საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ღირსი ისიდორე პელუსიოტელი
4 (17) თებერვალს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ისიდორე პელუსიოტელის ხსენების დღეს (+დაახლ. 436-440)
წმიდა მოწამე რიფენე კვიზიკელი
31 იანვარს (ახალი სტილით 13 თებერვალს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე რიფენე კვიზიკელის ხსენების დღეს,
წმიდანი საკვირველმოქმედნი, უვეცხლონი, კვიროს და იოანე და მათთანა მოწამე ათანასია და ასულნი მისნი თეოდოტია, თეოქსისტა და ევდოქსია
31 (13.02) იანვარს (13 თებერვალს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდათა საკვირველმოქმედთა, უვეცხლოთა, კვიროსისა და იოანეს და მათთანა მოწამე ათანასიასი და ასულთა მისთა თეოდოტიას, თეოქსისტასი და ევდოქსიას ხსენების დღეს (+311)
ღირსი ისააკ ასური, ნინევიის ეპისკოპოსი (VII)
28 (10.02) იანვარი
წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
13 (26) დეკემბერი
ღირსი სტეფანე ხირსელი, ათცამეტ ასურელ მამათაგანი (VI)
28 იანვარს (10 თებერვალს) ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი სტეფანე ხირსელის ხსენების დღეს (VI).
ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე (ნაწყვეტი ქადაგებიდან)
საკვირველია, რამ დაიფარა, როგორ გადაურჩა ეს ერთი მუჭა ერი ამდენ ჭირს, მაშინ, როცა მის ირვლივ უმძლავრესი მეფობანი და ერნი დაეცნენ და გადაშენდნენ. მაგალითად, ძველი დიდი მაკედონიის სამეფო, ძველი დიდი და უმძლავრესი სპარსეთის სამეფო, არაბეთი და სხვანი, რომელნიც უწინ აოხრებდნენ და თითქმის მთლიანად ამოწყვიტეს საქართველოს იმიერ და ამიერ ქვეყანა, შემდეგ კი თვითონ განქარდნენ. რამ დაიცვა ქართველები, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ერი არ მოისპო? – მიზეზი ამისა ის არის, რომ ჩვენი ერი ყოველთვის საღმრთო სჯულის ერთგული იყო და ღმერთიც იფარავდა მას მეოხებითა და ვედრებითა დედისა მისისათა, რომელსაც წილად ერგო ივერია და ერი ივერიისა.
გრიგოლ საკვირველთმოქმედი, კიევო-პეჩორელი განდეგილი (+1093)
8 (21) იანვარს აღინიშნება გრიგოლ საკვირველთმოქმედის (+1093), კიევო-პეჩორელი განდეგილის ხსენების დღე (+1093) .
იოვანე საბანისძის „ჰაბოს წამების“ რამდენიმე იდეოლოგიური ნაწყვეტი
ღმერთმა გამოგვიგზავნა ახალგაზრდა კაცი, არაბი მენელსაცხებლე ჰაბო, რომელმაც სამაგალითო გმირობა გამოიჩინა და ქრისტესთვის ეწამა 786 წლის 6 იანვარს. მისმა მაგალითმა გაამხნევა ქართველები. ეს ამბავი გავრცელდა ხალხში... და დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართველები მიხვდნენ, თუ ისმაიტელი ჭაბუკი კვდება ქრისტეანობისათვის, მაშასადამე ქრისტეს სჯული უკეთესია, თორემ პრივილეგირებული, დამპყრობელი ერის შვილმა რად მიიღო ქრისტიანობა?
წმიდა მოწამე ბასილი ანკვირელი (+ დაახლ. 362 წ.)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq