|
|
საიდუმლოებითაა მოცული შემოქმედების პროცესი. მკითხველს მუდამ აინტერესებს როგორ იქმნება შედევრები, როგორ წერენ მათი საყვარელი მწერლები. არა ერთხელ უცდია მკითხველს, გაეგო შემოქმედების საიდუმლო.
|
|
ძმობის, ერთობისა თავისუფლების იდეები სხვა ხალხებსაც უტარებიათ, მაგრამ ბიძაშვილობის, სტუმართმასპინძლობის, სხვებისათვის თავის გაწირვის ჩვეულება ასეთი გამჯდარი სისხლში და გენში ბევრ ერს შეიძლება არ ჰქონდეს.
ეს კი, შემთხვევით არ ხდება, როგორც ჩანს ღმერთი რაღაცისათვის გვამზადებს, რაღაცით უნდა დავეხმაროთ კაცობრიობას...
თუმცა, მანამდე არაერთი გამოწვევისათვის პასუხის გაცემაა საჭირო, არაერთი ხიფათია გადასატანი, და განსაცდელთაგან უფალი დაგვიცავს...
ამ გზაზე გერონტი ქიქოძისა და სხვა დიდი იდეოლოგების ნააზრევს დიდი მნიშვნელობა აქვს.
|
|
13 ნოემბერს (ძველი სტილით 31 ოქტომბერს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა 100 000 ტფილელი მოწამის ხსენების დღეს. 1226 წელს ხვარაზმის ბილწმა სულტანმა ჯალალედინმა ტფილისელი სპარსების ღალატის მეშვეობით მოახერხა აეღო საქართველოს დედაქალაქი. მისმა ფსიქოპატმა მეომრებმა დახოცეს ათასობით პატარა ბავშვი, ქალი და მოხუცი, ტფილისელები და ახლომახლო სოფლებიდან ტფილისში შემოხიზნულნი.
|
|
ქართული გვარ-სახელები სპეციალიტთა ყურადღებას იქცევენ არა მარტო წარმოშობითა და ისტორიულობით, არამედ წარმოებითაც
|
|
არტემი ერქომაიშვილი (დ. 26 ოქტომბერი, 1887, მაკვანეთი ― გ. 2 თებერვალი, 1967, მახარაძე) — თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი, მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951).
|
|
საქართველოს ,,მწუხრის ჟამს'' გოდერძი ჩოხელი სანთელივით იწვოდა და ანათებდა, ღვთისაგან ბოძებული ნიჭი მოსვენებას არ აძლევდა. ნიჭი, რომლის წინაშეც არჩევანი არ არსებობს. ,,განკვდეს ყოველი ძვალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე. რამეთუ დღე და ღამე დამძიმდა ჩემზედა ხელი შენი, უფალო...'' (ფს.31). უხილავი მოკარნახე ავალებდა ბევრი რამ ეთქვა ,,ერის ტკივილზე, სიყვარულზე, მოლოდინზე...'' ეგრძნობინებინა ადამიანებისთვის, რომ ამ ცოდვაბრალიან წუთისოფელში, ამ განუკითხაობასა და სიბეჩავეში სიკეთე და სიყვარული მაინც მოძრაობს.
|
|