საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მარიამ–მართა დედოფალი, დაახლ. 1050-1105 წ. - ბიზანტიის დედოფალი
მარიამი ღრმად განათლებული და ნიჭიერი ქალი ყოფილა. მასთან მიმოწერა ჰქონდა ღვთისმეტყველ თეოფილაქტე ბულგარელს. მარიამს უძღვნა მან “იოანეს სახარების განმარტება”. მასვე დააწერინა მარიამმა ტრაქტატი კონსტანტინე პორფიროგენეტის აღსაზრდელად. მარიამი უკვეთავდა ხელნაწერებს ქართული მონასტრებისათვის, მატერიალურ დახმარებას უწევდა ათონის ქართულ მონასტერს
ლევან ბაგრატიონი
თავისი ეპოქის ,,ოქროს ახალგაზრდობის'' ნამდვილი კერპი (ბრძოლაში ზღაპრულად მამაცი, მშვიდობიანობისას – დარდიმანდი), საოცრად დემოკრატიული იყო სამხედრო წრეებში. ასეთმა თვისებებმა შეუქმნა არაჩვეულებრივი პოპულარობა მოსახლეობის თითქმის ყველა ფენაში, გადაიქცა ფოლკლორულ გმირად. განსაკუთრებით უყვარდათ მთიელებს – თუშ-ფშავ-ხევსურებს, დიდ პატივს სცემდნენ ქვემო ქართლის მაჰმადიანები. სახელი დაიგდო დაღესტანშიაც და აზერბაიჯანშიც.
მონარქია ერთადერთი ნორმალური საშუალებაა ქვეყნის მართვისათვის!
წერილის ავტორი ჩვენი თანამემამულეა, რომელიც უკრაინაში მოღვაწეობს.მის მიერ წამოჭრილი რიგი დებულებანი და საქართველოს ისტორიის მოვლენების განსჯა, შესაძლოა, ერთმნიშვნელოვან აღქმას არ ექვემდებარებოდეს, მაგრამ ის, რაც ყოველგვარ კრიტიკაზე მაღლა დგას, გახლავთ ავტორის მართლმადიდებლური და მონარქისტული ხედვა.
,,ყმად ჩვენდა მივიღე საქართველო'' (ბაგრატიონთა ოჯახების გადასახლება რუსეთში)
დიდებულთა ოჯახების ხელოვნური დაქუცმაცებით და ბაგრატიონთა სამეფოს შტოს მთლიანი განადგურებით დაიწყეს რუსეთის იმპერატორებმა საქართველოს საუკუნოვანი ეროვნული ბალავარის ნგრევა. ასოთხმოცდაათი წელი რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გათავისებას, ქართველი ხალხის გადარუსებას, ქართული ენის შეგინებას, ამოძირკვას და ქართველი ერის დიდებული ტრადიციების გათელვა-განადგურებას ცდილობდა.
სვეტიცხოვლობას სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება www.georoyal.ge-ს პრეზენტაცია
კვირას, 14 ოქტომბერს, დასაწყისი 20:00 საათზე,
გიორგი გრუზინსკი (1762–1852) – ნიჟეგოროდის თავადაზნაურთა წინამძღოლი
გიორგი გრუზინსკი იყო ქართლელი უფლისწულის, ბაქარის შვილიშვილი. მათ სამემკვიდრეოს წარმოადგენდა ვოლგისპირა დაბა ლისკოვო. ნიშანდობლივია, რომ ლისკოვო განთქმული იყო თავისი ტაძრების დიდებულებით და იმით, რომ სწორედ აქ, 1749 წლიდან 1808 წლამდე ინახებოდა უდიდესი ქართული სიწმინდე – წმიდა ნინოს ჯვარი! მამულები დაბაში შთამომავლობით ერგო „ვოლგელ მეფეს“, როგორადაც ხშირად უხმობდნენ გიორგი ალექსანდრეს–ძე გრუზინსკის, მისი წარმომავლობის, თვითნებობისა თუ ფუფუნებისადმი მიდრეკილების გამო.
