საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ჩვენებურები > ჰიპოთეზების სამყაროში

აფრიკის ანუ უარგლელ-უჯდელი ქართველები

ვითარცა ღვინო -

ქვევრიდან ხაპში -

ხაპიდან დოქში -

დოქიდან ჯამში -

ქართული სისხლი,

ქართული სული,

ქართული სიტყვა,

ქართული გული

გადადიოდა

კაციდან კაცში.

               მუხრან მაჭავარიანი

- აფრიკაში, საჰარის უდაბნოს პირას, ქალაქ უარგლაში (ბ. განის სიტყვით, ვარგლაში), გამოჩენილი მოგზაურის დოქტორ ელისეევის სიტყვით, ცხოვრობენ ქართველები... სხვადასხვა ერის წარმომადგენელს და სხვადასხვა ენაზედ მოლაპარაკეთ ბევრს ნახავს აქ კაცი. ხშირად შეგხვდებიან ბერბერები და არაბები სხვადასხვა გვარისა; შემდეგ ზანგები და ქართველები უცნობი შთამომავლობისა...

ამ ცნობამ, რომელიც ჟურნალ „მოამბეში“ გამოქვეყნდა 1897 წელს, მიმოხილვაში სათაურით „ჩვენსა და სხვაგან“ ქართველ საზოგადოებრიობაში, ბუნებრივია, დიდი ინტერესი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

რუსი მოგზაური და ანტროპოლოგი ა.ვ. ელისეევი (1858-95 წწ.), რომელიც ადრე საქართველოში ყოფილა, ხანგრძლივად მოგზაურობდა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, იგი იყო ეგვიპტეში, ეთიოპიაში, ტუნისში, ალჟირსა და საჰარაში. მოგზაურობის შედეგები და შთაბეჭდილებები მან საინტერესოდ აღწერა წიგნში „По белу свету“.

„შესაძლებელი კი არის, სადღაც აფრიკაში, უდაბნოს პირას გადაკარგულ ქალაქში ქართველები იმყოფებოდნენ?“ - კითხულობს „მოამბის“ მიმომხილველი და იქვე პასუხობს, რომ „დ-რი ელისეევი გამოცდილი მოგზაური იყო, ჩვენში ნამყოფი, ქართველების მცნობი და ამიტომ შეუძლებელია ასე გადაჭრით, კატეგორიულად ეთქვა „ქართველებიო“, თუ ტიპით და ენით ქართველები არ ყოფილიყვნენ“.

ჟურნალი ქალაქ უარგლას ლაკონურ დახასიათებასაც თავაზობს მკითხველს:

- „უწინდელ დროში დიდად სახელოვანი ყოფილა წმინდა ქალაქად წოდებული უარგლა. ახლა კი შესანიშნავს აღარას წარმოადგენს, რადგან უდაბნო სჯაბნის და ნელ-ნელა თავის ქვიშის ქვეშ მარხავს.

უწინ ქალაქი მდ. იხარხარის სიახლოვეს მდგარა და დიდი ვაჭრობა ჰქონია სუდანთან და სხვა ქვეყნებთან.

მდ. იხარხარს ჰეროდოტიც იხსენიებს თავის ისტორიაში. ახლა იხარხარი გამშრალია და ლამის უდაბნომ წალეკოს თვით ქ. უარგლაც“.

ცნობები აფრიკის ქართველების შესახებ გამოქვეყნდა იმავე პერიოდის გაზეთ „ივერიასა“ და „ცნობის ფურცელშიც“, მაგრამ გაცილებით უფრო კონკრეტული და მეტად საინტერესო მონათხრობი იქაურ ქართველთა შესახებ 1939 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ ჟურნალისტმა გრიგოლ კუტუბიძემ. მას ფოთში შეხვედრია ქართველი მეზღვაური სიორიძე, რომელსაც შემდეგი უამბნია:

