საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ჩვენი ნანატრი მოძღვარი - მამა ანტონი (ხანთაძე)
გრიგოლ ნაზიანზელის გამოცხადების მნიშვნელობა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დადგენაში
ქართული ეკლესია დაარსებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით ანდრია პირველწოდებულისა და სიმონ კანანელის მიერ. ქართველი ხალხი გააქრისტიანა მოციქულთა სწორმა ნინომ. ხოლო ქართული ეკლესიის სათავეში კათალიკოსის დადგინება, ანუ ავტოკეფალია, უკავშირდება ვახტანგ გორგასალს, რაშიც დიდი როლი ითამაშა, როგორც ჯუანშერი გვიამბობს, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის გამოცხადებამ.
100 000 წმინდა ტფილელის წამების ამბავი „ქართლის ცხოვრებაში“
13 ნოემბერს (ძველი სტილით 31 ოქტომბერს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა 100 000 ტფილელი მოწამის ხსენების დღეს. 1226 წელს ხვარაზმის ბილწმა სულტანმა ჯალალედინმა ტფილისელი სპარსების ღალატის მეშვეობით მოახერხა აეღო საქართველოს დედაქალაქი. მისმა ფსიქოპატმა მეომრებმა დახოცეს ათასობით პატარა ბავშვი, ქალი და მოხუცი, ტფილისელები და ახლომახლო სოფლებიდან ტფილისში შემოხიზნულნი.
"ამ ისტორიულ ადგილას დედათა მონასტრის დაარსების დიდი სურვილი ჰქონდა ჩემს აწ გარდაცვლილ მოძღვარს, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ შიოს (ხარძეიშვილი)"
გაიოს იბერი - დოკუმენტურად დადასტურებული პირველი ქართველი ქრისტიანი
„სარწმუნოებისადმი თავდადებაში მდგომარეობს ქართველი ხალხის ძლიერებისა და უკვდავების საიდუმლო“ (ინტერვიუ მწერალ ალექსანდრე ლევკოვკისთან)
არის თუ არა ძველი სტილით შობის აღნიშვნა ოკუპანტების მხარდაჭერა? (ბ-ნი გიგი თევზაძის და სხვათა პასუხად)
არის თუ არა ძველი სტილით შობის აღნიშვნა ოკუპანტების მხარდაჭერა? (ბ-ნი გიგი თევზაძის და სხვათა პასუხად)
წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული
29 აპრილს (12 მაისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა ანდრია მოციქულის, პირველწოდებულის (I) ხსენების დღეს.
წამებული ქართველი მღვდელი (მოძღვარი ქეთევან დედოფლისა)
მადლიერი შთამომავლობა სათუთად ინახავს რწმენისა და მამულისათვის თავშეწირული ქეთევან დედოფლის სახელს. მაგრამ ცოტამ თუ იცის იმ მოსე მღვდლის ვინაობა, რომელიც მოძღვრად ჰყავდა წარჩინებულ ქართველ მანდილოსანს შორეული ქვეყნის ტყვეობაში.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq