|
|
პრინც ენდრიუსთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდა კიდევ 40 კაცი. ისინი დაეშვნენ 310 მეტრის სიმაღლის 87-ე სართულიდან და ნახევარ საათში დაასრულეს ეს დაშვება მე-20 სართულის დონეზე - სადგურ „London Bridge“-ის სახურავზე.
|
|
ვადამდელი არჩევნები, სავარაუდოდ, გაიმართება 2012 წლის დასასრულამდე, თუმცა ხმის მიცემის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
|
|
ხუან კარლოს I საკმაოდ გამოცდილი პილოტია, რომელსაც 10 ათასი საათი აქვს ნაფრენი, მათ შორის 3740 - ვერტმფრენებით.
2012 წლის 25 სექტემბერს ესპანეთის მეფემ, მისმა უდიდებულესობამ ხუან კარლოს I-მა დე ბურბონმა შეასრულა პირველი გაფრენა კომპანია Eurocopter-ის უახლეს ვერტმფრენ „NH90“-ით, რომელსაც ამზადებენ წარმოებისათვის და ამჟამად გადის გამოცდას „Eurocopter“-ის ქარხანაში ალბასეტში (Albacete).
|
|
ამ იდეას მხარი დაუჭირა თემთა პალატის წევრთა უმრავლესობამ. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის, დევიდ კემერონის სიტყვებით, ახალი სახელწოდება ღირსეული ჯილდოა ხალხისათის გაწეული დედოფლის ერთგული სამსახურისთვის. სიახლე გარკვეულწილად მაინც ფორმალურ ხასიათს ატარებს - სალაპარაკო ენაში ბრიტანელები საათს ძველებურად მოიხსენიებენ.
|
|
ავსტრო-უნგრეთის იმპერატორის, ფრანც იოსებ I -ის შიდა სამოსი ვენის აუქციონზე 6250 ევროდ გაიყიდა.
|
|
ჰაბსბურგები (გერმ Habsburger) — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სამეფო საგვარეულო შუა საუკუნეებიდან ახალ დრომდე. დინასტიის წარმომადგენლები ავსტრიას მართავდნენ 1282 წლიდან, რომელიც მოგვიანებით მრავალეროვნულ ავსტრიულ იმპერიად გარდაისახა (1918 წლამდე) და ევროპის ერთ-ერთი მძლავრი და წამყვანი სახელმწიფო იყო. საგვარეულო იკავებდა ასევე საღვთო რომის იპმერიის ტახტს 1438-დან 1806 წლამდე. (მცირე წყვეტით 1742-45 წწ).
|
|
პალეოლოგოსები (ბერძნ. Παλαιολόγοι) — ბიზანტიის იმპერიის უკანასკნელი და ყველაზე ხანგრძლივად მმართველი სამეფო დინასტია. იმპერიას განაგებდნენ 2 საუკუნის განმავლობაში 1261 წლიდან — მიხეილ VIII-ს მიერ კონსტანტინოპოლის ჯვაროსნებისაგან გათავისუფლების მომენტიდან, 1453 წლამდე — ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის დაცემამდე. დინასტიას ენათესავებიან კანტაკუზენები. პალეოლოგოსების მმართველობის პერიოდს ემთხვევა ბიზანტიის კულტურის უკანასკნელი აღზევება, რომელიც ცნობილია პალელოგოსების აღორძინების სახელით, ამავე დროს მათი მმართველობის პერიოდს დაემთხვა ქვეყნის ტერიტორიის შემცირება და საბოლოოდ დამხობა. პალეოლოგოსები მართავდნენ ბიზანტიის იმპერიას, მორეის დესპოტატს და მონფერატის საგრაფოს.
|
|
ვალუა - ფრანგ მეფეთა დინასტია, კაპეტინგების სამეფო სახლის განშტოება. დინასტიამ სახელი მიიღო გრაფ დე ვალუასაგან - ამ განშტოების დამფუძნებლისგან. ვალუას დინასტია ტახტს ფლობდა 1328 წლიდან 1589 წლამდე, როდესაც ის შეცვალა კაპეტინგების სახლის უმცროსმა განშტოებამ - ბურბონების დინასტიამ.
|
|
ბურბონი — ფრანგული წარმოშობის არისტოკრატული საგვარეულოს სახელი, რომელიც მათ მიიღეს „ბურბონის სასახლის“ მიხედვით (დღევანდელი ბურბონ-ლ'არშამბო). ბურბონები მონარქები იყვნენ/არიან ევროპის შემდგომ სუვერენულ ქვეყნებში: ნავარა, საფრანგეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ანდორა, ორივე სიცილიის სამეფო, ლუკას საჰერცოგო, პარმის საჰერცოგო. გარდა ამისა ბურბონები მრავალი ფრანგული საჰერცოგოს მფლობელები იყვნენ.
|
|
ავისის დინასტია – პორტუგალიის სამეფო დინასტია 1385-1580 წლებში. დააარსა ავისის ორდენის დიდმა მაგისტრმა ჟუან I-მა (1385-1433 წწ). 1580 წელს ენრიკე I-ის გარდაცვალების შემდეგ ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ ხელთ იგდო პორტუგალიის სამეფო ტახტი და დინასტიური უნიით დაუკავშირა ესპანეთს.
|
|
|
|