საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მირქმა - ლუკას სახარებაში
ღეს, ყოველი მორწმუნე ქრისტიანი ხდება თანაზიარი მართალი სვიმეონის სიხარულისა, გულში იხუტებს ყრმა იესოს და სთხოვს სამშობლოს ბედნიერებას, კაცთა შორის სათნოებას და სულის ცხონებას. ხომ დიდ სიხარულს და სიყვარულს განვიცდით ხოლმე, როცა პატარა ბავშვს ვიხუტებთ გულში. რაოდენი ბედნიერებაა და სიყვარულია, როდესაც ყრმა იესოს, მხსნელს, მაცხოვარს ჩაიხუტებს მორწმუნე ადამიანი...
ჯვრის გამოჩინებაჲ, რომელი კონსტანტი მეფეს გამოუჩნდა ზეცით
მოწამე თეოგენი, პარიელი ეპისკოპოსი
ღირსი ნინო, სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია (+1904)
ღირსი ნინო, სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია (+1904) 29 (11.01) დეკემბერი
აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა (898)
ხალხთა მამამთავარ აბრაამის წასვლა ურიდან
მართლმადიდებლური ეკლესია 9 (ახალი სტილით 22) ოქტომბერს აღნიშნავს მართალი აბრაამის და მისი ძმისწულის, მართალი ლოთის ხსენების დღეს.
მართალი აბრაამ მამამთავარი და ძმისწული მისი ლოთი (2000 წ. ქრისტეს შობამდე)
კობა ჭუმბურიძე – სიდონიასი
სიდონია, სიდონია, ქალო ფერმიმქრალო, შენ, ასულო ჰურიათა და იბერთა თვალო,
ღირსი გიორგი მაშენებელი - ათონელი (+1029)
10 აგვისტოს აღესრულება ღირსი გიორგი მაშენებლის ხსენება, რომელიც იყო ათონის ივერთა მონასტრის მესამე იღუმენი. როგორც ათონელ წმიდა მამათა ცხოვრების აღმწერელი გიორგი მთაწმინდელი მოგვითხრობს, მონასტრის პირველმა იღუმენმა, ღირსმა იოანემ, თავის შვილს, ღირს ექვთიმეს გადააბარა წინამძღვრობა და თან დაუბარა: „შემდგომად თავისა... რაჲთა გიორგის დაუტეოს მამობაჲ, რომელ იგი თვისივე იყო მათი, კაცი სახელოვანი და ფრთხილი ჴორციელთა საქმეთა ზედა“.
ნაწყვეტი ევსტათი მცხეთელის მარტვილობიდან (და ლოცვა)
ევსტათი მცხეთელის მარტვილობა არის შესანიშნავი ძეგლი ძველი ქართული ლიტერატურისა. მისი ავტორის სახელი სამწუხაროდ უცნობია, მაგრამ ნაწარმოებში კარგად ჩანს ევსტათი მცხეთელისა და მისი მარტვილობის ავტორის განსწავლულობა. ევსტათი, ჯერ როგორც მოგვის შვილი, განათლებული იქნებოდა. რწმენის ძებნაში კიდევ უფრო გაიზარდა მისი ცოდნის თვალსაწიერი. მან შეისწავლა სხვადასხვა რელიგია, აირჩია ქრისტიანობა და შეიცნო მისი პრინციპები.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq