|
|
ეს წერილი დაიწერა უკრაინის "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს, 2004 წელს.
|
|
,,ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა - მღვდელობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად“.
ღირსი თეოდორე სტუდიელი
|
|
,,ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფლება, ვინემ ხელისუფლება მართლმადიდებელი მეფისა’’ (ღირსი სერაფიმე საროველი)
|
|
ერთმმართველობის ნება არ უნდა იზღუდებოდეს ქვეშევრდომთა ნებით: სწორედ ესაა ერთ-ხელისუფლებიანობა (მონო-არქი). თვითმპყრობელის ძალაუფლება კი - ესაა ხელისუფლება, რომელიც ეკლესიიდან ამოიზარდა, ეკლესიის იდეალიდან და ამ რელიგიური პრინციპითაა შეზღუდული.
|
|
,,მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა''. (ღირსი მაქსიმე ბერძენი).
|
|
,,რწმენა აკურთხევს მიწიერ ხელისუფლებას, წარმოაჩენს მათ ზეციურ წარმომავლობას’’. (წმ. ფილარეტ მოსკოველი).
|
|
მაშასადამე, საჭირო კია გავიმეოროთ: ღვთისა გეშინოდეთ, მეფესა პატივს-ცემდეთ? (1 პეტრე 2.17). მოხარული ვიქნები, თუკი არაა საჭირო; ვფიქრობ, ეს არ იქნება ზედმეტი. გვაქვს მოვალეობა არა მარტო ღვთის წინაშე, არამედ მეფისაც; ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება. ერთიც და მეორეც ერთად შეიძლება და საჭიროცაა აღვასრულოთ.
|
|
,,ხალხთა მართვის საქმე ყველაზე რთული საქმეა, – ამბობს წმინდა მართალი იოანე კრონშდადტელი, საუბრობს რა ხელისუფლების ღვთიურ ბუნებაზე – თვით ღმერთი, მეუფე უფლებათა და მეფე მეფეთა განამტკიცებს მეფის უმაღლეს ძალაუფლებას’’.
|
|
საჭიროდ მივიჩნევ თქვენი ყურადღება მივაპყრო ყოვლადწმინდა მარიამის ერთ წინასწარმეტყველებას, რომელიც მან ვაზის ჯვარის მიერ გამოთქვა. წმ. იოანე ოქროპირი, განმარტავს რა გამოსვლათა წიგნს, იტყვის: პატიოსანი ჯვრის ერთი ფრთა განასახიერებს აარონულ ანუ სამღვდელო საწყისს, ხოლო მეორე - სამეფოს.
|
|
განსაკუთრებული დატვირთვა აქვს გმირის, რელიგიური მოღვაწის, მეფის და სხვა დიდი ადამიანების უკანასკნელ განსასვენებელს ყველაერისათვის. დიდი მოწიწებითა ეპყრობიან ასეთ ადგილებს: აშენებენ მავზოლეუმებს, სალოცავებს. ზოგიერთი ადამიანი სიცოცხლეში იმზადებდა თავის საძვალეს და ცდილობდა, მისი პიროვნებით, თუ საფლავით, სიკვდილის მერეც აღფრთოვანებულიყვნენ. დაწყებული პირამიდებიდან სხვადასხვა მონარქნი და ამა ქვეყნის ძლიერნი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს საფლავების პომპეზურობით, სილამაზით, სიმდიდრით...
ქრისტიანობამ პომპეზურობაზე უარი თქვა.
|
|