|
სანამ იმ „სხვა ევროპელ ქრისტიანთა და კათოლიკეთა“ საფლავებს შორის საბოლოოდ დაკარგულა საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი უკანასკნელი უფლისწულის საფლავი, დროა იზრუნოს ქართველმა ერმა მისი ცხედრის საკუთარი გვირგვინოსანი წინაპრების გვერდზე, სვეტიცხოვლის ტაძარში გადმოსასვენებლად!
|
|
ცნობილი რუსი ისტორიკოსის, სერგეი დიანინის წიგნში („ბოროდინი“, მოსკოვი, 1955წ., გვ.154) საჯაროდ არის გამხელილი, რომ „პეტრე პირველი თავს თვლიდა ქართლის მეფეთა მემკვიდრედ“ და აქედან დაასკვნიდა, თუ რად არ ჩქარობდა ვახტანგ VI-მი დახმარებას სპარსულ ლაშქრობაში, რათა ჯერ დასუსტებულიყო ეს მეწინავე ქართული სამეფო და მერე საკუთარი უფლებამოსილებით მას თვით გაეერთიანებინა თავის მიერ შექმნილი იმპერიის საზღვრებში!
|
|
საქართველოს ისტორიაში არაერთხელ მდგარა „ჟამი უნდობარი“, რა განსაცდელებისთვის არ გაუძლია ქართველ ერს, რა აღარ გადაუტანია. რანაირი მტერი აღარ გვყოლია, ურჯულო, ბარბაროსი, სასტიკი, ვერაგი... მაგრამ არც ერთს ფიქრადაც არ მოსვლია იმის გაკეთება, რაც XIX საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთიდან ქრისტიანობის დასაცავად მოწვეულმა ერთმორწმუნე და „თავაზიანმა მფარველმა“ იკადრა: თორმეტი საუკუნის მანძილზე ღირსეულად ნატარები ბაგრატოვანთა გვირგვინი დაამხო.
|
|
სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში განისვენებენ ადამიანები, რომელთაც "სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველის" რწმენით დაამარცხეს და სრულიად განდევნეს საკუთარი არსებიდან სიკვდილის ბუნებრივი შიში. სვეტიცხოვლის ტაძარში განსვენებულ ქართველ წმინდანთა, გმირთა და საზოგადო მოღვაწეთა მეოხება არ მოჰკლებოდეს ქართველ ერსა და სრულიად საქართველოს!
|
|
რუსეთის ცარიზმის მიერ ორსაუკუნოვანი ანექსიის პერიოდში, როდესაც ქართველ კაცს თავისუფლებაზე ფიქრიც კი აკრძალული ჰქონდა, მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს ქარაგმებით უხდებოდათ წერა, რომლებიც იდუმალ ამხელდნენ მათ გულისნადებს. სწორედ ამ სახით გადაჰქონდათ ქაღალდზე დაკარგულ სამეფო ტახტზე და გვირგვინზე ფიქრიც,
ილიას „იანიჩარში“ პოეტი გულდაწყვეტილია ქართველი ყმაწვილის უცხოთა ჯარში სამსახურით და სინანულით წარმოთქვამს:
„შენს სიმარდეს, სიჩაუქეს ქართლი შენი არ დაჰყურებს,
მეფე შენი თავის ქებით ჭაბუკს გულს არ გიხალისებს!..“
|
|
ერთობ ნიშანდობლივი მაგალითი ასოციაციური პარალელებით აღძრავს საფიქრალს.
|