ალექსანდრე არჩილის-ძე (1674-1711)
რუსეთის პირველი გენერალ-ფელდციხმაისტერი ალექსანდრე ბაგრატიონი, მეფე არჩილ II-ის ძე, იყო ცარისტული რუსეთის არმიის არტილერიის ფუძემდებელი. 1684-იდან იზრდებოდა მოსკოვის სამეფო კარზე და თანშეზრდილი იყო პეტრე I-თან, რომელიც მას დედის მხრიდან ბიძაშვილად ერგებოდა (არჩილს ცოლად ჰყავდა ერეკლე I-ის და). იგი იყო მომავალი იმპერატორის ბავშვური თამაშობების უცვლელი მონაწილე და მხარის მიმცემი. ასაკით თითქმის ტოლები, ბუნებით ცნობისმოყვარე ახალგაზრდები, მალე განუყრელი მეგობრები გახდნენ. ისინი ერთად ესწრებოდნენ კარზე გამართულ დიპლომატიურ შეხვედრებს, მონაწილეობდნენ სადღესასწაულო ნადიმებსა და სამხედრო თამაშობებში.
საქართველოს სამეფო გვარის შთამომავალი
პეტრე გრუზინსკი (1837 -1892) ბატალური ფერწერის აკადემიკოსი პეტრე გრუზინსკი დაიბადა კურსკში. 1851 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში და 1863 წლამდე სწავლობდა პროფესორ ვილლევალდეს ხელმძღვანელობით. 1860 წელს მიიღო მცირე ოქროს მედალი ნამუშევრისათვის: „ბოშათა ბანაკი", ხოლო 1862 წელს - დიდი ოქროს მედალი ფერწერული ტილოსთვის: „გუნიბის უკანასკნელი შტურმი".
რუსეთის სამეფო დინასტია აღიარებს თავის დანაშაულს საქართველოს სამეფო დინასტიის წინაშე
(წიგნიდან "რუსეთის საიმპერატორო ტახტის სამემკვიდრეო") ბაგრატიონების სახლის შესახებ საიმპერატორო სახლის ამჟამინდელი მეთაურის უავგუსტესი მეუღლეა დიდი მთავრისა ლეონიდა გეორგიევნა, ასეული ბაგრატიონ-მუხრან-ბატონისა, საქართველოს სამეფო სახლის წევრი, ბ ა გ რ ა ტ ი დ ე ბ ი - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი დინასტიაა, რომლის წარსულზეც კიდევ ვისაუბრებთ ამ თავის დასასრულს. თავდაპირველად კი მის სადღეისო დინასტიურ მდგომარეობას შევეხებით.
მეფე - მწიგნობარი
(300 წელი სტამბის შექმნიდან) ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მრავლად მოგვეპოვება მაგალითები ქართველი ხალხის თავდადებული ბრძოლისა, ეკლესიის სიბრძნისა და მეფეთა თავგანწირვის მაგალითები. ამასთან ერთად, მატიანის ფურცლები ღაღადებენ, რომ ქვეყანაში, თვით უკიდურესი გაჭირვებისა და მტერთა მძლავრობის ხანაშიც კი, ქართველი კაცის შეგნებაში არასოდეს ჩამქრალა მწიგნობრობისაკენ სწრაფვისა და ცოდნის შეძენის სურვილი. თვით დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მაგალითიც მრავლის მთქმელია, ბრძოლებშიც რომ დაჰქონდა ბიბლიოთეკა, რომელიც მემატიანის სიტყვით _ „ეტვირთოს სიმრავლეს ჯორთა და აქლემთა“.
21 22 23 24 25 26 27 28

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსნი დედანი: მარინე და კირა
28 თებერვალს (13 მარტს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირს დედათა: მარინესი და კირას (+დაახლ. 450) ხსენების დღეს.
ღირსი ბასილი აღმსარებელი
28 თებერვალს (13 მარტს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ბასილი აღმსარებელის (+750) ხსენების დღეს.
gaq