საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

წმიდა მოწამენი: ილია, პროვოსი და არისი - მეგვიპტელნი (+308)
19 (1.01) დეკემბერს აღინიშნება წმიდა მოწამეთა: ილიას, პროვოსის და არისის - მეგვიპტელთა (+308) ხსენების დღე.
მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
9 (22) დეკემბერი
წმიდა სამოელ I კათოლიკოსი
30 ნოემბერს (13 დეკემბერს) აღინიშნება წმიდა სამოელ I კათოლიკოსი (V-VI) ხსენების დღე..
წმიდა პეტრე I კათოლიკოსი
30 ნოემბერს 13 დეკემბერს აღინიშნება წმიდა პეტრე I კათოლიკოსის (V) ხსენების დღე.
ნიკოლოზ დვალის წამება
ტექსტი იმდენად ნათლად გვიამბობს ნიკოლოზ დვალის ცხოვრებისა და მარტვილობის შესახებ, რომ არაფრის დამატება საჭირო არ არის.
წმიდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა კოზმანის, რომელი ქართლს ეწამს, ხსენების დღე.
დღესასწაული საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტისა; მოციქულთასწორნი: მეფე მირიანი და დედოფალი ნანა; წმიდა სიდონია და აბიათარ მღვდელი
იმ წელს, როცა ქართლის სამეფო ტახტზე ადრეკი ავიდა, მცხეთაში ხმა გავარდა, იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო. გლოვამ და წუხილმა მოიცვა ქართველი ჰურიანი, მაგრამ გამოხდა მცირე ხანი და ყველანი დამშვიდდნენ – შეიტყვეს, რომ „სპარსნი დასაპყრობად კი არ მოსულან იერუსალიმსა, არამედ საჭურველის ნაცვლად მოჰქონდათ სამეუფო ოქრო, მაკურნებელი მური და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომის ყრმას. იპოვეს კიდეც მწირი ერთი, მწირი დედაკაცისაგან შობილი უდროო დროს და უადგილო ადგილას. იმ ყრმას სცეს თაყვანი და შესწირეს ძღვენი“.
წმიდა კათალიკოს-პატრიარქი მელქისედექ I (XI)
ისტორიამ შემოგვინახა წმიდა მელქისედექის მიერ შედგენილი ანდერძი - „აღწერილი მცხეთის საყდრისადმი“, სადაც ჩამოთვლილია იმ ნივთების, ეკლესია-მონასტრებისა და სოფლების სრული სია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა შეწირა მცხეთის სვეტიცხოველს.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) (+1907)
წმიდა ილია მართალი (ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე) 1837 წლის 27 ოქტომბერს (ახალი სტილით 8 ნოემბერს) დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში.
საქართველოში ხელდასხმული წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსი (VIII)
ქრისტიანები შეევედრნენ წმიდა იოანეს, შესდგომოდა მღვდელმთავრის მძიმე უღელს. წმიდა მამა მწვალებლობისაგან დაცულ საქართველოში გამოემგზავრა. აქ დაასხეს მას ხელი ეპისკოპოსად.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq