|
|
ლუქსემბურგის პრინცის, გიიომისა და გრაფინია სტეფანია დე ლანუას საქორწინო დღესასწაული ორი დღის მანძილზე გრძელდებოდა ლუქსემბურგში. ჯვრისწერის ცერემონია გაიმართა შაბათ დილას ლუქსემბურგის ღვთისმშობლის ტაძარში. მანამდე 30 წლის გიიომი უკანასკნელი დაუქორწინებელი მემკვიდრე პრინცი იყო ევროპაში.
|
|
არჩიმბოლდო ბუნების ნობათით ქმნიდა რეალურ პორტრეტებს და შემდეგ გადაჰქონდა ტილოზე. თანამედროვე ამერიკელი ფოტოგრაფი კლაუს ენრიკესი კი იგივეს აკეთებს, ოღონდ ტილოზე გადატანის ნაცვლად მყისიერად აფიქსირებს თავის ნამუშევრებს ფოტოაპარატით.
მისი შემოქმედება მხატვრის ნამუშევრების ერთგვარი „რემეიკია“. სხვა ნაწარმოებებს შორის, ცხადია მას საკუთარი ინტერპრეტაციით აქვს შესრულებული იმპერატორ რუდოლფ II-ის პორტრეტიც.
|
|
ბრიტანელმა პრინცმა ჰარიმ, რომელიც ავღანეთში სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში იმყოფება და დანიშნულია მეორე პილოტად ვერტმფრენ „Apache“-ის ეკიპაჟში, უკანასკნელი ოთხი კვირის განმავლობაში არაერთხელ მიიღო მოინაწილეობა საბრძოლო გაფრენებში.
ერთ-ერთი ასეთი გაფრენის დროს იგი იძულებული გახდა ჰაერიდან დაეცვა სხვა ვერტმფრენი, რომელიც დაეშვა მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცის გამოსაყვანად.
|
|
ბრიტანეთის პრინცესა ქეთრინის საყვარელმა დიზაინერმა - სარა ბერტონმა, რომელმაც 2011 წელს მას საქორწინო კაბა შეუკერა, დაამტკიცა, რომ ტყუილად არა აქვს დედოფლებისა დ ჰოლივუდის ვარსკვლავების თერძის პატივი.მისი ახალი საგაზაფხულო კოლექცია, რომელიც მან პარიზში, „ალექსანდრე მაკკუინის“ მოდების სახლში წარმოადგინა, თითქოს სპეციალურად სამეფო ოჯახისათვის იყო შექმნილი.
|
|
20 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება გრანდიოზული სამეფო ქორწილი - ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტახტის მემკვიდრე გიიომს ცოლად მოჰყავს ბელგიელი გრაფინია სტეფანი დე ლანუა.მემკვიდრე პრინცი გიიომი, რომელიც 31 წლისა სრულდება, გახდება ნასაუ-ვაილბურგის დინასტიის მეშვიდე წევრი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტახტზე. გრაფინია სტეფანია დე ლანუა, რომელიც 28 წლისაა, ბელგიის ერთ-ერთი უძველესი არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელია.
|
|
11 ოქტომბერს არის ჩეხეთის მთავრის - წმიდა ვაცლავის ხსენების დღე.
წმიდა ვაცლავი, სიკვდილის შემდეგ წმიდანად შერაცხული, ჩეხეთის მფარველად ითვლება. პრაღის წმიდა ვიტეს ტაძარი მუდამ სავსეა მომლოცველებით. თვით მისი მუზარადი, სატევარი და ჯავშანი სიწმინდეებად არის აღიარებული. ვაცლავის სახელს ატარებს მოედანი პრაღაში, სადაც 1912 წელს დაიდგა მთავრის ქანდაკება.
|
|
პრინცი ჰარი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველი მამაკაცია, რომლის ფოტოც მოხვდა ჟურნალ „Tatler“-ის გარეკანზე. საგულისხმოა, რომ 20 წლის წინ ეს პატივი წილად ხვდა მამამისს - პრინც ჩარლზს.
|
|
დიდ ბრიტანეთში მალე გამოვა გაყიდვაში დიდი ბრიტანეთის დედოფლის - ელისაბედ მეორის დედის ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი „იფიქრე კარგზე: დედა-დედოფლის, დედოფალ ელისაბედის რჩეული წერილები“. მასში აღწერილია მისი უდიდებულესობის ცხოვრება.
|
|
არაბეთის უმაღლესი საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც მეჯლის აშ-შურას უწოდებენ, 1992 წლიდან
არსებობს. მეჯლის აშ-შურა წარმოადგენს სახელმწიფო სათათბიროს, რომლის
კანდიდატებსაც თავად არჩევს თვით საუდის არაბეთის მონარქი. აქამდე მის წევრებად მხოლოდ
მამაკაცები ინიშნებოდნენ, ოთხი წლის ვადით.
|
|
” the Daily Mail“-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები გვირგვინოსანთა სურათებით - თუ როგორები იქნებიან ისინი 30-40 წლის შემდეგ.
განსაკუთრებული ყურადღება ხვდა წილად კეიტ მიდლტონს - მისი წარმოსახვითი ფოტო იმის მადასტურებელია, რომ იგი 60 წლის ასაკშიც ისეთივე მიმზიდველი იქნება, როგორიც ამჟამად არის.
|
|