|
მკითხველს ვთავაზობთ თემას განხილვისათვის: "არისტოკრატიული თუ სახალხო მონარქია". მსოფლიოში მონარქიის რამდენიმე სახეა გავრცელებული. ზოგიერთ ქვეყანაში აბსოლუტური მონარქიაა (აზიის ქვეყნები), ზოგიერთ სახელმწიფოში შეიხებს, ამირებს და სხვა არისტოკრატებს დიდი უფლებები აქვთ (აზია), ევროპის მონარქისტულ ქვეყნებში კი სახალხო მონარქიაა.
ამ თემაზე სხვადასხვა აზრი არსებობს, ყოველ აზრს, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება და იგი უნდა განვიხილოთ, რათა შევთანხმდეთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე და მზად ვიყოთ, იქნებ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საქართველოში მონარქიის აღდგენა.
|
|
სხვადასხვა ქვეყნის მეფეები ცდილობდნენ თავის გერბებზე მნიშვნელოვანი რამ გამოესახათ. ხშირად ხელოვნური, ნაძალადევი, გამოგონილი რაღაცეებიც გამოსდიოდათ. ქართველ მეფეებს კი არაფერი ჰქონდათ გამოსაგონი, ისინი ღმერთმა დაადგინა იმ ქვეყნის მეფეებად, რომლის ცენტრშიც უდიდესი სიწმინდე განისვენებს – მაცხოვრის კვართი.
|
|
კირიონ II როლი ჩვენს ქვეყანაში ჯეროვნად დაფასებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ 2002 წელს ჩვენმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა შესწავლილი არ არის სათანადო დონეზე. მისი აღნიშნული წიგნი კი არის გადატრიალება რუსეთის ისტორიაში, რომელსაც დამფასებლები სჭირდება. ადრეც ვწერდი და დღესაც გავიმეორებ, ეს წიგნი ყველა ქართველმა უნდა დაისწავლოს და რუსებსაც უნდა წააკითხოს და გააგებინოს, რაოდენი დამსახურება მიუძღვის ივერიას რუსეთის წინაშე და რომ ამას დაფასება სჭირდება და არა უმადურობა.
|