|
“როდესაც თქვენი შვილები დაიწყებენ საფრანგეთის გაკიცხვას, გთხოვთ ისარგებლოთ ჩემი რეცეპტით და უთხრათ მათ: წადით რუსეთში! ყველას, ვინც ახლოს გაიცნობს მეფის რუსეთს, მოხარული იქნება იცხოვროს სხვა მხარეში, სადაც არ უნდა იყოს იგი. მუდამ სასარგებლოა იცოდე, რომ არსებობს ქვეყნად ისეთი სახელმწიფო, სადაც შეუძლებელია ბედნიერება, რადგანაც ადამიანი თავისი ბუნებით არ შეიძლება ბედნიერი იყოს თავისუფლების გარეშე”
|
|
შალვა ახალციხელი საქართველოს სიმბოლოა, რომ არა შინა ღალატი, მას ვერავინ მოერეოდა. როგორც ჩვენი სამშობლო მუდამ ღალატის გამო ვარდებოდა სხვათა ტყვეობაში, ასევე სამხედრო სარდლობის ღალატის გამო ჩავარდა შალვა ახალციხელი მტრის ხელში, მისი ძმა კი მოიკლა. მერე ეწამა შალვა ქრიატიანობისათვის, როგორც ეწამებოდა ხოლმე ჩვენი სამშობლო ქრისტეს სარწმუნოებისათვის.
|
|
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი გენერალი, სრული პროფესორი, დიპლომაატიის საკითხებში 35 – წლიანი გამოცდილების მქონე პიროვნება რონალდ მანგამი, რომელმაც წლების წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებში დიდი წვლილი შეიტანა, ახლა ქართული ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ყველაფერს აკეთებს.
|
|
„იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკჳრველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“.
|
|
ამაღლების შემდგომი ოთხშაბათს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი დოდო გარეჯელის (VI) ხსენების დღეს.
|
|
მხოლოდ დავით აღმაშენებელმა შეძლო საქართველო ექცია საკმაოდ დიდ სივრცედ, იმდროინდელი მასშტაბებით. დავით აღმაშენებლისა და თამარის საქართველო თავისი თანამეგობრობით საკმაო სივრცეს მოიცავდა, რაც მთავარია, ადამიანური რესურსებიც საკმაო ჰქონდა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ადამიანური რესურსების მართვის უნარი. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო მაშინ იყო არა მარტო რეგიონის ლიდერი, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ზესახელმწიფოც.
|