|
მალე ოლივერ კრომველი ლორდ-პროტექტორად მოევლინა ინგლისს.. კრომველის სიკვდილამდე ინგლისი რესპუბლიკად რჩებოდა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ლორდ-პროტექტორის ადგილი მისმა უფროსმა ვაჟმა, რიჩარდ კრომველმა დაიკავა. ამ პერიოდში ქვეყანაში საშინელი არეულობა და ქაოსი გაბატონდა. დეპუტატები შეშინდნენ ასეთი მდგომარეობით და ინგლისის ტახტზე ჩარლზ I-ს ვაჟი, ჩარლზ II მოიწვიეს. ამის შემდეგ კრომველი საფლავიდან ამოთხარეს და სახრჩობელაზე ჩამოკიდეს, როგორც ქვეყნის მოღალატე.
|
|
ეგრისის მეფე გუბაზ I აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორ მარკიანეს და დახმარება სთხოვა ირანს. მაგრამ ირანელებმა უარი შეუთვალეს გუბაზს. ბიზანტიელებმა ჯარი გამოგზავნეს ეგრისში და გუბაზი აიძულეს ტახტიდან გადამდგარიყო და მეფობა თავისი შვილისათვის, წათესთვის დაეთმო.
|