- ამ რამდენიმე თვის წინათ საბჭოთა სატვირთო გემი მიადგა ჩრდილოეთ აფრიკის ნავსადგურს (მოგვიანებით ჟურნალისტ მ. მამულაშვილთან საუბარში მეზღვაურმა სიორიძემ დააზუსტა, რომ ეს ნავსადგური ალჟირი იყო - გ.მ.). გემზე ორი ქართველი მეზღვაური ვიყავით. ძალზე გვაინტერესებდა აქაური შავკანიანი მოსახლეობის ყოფა, ამიტომ გემის კაპიტანს ვთხოვეთ რამდენიმე საათით ქალაქში გასეირნების უფლება მოეცა. ნავსადგურში ჩვენი ყურადღება მიიპყრო მტვირთავი მუშების არაადამიანურმა შრომამ. ფრანგი ზედამხედველი, რომელსაც რეზინის მათრახი ეჭირა, ხან ერთს გადაუჭერდა ზურგში, ხან მეორეს. ვეებერთელა ყუთების სიმძიმით წელში გაწყვეტილი შავკანიანები, რომელთაც წამდაუწუმ ხვდებოდათ კოლონიზატორის მათრახი, თავიანთ აღშფოთებას მხოლოდ კბილთა ღრჭენით თუ გამოხატავდნენ. ჩემმა თანამემამულემ ვეღარ გაუძლო ამ საშინელ სურათს და ქართულად მომაძახა: დიპლომატიური სკანდალისა რომ არ მეშინოდეს, ამ არამზადა ფრანგს ცხვირ-პირს ამოვუმტვრევდიო.

უცებ მოხდა წარმოუდგენელი რამ: ერთ-ერთმა შავკანიანმა, რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოს იყო, მძიმე ყუთი ძირს დააგდო, ჯიქურ მოგვეჭრა და აქლოშინებულმა ქართულად მოგვაყარა: „ბიჭებო, ქართველები ხართ?“

ჩვენთვის უფრო ადვილი დასაჯერებელი იქნებოდა, ეს ზანგი რაღაც სასწაულით უცებ რომ გათეთრებულიყო, ვიდრე მისი ქართული ლაპარაკი!

რამდენსამე წუთს გაშტერებით შევცქეროდით შავკანიანს, რომელსაც სახე უღიმოდა და თეთრი კბილები მოუჩანდა.

- ჩვენ კი ქართველები ვართ, მაგრამ შენ, შავკანიანმა, საიდან იცი ქართული? - თითქმის ერთხმად მივაძახეთ ორივემ.

- მეც ქართველი ვარ, თქვენისთანა! ხომ ხედავთ, ჩვენს ენაზე ლაპარაკი არ დამვიწყებია; აქ ბევრი ქართველი ცხოვრობს, რამდენიმე სოფელი გვაქვს, ძველი დროიდან აქ ვსახლობთ. მართლა შავკანიანები არ გეგონოთ, კანი აფრიკის მცხუნვარე მზემ გაგვიშავა. ენა და ქართველობა თუ აქამდე შევინარჩუნეთ, ეს იმის წყალობით, რომ სხვა ერის კაცებს ჩვენს ქალს ცოლად არ ვატანთ, არც თვითონ ვირთავთ უცხო ტომის შვილებს, - დაასრულა საუბარი შავკანიანმა ქართველმა.

მუშაობას ასე დემონსტრაციულად თავი რომ დაანება, ეს, რა თქმა უნდა, ჭკუაში არ დაუჯდა ფრანგ კოლონიზატორს, მოვარდა, მტვირთავს მათრახი გადაუჭირა.

ჩემი მეგობარი, რომელიც თავისი ახოვანებით რამდენსამე ასეთ ზედამხედველს ადვილად გაუსწორდებოდა, მისკენ გაიწია და დიდი ხვეწნით ძლივს შევაჩერე...

