საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონალისტთა ერთობა
წმინდა ნინოს წამოსვლა დიდ ქალაქ მცხეთისაკენ
ქრისტეს კვართის მოკვლევა აინტრესებდა ქალწულ ნინოს და ამგვარად, გაიგო მცხეთისა და ქართლის შესახებ. მერე სასწაულიც მოხდა, სიონის მთაზე ჩაეძინა ქალწულს და სიზმარში მარადი ქალწული მარიამი გამოეცხადა, რომელმაც გადასცა ვაზის ჯვარი და მცხეთისკენ გამოაგზავნა ახალგაზრდა მოციქულთასწორი.
წმიდა მოწამენი ლუკილიანი და მოყვასნი მისნი: კლავდიუსი, იპატიუსი, პავლე, დიონისე და ქალწულმოწამე პავლა (270-275) - ხსენება 3 (16) ივნისი
ლუკილიანი წარმართი ქურუმი იყო რომის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. უკვე ხანში შესული, იგი დარწმუნდა თავისი სარწმუნოების უსუსურობაში, გულით იწამა ქრისტეს მაცხოვარება და მოინათლა. მისი ქადაგების გავლენით, მრავალი წარმართი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
მღვდელმოწამე ლუკიანე და მისთანა მაქსიანე ხუცესი და დიაკონი იულიანე (+81-96) - ხსენება 16 ივნისს
მღვდელმოწამე ლუკიანე, რომელსაც წარმართობაში ლუკიუსი ერქვა, რომში ცხოვრობდა. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და მანვე მონათლა. მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ლუკიანე ავრცელებდა ქრისტეს სწავლების ნათელს იტალიაში. ამ დროს რომში ჩამოვიდა პავლე მოციქულის მოწაფე დიონისე არეოპაგელი. წმიდა პაპმა კლიმენტიმ სთხოვა მას, თავისი ქადაგებით განემტკიცებინა დასავლეთ ქვეყნების ქრისტიანები და წარმართებშიც შეეტანა ქრისტეს ნათელი - თან გააყოლა ეპისკოპოსად ახალხელდასხმული წმიდა ლუკიანე, მაქსიანე ხუცესი, იულიანე დიაკონი, სატურნინი და მარკელინი.
ღირსნი მამანი: შიო ახალი, დავითი, გაბრიელი და პავლე გარეჯელნი - ლეკთაგან მოწყვეტილნი (+1696-1700)
ღირსნი მამანი: შიო ახალი, დავითი, გაბრიელ და პავლე გარეჯელნი დავით გარეჯის მონასტრის ბერები იყვნენ. ნეტარი შიოს დაუღალავმა მოღვაწეობამ და სიმდაბლემ შესაბამისი ნაყოფიც გამოიღო: მასთან ბევრი მოდიოდა რჩევისათვის, ხშირად იგი მონასტრის საქმეებსაც განაგებდა წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით. ბერებს შორის გამორჩეული თანხმობა და ძმური სიყვარული სუფევდა.
ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
გოეთე –„მაჰმადის სიმღერა“ (ანუ ქრისტიანები არაფერ შუაში არ არიან, ეს ბოლშევიკების მემკვიდრეების ბრალია)
ახლა ქრისტიან მღვდელმთავრებს, მაჰმადიან სასულიერო პირებს და პოლიტიკოსებს ძალიან ბევრი რა აქვთ გასაკეთებელი – უნდა აიკრძალოს აგრესიის გამოვლინება, იქნება ის ფანქრით ჩადენილი თუ ტყვიით...
ღირსი მიქელ პარეხელი
27 (09.06) მაისს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მიქელ პარეხელის (VII-IX) ხსენების დღეს.
8 ივნისი - ხსენება ღირსი იოანე ფსიხაიტისა, აღმსარებლისა (IX)
ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი ცხოვრობდა VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე. ის სიყრმეში აღიკვეცა ბერად ფსიხაიტის ლავრაში (კონსტანტინოპოლის გარეუბანში). წმიდა ცხოვრებისა და ფიცხელი მოღვაწეობისათვის ღირსმა მამამ ბოროტ სულთა განსხმისა და კურნების ნიჭი მიიღო.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ტრიფილე კვიპრელი-ლევკუსიის ეპისკოპოსი
13 (26) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა წმიდა ტრიფილე კვიპრელი-ლევკუსიის ეპისკოპოსის (+ დაახლ. 370) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამე აკვილინა
13 (26) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აკვილინა (+293) ხსენების დღეს
gaq