|
წმიდა მოწამე გორდი, ვისი ხსენბაც არის 16 იანვარს, III საუკუნის დასასრულს დაიბადა კაბადოკიის კესარიაში, ქრისტიანულ ოჯახში. როცა წამოიზარდა, იგი სამხედრო სამსახურში შევიდა და მალე ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ასისთავის წოდებაც დაიმსახურა.
IV საუკუნეში, ქრისტიანთა დევნილობის განახლების დროს, წმიდანი განერიდა ამ სოფელს და უდაბნოში განმარტოვდა, რომ ღვთის სათნო ღვაწლით მომზადებულიყო მაცხოვრის სახელის აღსარებისათვის.
|
|
2 (15) იანვარს აღინიშნება წმიდა სილიბისტროს, რომის პაპის (+335) ხსეენების დღე.
|
|
2 (15) იანვარს აღონიშნება
ღირსი სერაფიმე საროველის - სასწაულთმოქმედის (+1833) ხსენების დღე.
|
|
31 დეკემბერს (13.01) ქართული ეკლესია აღნიშნავს დიდი გიორგი მთაწმინდელის ერთ-ერთი აღმზრდელის, სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვრის, ღირსი საბიანას ხსენების დღეს.
|
|
29 (11.01) დეკემბერს აღინიშნება ღირსი მარკელეს, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარის (+485) ხსენების დღე.
|
|
ქართული ეკლესია 29 დეკემბერს (ახალი სტილით 11 იანვარს) არნიშნავს წმიდა ათოთხმეტი ათასი მოწამე ჩვილის ხსენების დღეს, მეფე ჰეროდემ რომ ამოხოცა ბეთლემში.
|
|
წმიდა მოწამე ექვთიმე, სარდელი ეპისკოპოსი (+დაახლ.840), ვისი ხსენებაც აღესრულება 8 იანვარს, მოღვაწეობდა ბიზანტიის იმპერატორების, კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და ირინეს (797-802) დროს.
ამ ხარისხში იგი მონაწილეობდა VII მსოფლიო კრებაზე (787 წ.), რომელზედაც ამხილა ხატთმბრძოლთა მწვალებლობა. როცა ტახტზე ხატთმბრძოლი ნიკიფორე I (802-811) ავიდა, ექვთიმე სხვა მართლმადიდებელ იერარქებთან ერთად კუნძულ პატალარეაზე გადაასახლეს.
იმპერატორ ლეონ V-ის (813-820) მიერ გადასახლებიდან გამოწვეულმა ეპისკოპოსმა კვლავ გაბედულად ამხილა ხატთმბრძოლობა, რისთვისაც იგი ისევ გადაასახლეს - ქალაქ ასში.
|
|
ღირსი ევარესტი, რომლის ხსენებაც აღესრულება 8 იანვარს, გალატიაში დაიბადა, დიდგვაროვანთა ოჯახში.
იგი სიყმაწვილიდანვე ესწრაფვოდა მონაზვნურ ცხოვრებას, განსაკუთრებით წმიდა ეფრემ ასურის წიგნების კითხვა უყვარდა.
ბოლოს ნეტარმა სტუდიონის მონასტერს მიაშურა და იქ განაგრძო მოღვაწეობა.
|