„ახალგაზრდა კომუნისტში“ გამოქვეყნებულმა ამ ცნობამ მეზღვაურის ნახვის სურვილი აღუძრა გაზეთის თანამშრომელს მ. მამულაშვილს, რომელმაც უკვე მოთხრობილი უცნაური შეხვედრის ახალი ეპიზოდები დააზუსტა.

- შავკანიანმა მტვირთავმა რომ ნახა, მისმა ქართველობამ ჩვენში ეჭვი გამოიწვია, გვითხრა: არა გჯერათ, რომ ქართველი ვარ? აი იქ, ყუთებს რომ ეზიდებიან, ჩემს გარდა, ათი ქართველი მუშაობს, ყველა ერთი სოფლიდანა ვართ. ქალაქ უჯდასთან (ახლა მაროკოს საზღვრისპირა ქალაქია, - გ.მ.) ქართველების რამდენიმე სოფელია, მოსახლეობის მეტი წილი გუგუნარის გვარს ატარებს, აი ის მაღალი კაცი კი ჭანუყვარია. გუგუნარი და ჭანუყვარი ჩვენს სოფელშიც მთავარი გვარებია. მეტისმეტად ღატაკურად ვცხოვრობთ, ჩვენი ბავშვები ჩამოგლეჯილი და და ფეხშიშველები დარბიან, ადგილიც ძალზე უნაყოფოა, უდაბნოს ხვატი ჩვენამდე აღწევს. იძულებული ვართ შორეულ საზღვაო ნავსადგურებში და სხვაგან მძიმე სამუშაოზე წავიდეთ, მონური შრომით ვირჩინოთ თავი...

- ჭანუყვარი, გუგუნარი! - ეს ხომ ჩვენი ჭანუყვაძეებისა და გუგუნავების შორეული წინაპრები არიან! - შევძახე გაოგნებულმა...

- ხომ არ გაიხსნებთ მათი ქართული სოფლების სახელებს, ან რა იციან თავიანთი წინაპრების შესახებ?

- სოფლების სახელების კითხვა ვეღარ მოვასწარი, ვერც მათი წინაპრების თაობაზე გავიგე რამე, რადგან ფრანგმა ზედამხედველმა, როგორც მოგახსენეთ, მალე შეწყვიტა ჩვენი საუბარი.

ზემოთ ითქვა ჟურნალ „მოამბეში“ გამოქვეყნებულ ცნობასთან დაკავშირებით. ცხადია, ჟურნალი აქაურ ქართველთა სადაურობის საკითხს ვერ აუვლიდა გვერდს: საიდან და როდის მოვიდნენ ისინი ამ ადგილებში?

„დ-რ მოსტოვიჩის აზრით, ქართველების გადასახლება აფრიკაში (ნაგულისხმევი უნდა იყოს ალჟირი - გ.მ.) შეიძლება ორნაირად მომხდარიყო: ეგვიპტელ ფარაონებს ხშირად გამოულაშქრიათ მცირე აზიაში და კავკასიასაც ხშირად სწვევიან; ბევრჯერ გაუმარჯვნიათ და ბევრი ტყვეც გაუყვანიათ. გარდა ამისა, ძველ ქართველთ დიდი ვაჭრობა ჰქონდათ აფრიკულ ქალაქებთან და შეიძლება მაშინდელთა შთამომავალნი დარჩენილიყვნენო.

ბ-ნ განის აზრით, ქართველთა გადასახლება აფრიკაში აგრე დიდი ხნისა არ უნდა იყოს. პლინი (ალბათ, პლინიუსი - გ.მ.) თავის ბუნებრივ ისტორიაში წერს: ვარონი გვარწმუნებს, რომ იბერნი, სპარსნი და სხვა ხალხი დასახლდნენ მთელს ესპანიაშიო და ესპანიიდან აფრიკაში გადასვლა ხომ ადვილზე უადვილესია.

