|
პავლე ინგოროყვას თვალსაზრისი ძალიან საინტერესოა ბაგრატიონთა გვარის ისტორიის მკვლევარებისათვის და ფართო საზოგადოებისათვის.
|
|
იტალიელი მისიონერის დონ კრისტოფორო დე კასტელისეული „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ გამოიცა 1976 წელს. ტექსტი გაშიფრა, თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ბეჟან გიორგაძემ.
მანამდე კასტელის ნახატებსა თუ ცნობებს შეისწავლიდნენ და იყენებდნენ მ. თამარაშვილი, ნ. ბერძენიშვილი, დ. ალენი, დ. ლენგი, ვ. ბელიო.
|
|
მირიან ბატონიშვილი გარდაიცვალა 1834 წელის 15 სექტემბერს, რუსეთში. დაკრძალულია პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
|
|
ვახტანგ VI (დ. 15 სექტემბერი, 1675 ― გ. 26 მარტი. 1737, ასტრახანი), ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714, მეფე 1716-1724
|
|
სამოელ წინასწარმეტყველი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ქართული ეროვნული იდეოლოგიისათვის. ქართველ მეფეთა დინასტია ბაგრატიონებისა ითვლება ბიბლიური მეფის დავითის შთამომავლებად. დავითი კი მეფედ, უფლის მითითებით, გამოარჩია სამოელ წინასწარმეტყველმა.
|
|
საპარლამენტო რესპუბლიკური მმართველობის დროს აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა და მისი მეთაური (პრემიერ-მინისტრი, კანცლერი). სახელმწიფოს სიმბოლო საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, სხვადასხვა ხელისუფლებებს შორის არბიტრი, და სხვა, გახლავთ პრეზიდენტი, რომელსაც (უფრო მეტად) პირდაპირი არჩევნების მეშვეობით ირჩევენ.
საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს აქვს ხალხის ნდობის მანდატი.
მაგრამ, თუ ჩვენ პრეზიდენტს შევცვლით მეფით, თანაც რეფერენდუმის გზით, მას ექნება როგორც ხალხის, ასევე ისტორიის, წინაპრების ნდობის მანდატიც (ეს შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში, პრეამბულა).
|