|
|
12 (25) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი გარეჯელი მოწამეების: გერონტის, სერაპიონის, გერმანეს, ბესარიონის, მიქაელის, სვიმეონისა და ოთარის (+1851) ხსენების დღეს
|
|
22 აგვისტოს არის ხსენება წმიდა მოციქულ მატათასი. უფლის ჯვარზე ვნების, მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდგომ წმიდა მატათა 12 მოციქულთა შორის იქნა შერაცხული უფლის განმცემის - იუდა ისკარიოტელის ნაცვლად.
|
|
უჩა ჯაფარიძე დაიბადა 1906 წლის 17 აგვისტოს ონის მახლობლად სოფელ ღარში
|
|
ღირსი ანტონი რომაელი, ნოვგოროდელი საკვირველთმოქმედი ,რომლის ხსენებაც აღესრულება 16 აგვისტოს, 1067 წელს დაიბადა რომში. მდიდარმა და ღვთისმოშიშმა მშობლებმა იგი კეთილმსახურებით აღზარდეს. ჭაბუკი ჩვიდმეტი წლისა იყო, როცა დედ-მამა გარდაეცვალა.
დაობლებული ანტონი მამათა ნაშრომების შესწავლას შეუდგა ბერძნულ ენაზე; შემდეგ ქონების ნაწილი გლახაკებს დაურიგა, ნაწილი კასრში ჩადო და ზღვას გაატანა, თავად კი ბერად აღიკვეცა ერთ-ერთი უდაბნოს სკიტში, სადაც ოცი წელი მოღვაწეობდა.
|
|
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 16 აგვისტოს იხსენიებს ცხრა ძმა ხერხეულიძეს.
|
|
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი.
უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
|
|
ევდოკიმ მართალი ცხოვრობდა კაბადოკიაში. ის იყო პატიოსანი ქრისტიანების ვასილისა და ევდაკის შვილი. ევდოკი მთელი გულით ილტვოდა უფლისაკენ და ეხმარებოდა ხალხს. მან დადო აღთქმა, რომ არ მოიყვანდა ცოლს. ევდოკიმ მართალი ხალხს არიგებდა, იცავდა დამცირებულ და გაჭირვებულ ადამიანებს.
|
|
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე ივლიტას ხსენების დღეს.
|
|
ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე გუდიაშვილი (დ. 18 მარტი, 1896, თბილისი — გ. 20 ივლისი, 1980, თბილისი) — მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1950), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1966), სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1970), პროფესორი.
|
|