|
|
ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ლადო მესხიშვილი (დ. 16 თებერვალი/28 თებერვალი, 1857, თბილისი — გ. 24 ნოემბერი, 1920, იქვე) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. რესპუბლიკის სახალხო არტისტი (წოდება მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ, 1930 წელს).
|
|
12 (25) ნოემბერს აღინიშნება წმიდა იოანე მოწყალეს - ალექსანდრიელი პატრიარქის (VII) ხსენების დღე.
|
|
ბევრი ტანჯვა დაითმინა ნეტარმა ბიკენტიმ: იგი ჯვარზე გააკრეს და გახურებული წკნელებით დაუწყეს ცემა. როცა უფლის რჩეული ძელს მოწყდა, თვითონვე ითხოვა, ისევ მიემსჭვალათ, რომ ჯვარცმული მაცხოვრის ვნებებს ზიარებოდა. წამების შემდეგ მარტვილი საპყრობილეში გამოკეტეს. გაოცებულ მცველებს ესმოდათ, თუ როგორ გალობდა იგი ფსალმუნებს და საკნიდან გამომავალ არაამქვეყნიურ, ბრწყინვალე ნათელსაც ხედავდნენ. დილით ნეტარი მოწამე ცეცხლში დაწვეს.
|
|
დღეს ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა კოსტანტი კახის ხსენების დღეს, რომელიც არაბებმა წამებით მოკლეს 853 წლის 10 (ახალი სტილით 23 ნოემბერს).
|
|
ღირსი ლაზარე გალისიელი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 20 ნოემბერს, ქალაქ მაგნეზიაში (აზია) დაიბადა. სიყრმიდანვე სიმშვიდით და გლახაკთა სიყვარულით გამორჩეულმა წმიდანმა საფუძვლიანი განათლება მიიღო, შემდგომ კი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა. აქ ნეტარმა ათი წელი დაჰყო და საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა.
|
|
20 ნოემბერს მართლმადიდებელ წმინდანთა შორის იხსენებიან წმინდანი ოცდაცამეტნი მელიტინელი მოწამენი: იერონი, ისიხიოსი, ნიკანდრე, ათანასე, მამაი, ბარაქიოსი, კალინიკე, თეაგენე, ნიკონი, ლონგინოზი, თეოდორე, ვალერიუსი, ქსანთე, თეოდულე, კალიმაქე, ევგენი, თეოდოხე, ოსტრიქიოსი, ეპიფანე, მაქსიმიანე, დუკიტე, კლავდიანე, თეოფილე, გიგანტი, დოროთე, თეოდოტე, კასტრიკიოსი, ანიკიტე, თემელიოსი, ევტიქი, ილარიონი, დიოდოტე და ამონიტე (III).
|
|
ერთ-ერთი უდიდესი ქართველი, უშიშარი და ღირსეული
|
|
5 (18) ნოემბერი
|
|
წმიდა მოწამეთა: გალაქტიონისა და ეპისტიმიას ხსენება აღესრულება 18 ნოემბერს... წმიდა გალაქტიონმა და ეპისტიმიამ ლოცვა-ვედრებითა და ქრისტეს დიდებით დაითმინეს უმძიმესი სატანჯველები. ბოლოს უღმერთოებმა ისინი ცოცხლად გაატყავეს და ისე ამოხადეს სული.
|
|