|
899 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა იმპერატორი არნულფ კერნტენელი (სლოვ. Arnulf Koroški, გერმ. Arnulf von Kärnten). იგი იყო კაროლინგების გვარიდან. გერმანიის მეფე იყო 887 - 899 წლებში, იტალიის მეფე 896 - 899 წლებში, საღვთო რომის იმპერატორი 887 - 899 წლებში.
|
|
ედმუნდ რკინისმხარა (ინგლ. Edmund Ironside 988/993 - 1016) ინგლისის მეფე 1016 წლის 23 აპრილიდან 1016 წლის 18 ოქტომბრამდე და ვესექსის მეფე 23 აპრილიდან 30 ნოემბრამდე. მისი მეტსახელი რკინისმხარა ჩნდება 1057 წლიდან. ანგლო-საქსური ქრონიკების მიხედვით მან ეს მეტსახელი დანიელი დამპყრობლების წინააღმდეგ გამოჩენილი მამაცობისთვის მიიღო. მან დანიელების წინააღმდეგ ხუთი ბრძოლა ჩაატარა, ბოლოს 18 ოქტომბერს დაამარცხა კნუდ დიდმა ასანდუნის ბრძოლაში, რის შემდეგაც მხარეები ქვეყნის გაყოფაზე შეთანხმდნენ. ედმუნდმა მიიღო ვესექსი, ხოლო კნუდმა დანარჩენი ქვეყანა. ამის შემდეგ ედმუნდი მალევე 30 ნოემბერს გარდაიცვალა და კნუდი გახდა ინგლისის მეფე.
|
|
კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (დ. 905, კონსტანტინოპოლი — გ. 9 ნოემბერი, 959, იქვე) — ბიზანტიის იმპერატორი 913-920 და 945-959 წლებში. მაკედონელთა დინასტიის წარმომადგენელი
|
|
899 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა ალფრედ დიდი (ინგლ. Alfred the Great) - ანგლოსაქსონური უესექსის სამეფოს მეფე 871-899 წწ. იგი პირველია დოკუმენტებში მოხსენიებული როგორც ინგლისის მეფე. სამეფო ტახტზე ავიდა უფროსი ძმის ეთელრედ I-ის გარდაცვალების შემდეგ.
|