|
|
ღირსი სიმეონ ვერხოტურელი (+1642), ვისი ხსენებაც აღესრულება 31 დეკემბერს, აზნაური იყო, მაგრამ ბეჯითად მალავდა თავის წარჩინებულობას და უპოვარის მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობდა - დადიოდა სოფელ-სოფელ და ღარიბებისთვის უფასოდ კერავდა ქურთუკებს. ამასთანავე, რაღაცას შეგნებულად აკლებდა ხოლმე თავის ნახელავს - ან სახელოს არ მიაკერებდა, ან საყელოს, რათა შემკვეთებისგან ქების ნაცვლად საყვედური დაემსახურებინა.
შრომისაგან თავისუფალ დროს სიმეონი თევზაობდა, რაც მას ქრისტეს მოციქულთა მოსაქმეობას აგონებდა.
|
|
წმიდა მოდესტოსი, - იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც არის 31 დეკემბერს, დაიბადა კაბადოკიის სებასტიაში (მცირე აზია), ქრისტიანთა ოჯახში. მან სიყმაწვილიდანვე იგრძნო მისწრაფება მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისკენ და, როცა ჟამმა უწია, ბერად აღიკვეცა.
შემდგომში ნეტარი მოდესტოსი წმიდა თეოდოსი დიდის სავანის იღუმენი იყო პალესტინაში.
|
|
წმიდა მარინის წამება აღესრულა რომის იმპერატურ კარინუსის (283-285) დროს.
წმიდა მარინი წარჩინებული ოჯახის შვილი იყო. ის ქრისტესადმი ერთგულების ბეზღებით დაატუსაღეს და აიძულებდნენ წარმართული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვას, მაგრამ ყმაწვილმა ზრდასრული მამაკაცის თავდაჯერებულობით განაცხადა უარი ქრისტეს უარყოფაზე და მტკიცედ დადგა ყველა სატანჯველის წინაშე.
|
|
15 (28) დეკემბერს აღინიშნება
ღირსი პავლე ლატრელის (+955) ხსენების დღე.
|
|
წმიდა მოწამენი: ელეფთერი, დედა მისი ანთია და კორივ ეპარქი (II)
15 (28) დეკემბერს აღინიშნება წმიდა მოწამეთა: ელეფთერის, მისი დედის - ანთიას და კორივ ეპარქის (II) ხსენების დღე.
|
|
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში.
როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება.
|
|
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას.
როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ.
|
|
საიტმა მიიღო გამოხმაურება ჩვენს საიტზე დაბეჭდილ წერილზე: ”ხომ არ მოვიდა ჯვრის მონასტრის დაბრუნების დრო?”
|
|
2013 წლის დეკემბერში სრულდება 20 წელი ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული აღსასრულიდან
|
|
ეს ყოველივე, 23 მაისს მოხდა, ანუ ზედაზნობის დღესასწაულიდან მესამე დღეს.
|
|
|
|