„მაგრამ ეს მხოლოდ ჰიპოთეზააო“, - წერს ჟურნალი და იქვე მოჰყავს მოსაზრება განის წიგნიდან „უძველესთა მწერალთა ცნობანი კავკასიის შესახებ“:

„იმპერატორის ემანუელ პირველი კომნენის დროს 1155 წ. ქრ. შობის შემდეგ, იმპერატორის მიერ იტალიაში გაგზავნილნი რომაელნი... დაბანაკდნენ ბრუნდუზიის (ადრიატიკის ზღვის პირად) სიახლოვეს, და როგორც ამბობდნენ, იქვე ახლო იმყოფებოდა ვილჰელმი მეფე სიცილიისა. რადგან მასთან შებრძოლება არ უნდოდათ, წინ გაგზავნეს ორი ვაჟკაცობით განთქმული მამაცი და მათთან ერთად იბერნი... მტრისადმი სროლის ასატეხად. გაგზავნილები მალე შეხვდენენ მტერს... რომელიც თავის იქვე ახლო მდგომ ჯარისკენ გაიქცა; იბერნი... ლტოლვილთ უკან დაედევნენ, უკანა რიგებში ბევრი დახოცეს, ბევრი ცხენი და ერთი დროშა წაართვეს და ბრუნდუზიაში დაბრუნდნენ“.

და კიდევ:

„ - იმპერატორის ანდრონიკ პალეოლოგის დროს 1306 წ. ქრ. შობის შემდეგ კაცანს, აღმოსავლეთის თათრების ხანს ყოველთვის ბრწყინვალე, რიცხვმრავალი და რჩეული ამალა ახლდა, მაშინაც კი, როდესაც ომი არ ჰქონდა.

ამ ამალაში უმთავრესად ემსახურებოდნენ იბერნი, გამოცდილნი და გმირი მხედარნი; მათ დაბადებითვე თანა ჰყვებოდა მხედრობითი ძალა და პატიოსნური გმირობა; გარდა ამისა, ძალიან სათნო ჩვეულებისანი იყვნენ, რადგან წმინდად ჰქონდათ დაცული ქრისტიანული სჯული...“

ამ ცნობებიდან ცხადადა ჩანსო, ამბობს ბ. განი, რომ მე-12-14 საუკუნეებში ქართველნი აფრიკის ახლოს ყოფილან და აფრიკაში გადასვლაც ძალიან ადვილად შეეძლებოდათო, მეტადრე სამხრეთ იტალიიდან. „სამწუხაროა, - შენიშნავს ჟურნალ „მოამბის“ მიმომხილველი, - რომ დ-რმა ელისეევმა უარგლელ ქართველებს არ გამოჰკითხა მათი გადასახლების ამბავი, რადგან ამგვარი მნიშვნელოვანი გარემოების ხსოვნა დიდი ხანი რჩება ხალხის ზეპირ თქმულებაში“.

1972 წელს ქართული პრესა კვლავ დაუბრუნდა „აფრიკელი ქართველების“ საოცარ ისტორიას. გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ 21 ივნისის ნომერში დაიბეჭდა დ. ფაშტიანის წერილი „საიდან მოხვდნენ აფრიკაში?“ რამდენი ხანია ქართველ საზოგადოებრიობას აინტერესებს და აწვალებს კითხვები „საიდან?“ და „როდის?“.

დ. ფაშტიანი ფიქრობს, რომ აფრიკაში ქართველთა გადასახლება უფრო შორეულ ხანას* (*საპოლემიკო ვადად დ. ფაშტიანი ასახელებს ორ საუკუნეს და წერს: „ორი (და მეტიც) საუკუნის მანძილზე თეთრკანიანი ქართველი შეავკანიანად ვერ იქცეოდა აფრიკის მცხუნვარე მზის ქვეშაც კი... ორი საუკუნე ვახსენეთ ზემოთ იმიტომ, რომ მხედველობაში გვქონდა ე.წ. მამლუქების პერიოდი. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი შავბნელი პერიოდი ავადსახსენებელი მაჰაჯირობისა, როდესაც ქართველი ფეოდალები ქართველ ბავშვებს ჰყიდდნენ უცხოეთში“.) უნდა ეკუთვნოდეს და იქვე ფრიად საგულისხმო ვარაუდს გამოთქვამს: „ხომ არ არიან ისინი გვერდითი შტო იმათი, ვინც შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები გაიარეს...“

- აფრიკელი ქართველების თემა თითქმის ყოველ ჩვენგანს აწუხებდა, - ამბობს ინჟინერი რევაზ მხეიძე, რომელიც შარშან დაბრუნდა ალჟირიდან, სადაც სხვა ქართველ სპეციალისტებთან ერთად საბჭოთა კავშირ-ალჟირის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე სამი წელი იმყოფებოდა, - მაგრამ სიძნელეები ბევრია, ზღვისპირიდან სიშორის მიუხედავად (თითქმის 1 200 კილომეტრია იმ ადგილებიდან, სადაც მუშაობა უხდებათ ჩვენს სპეციალისტებს) ქალაქ უარგლამდე ტრანსსაჰარის გზით ჩასვლა პრობლემას არ შეადგენს, მთავარი წინ არის - დაახლოებით 500 კილომეტრამდე პრიმიტიული გზა ზედ უდაბნოს გავლით. თვით ალჟირელების გადმოცემით, სწორედ იმ ადგილებში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც არც თავიანთი ზნეჩვეულებით, რელიგიით, ენით, თითქოს არაფერი საერთო არ აქვთ არაბ მოსახლეობასთან.

ალჟირის ტერიტორიაზე შეხვდებით ტოპონიმებს, რომლებიც საქართველოს გვაგონებს. აიღეთ სოფელი ბერთუთა (არაბები გამოთქვამენ ბერტუტა) , რომელიც ქალაქ ალჟირიდან 12 კილომეტრზე მდებარეობს. სოფელში მართლაც ბევრია თუთის ხეები  და საერთოდ ძალზე ლამაზი ადგილია. ჩვენი თანამემამულე გ. ბაქრაძე თიარეთში მუშაობდა, ორანსა და ალჟირს შუა, რამდენადმე სამხრეთით. ქალაქ ალჟირთან ახლო მდებარე პატარა საკურორტო ქალაქ ფორდელოში რესტორანია, რომელსაც „თამარის“ ჰქვია...

ალჟირში ორჯერ (1964, 1967 წწ.) ყოფნის დროს ამ საკითხით ილია ტაბაღუაც დაინტერესებულა (იხ. ი. ტაბაღუა, ალჟირი დღეს, გაზ. „თბილისი“, 1968) და საუბარი ჰქონია ალჟირელ სპეციალისტებთან. (პროფ. მ. მამრი და სხვ.), მაგრამ „აფრიკელი ქართველების“ შესახებ ვერც ერთი ფაქტი ვერ დაუდგენია. ერთი რამ ცხადია, რომ უჯდაში (მაროკო) მცხოვრები ხალხი - ლოჰები და უარგლაში მცხოვრები ტუარეგები სრულიად განსხვავდებიან მათ გარშემო მცხოვრები ტომებისაგან; პირველთა ენა უფრო ახლოა კაბილიურ ენასთან, ხოლო ტუარეგები სემიტები არიან. მათ შემონახული აქვთ თავიანთი ძველი ანბანი, რომელიც 24 ნიშნისაგან შედგება. ვინ არიან ეს ტომები? საიდან მოვიდნენ ამ რაიონებში?.. დღემდე დადგენილი არაა. 

გიორგი მახარაძის წიგნიდან „არდავიწყება მოყვრისა“ (თბ. 1976)

მამული, ენა, სარწმუნოება

ქრისტესა და ქრისტეს მოწამის ერთგული მსახური წმიდა მოწამე ლუპე
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (+დაახლ. 306) ხსენება აღესრულება 8 ნოემბერს. მისი მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა.
gaq