

ჟურნალისტი  მოთმინებით იდგა შორიახლოს, ამ ცხარე და ორივე მხარისათვის უსიამოვნო საუბრის დამთავრების მოლოდინში. უეცრად მან შენიშნა, რომ მოკამათეებისათვის შეუმჩნევლად მათ მიუახლოვდა სტალინი. ჟურნალისტი მორიდებით დაშორდა იმ ადგილს და სულ მალე უცნაური სურათის მხილველი გახდა. სტალინი მივიდა მოსაუბრეებთან, რაღაც უთხრა და გაშორდა. ხრაპჩენკო და ქორეოგრაფი კი, რომლებიც სულ ახლახანს კამათობდნენ და ჩხუბობდნენ, უეცრად ჩაეკვრნენ ერთმანეთს და ასე ჩახუტებულებმა დაიწყეს ცეკვა უმუსიკოდ: რაღაც ვალსის, კრაკოვიაკის თუ ბარინას ნარევი. ამ იშვიათი ცეკვის ერთადერთი მაყურებელი გახლდათ ჩვენი შიშნაჭამი ჟურნალისტი, რომელმაც იმჯერად თავის საქმეზე მაინც ვერ მოიხელთა სალაპარაკოდ ქორეოგრაფი.

გაისმა ზარის ხმა, რომელიც მთავრობისათვის გამართული კონცერტის მეორე განყოფილების დაწყებას იუწყებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ჟურნალისტი იმდენად სცენას კი არ უყურებდა, რამდენადაც თავისთვის ბჭობდა, მაინც რა უთხრა იმ ორს ამხანაგმა სტალინმა. კონცერტის შემდეგ მან მოძებნა ქორეოგრაფი, მიიღო მისგან საცოლისათვის შვებულების ნებართვა და ბოლოს თავისი ინტერესის დაკმაყოფილება სცადა - ჰკითხა, თუ რა უთხრა მათ სტალინმა. აღმოჩნდა, რომ მიახლოებისთანავე მას მოკამათეთათვის უსვრია რეპლიკა:

- სულ საქმეებზე და საქმეებზე რომ ლაპარაკობთ... ამის მაგივრად გეცეკვათ ის აჯობებდა...

ბელადის მითითება შესრულებულ იქნა.

 

პატარა ეშმაკობანი

30-იან წლებში სტალინმა თავისთან მიიწვია ოთხი ყველაზე ცნობილი კინემატოგრაფისტი და ჰკითხა, თუ რა სჭირდებოდათ მათ კარგად მუშაობისთვის: ,,მთხოვეთ, ნუ მოგერიდებათ. ვეცდებით დაგეხმაროთ’’.

რომმა დაიჩივლა, რომ ვიწროდ ცხოვრობს, ცოლი ავადმყოფობს და ბინა სჭირდებათ.

,,კეთილი. გექნებათ ბინა’’ - უთხრა სტალინმა.

პუდოვკინმა მოახსენა, რომ მას მხოლოდ ქალაქგარეთ შეუძლია მუშაობა - აუცილებელია აგარაკი.

,,კარგით, გექნებათ აგარაკი’’ - დაპირდა სტალინი.

პირიევმა თქვა, რომ აგარაკი აქვს, მაგრამ შორია მანძილი იქამდე, იღლება და ვერ მუშაობს. აი, მანქანა რომ ჰყავდეს...

,,გექნებათ მანქანა’’ - უპასუხა სტალინმა.

ალექსანდროვი შეიშმუშნა. მას იმდენად დიდი თხოვნა აქვს, რომ ვერც კი გაუბედავს თქმა.

,,მითხარით, ნუ გრცხვენიათ’’ - გაამხნევა სტალინმა.

,,ამხანაგო სტალინ, მე მინდოდა თქვენი ავტოგრაფით მქონოდა წიგნი ,,ლენინიზმის საფუძვლები’’. ეს იქნებოდა ჩემთვის შთაგონების წყარო.

,,კარგით, მოგცემთ წიგნს ავტოგრაფით’’ - უთხრა სტალინმა.

ბინა, მანქანა და აგარაკი ალექსანდროვმა მიიღო ავტოგრაფიანი წიგნის დამატების სახით.

 

მოლდავური ცეკვები

დიდ თეატრში მთავრდებოდა მოხსენება, მიძღვნილი ოქტომბრის 33-ე წლისთავისადმი. დარბაზი ფეხზე მდგარი მღეროდა ,,ინტერნაციონალს’’. სტალინმა საფეთქელთან მიიტანა ხელი, თუმცა თავზე ქუდი არ ეხურა. პოსკრებიშევმა დანანებით წაიჩურჩულა: ,,დაგვიბერდა ბელადი’’. სტალინს მახვილი სმენა ჰქონდა და გაიგო ეს სიტყვები.

საზეიმო სხდომის შემდეგ ჩატარდა კონცერტი. მას სტალინიც ესწრებოდა. სრულდებოდა ხალხური სიმღერები და ცეკვები. ერთ-ერთი უკანასკნელი ნომერი იყო მოლდავეთის ცეკვის კოლექტივის გამოსვლა. მათი ცეცხლოვანი და ხალისიანი ცეკვები დიდ ოვაციებს იწვევდა. სტალინი პოსკრებიშევთან ერთად გამოვიდა მთავრობის ლოჟიდან. საპირისპირო მხრიდან მათკენ მოაბიჯებდა გაფანჩულ მსხვილწარბებიანი კაცი. სტალინმა უთხრა:

- კარგები იყვნენ შენი მოლდაველები!

კაცმა უხერხულად გაიღიმა, ხოლო პოსკრებიშევმა შენიშნა:

- ამხანაგო სტალინ, ეს ბრეჟნევია. იგი დნეპროპეტროვსკის საოლქო კომიტეტის მდივანია.

- ეჰ, დაბერდი პოსკრებიშევ. ჩამორჩები ცხოვრებას.

კონცერტის შემდეგ სტალინი შევიდა თავის კაბინეტში და დაწერა განკარგულება ბრეჟნევის მოლდავეთის კპცკ-ის პირველ მდივნად არჩევის შესახებ.

კადრები წყვეტენ ყველაფერს.

 

რით დავიწყოთ

მსახიობმა მ. გელოვანმა, რომელიც სტალინის როლს ასრულებდა, ითხოვა გაეგზავნათ იგი სტალინის აგარაკზე, რიცაში. როდესაც ამის შესახებ სტალინს მოახსენეს, მან იკითხა:

- რად უნდა გელოვანს რიწაზე გამგზავრება?

- სურს უფრო ღრმად ჩასწვდეს თქვენს სახეს.

- მაშინ ტურუხანსკის გადასახლებიდან დაიწყოს...

 

უფლისადმი შიშზე უაღრეს

მოსკოვში ჩამოვიდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი. გაჩერდა სასტუმროში. რეკავს ტელეფონის ზარი - სტალინია.

- შენ რატომ არ მოდიხარ? დაგავიწყდა ძველი მეგობრობა?

სტალინმა გამოუგზავნა მანქანა და პატრიარქი მოაყვანინა.

დაიწყო ქეიფი. სადღეგრძელოები. მოგონებები სემინარიაში ერთად გატარებულ წლებზე.

უეცრად სტალინი ეკითხება:

- ვისი უფრო გეშინია, ღმერთის თუ ჩემი?

პატრიარქმა განმარტა, რომ ღმერთსაც სცემს თაყვანს და სტალინსაც სცემს პატივს. მაგრამ სტალინმა სიტყვა გააწყვეტინა და ეუბნება;

- ნუ თვალთმაქცობ! შენ რომ ღმერთისა უფრო გეშინოდეს, ვიდრე ჩემი, ჩემთან საეკლესიო სამოსით მოხვიდოდი და არა სამოქალაქოთი. შენ ჩემი უფრო გეშინია!

(იური ბორევი, ,,კნიჟნოე ობოზრენიე’’ N 3, 20.I. 1989 წ).

 

სტალინი და ლენინი

 

საუზმის შემდეგ პარკში გასეირნება გადავწყვიტე. სტალინი შემომიერთდა და მკითხა:

- მოგწონთ აქ ვეროჩკა?

- ძალიან, - ვუპასუხე მე.

სტალინმა ამოიოხრა:

- თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რა კარგია სოჭი. მოსკოვზე უფრო სუფთა და ლამაზი ქალაქია. ჩვენ კი, ქართველები რუსებზე უფრო ნიჭიერები და შრომისმოყვარენი ვართ. გინდათ, სოჭში გავემგზავროთ?

- როდის?

- სექტემბერში ან ოქტომბერში.

- ერთი კვირის შემდეგ რომ მოგცეთ პასუხი?

- ნუ იჩქარებთ, დრო ჯერ კიდევ გვაქვს...

- იოსებ ბესარიონის ძევ, შეიძლება პირადული გკითხოთ?

- გისმენთ.

- ვლადიმერ ლენინს, როგორც რევოლუციონერს, ჰქონდა თქვენზე დიდი გავლენა?

- ლენინი შეშლილი ფანატიკოსი იყო, უსინდისო ავანტიურისტი...

სტალინი გამოცოცხლდა. მე ვღელავდი.

- მან რევოლუცია არასწორი გზით წარმართა. მე უკვე გითხარით, რომ ჩემი რევოლუციური საქმიანობა თბილიში დავიწყე. ოდესმე ყველაფერს მოგიყვებით ლენინზე...

(ლეონიდ გენდლინი ,,სტალინის საყვარლის აღსარება’’ - მომღერალ ვერა დავიდოვას შესახებ. თბ. 1992).

 

                                        ,,დაუკრავენ და ადგები!’’

 

როდესაც ,,ინტერნაციონალი’’ საბჭოთა კავშირის ჰიმნით შეცვალეს, ერთმა ლიტერატორმა როგორღაც შენიშნა მიხალკოვს:

- დიდად უვარგისი ჰიმნი გამოგივიდათ შენ და რეგისტანს, სერიოჟა...

- შ-შ-შ-ენ ეგრე ფიქ-ქ-ქ-რობ? - ჩვეული ენაბორძიკობით გაეპასუხა სერგეი ვლადიმიროვიჩი - არ-რ-რ-რ -ა უშავს, დ-დ-დ-აუკრავენ და ადგები!’’

დიალოგმა საუბრის შემსწრეთა ერთსულოვანი სიცილი გამოიწვია.

ეს ამბავი, რაღა თქმა უნდა, სტალინის ყურამდეც მივიდა.

- კარგად უპასუხნია ამხანაგ მიხალკოვს. ტყუილად როდი შევაყენეთ იმ სიმაღლეზე - დაუფასა ბელადმა მიხალკოვს მახვილგონივრული პასუხი. მერე ჩიბუხს გაუცმაცუნა ულვაშები და თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა: - დაუკრავენ - ადგები... საინტერესოა, სად ზის ახლა ის ჰიმნის შემფასებელი? ერთი, ვკითხო ლავრენტის...

(მიხეილ შევჩენკო, ,,სტალინიადის ფურცლები”, ,,ლიტერატურნაია როსია’’ N 27, 1992 წ.)

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი აკაკი მელიტინელი ეპისკოპოსი
17 (30) აპრილს მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი აკაკი მელიტინელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 433) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე სვიმეონ სპარსთა ეპისკოპოსი და მისთანა მოწამენი: ავდელია და ანანია ხუცესი, ქუსდაზად საჭურისი, ფუსიკი, ავატი, ასკიტრეა და სხვანი
17 (30) აპრილს მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე სვიმეონ სპარსთა ეპისკოპოსისა და მისთანა მოწამეთა: ავდელიას და ანანია ხუცესის, ქუსდაზად საჭურისის, ფუსიკის, ავატის, ასკიტრესა და სხვათა (+344) ხსენების დღეს.
gaq