|
|
,,ხალხთა მართვის საქმე ყველაზე რთული საქმეა, – ამბობს წმინდა მართალი იოანე კრონშდადტელი, საუბრობს რა ხელისუფლების ღვთიურ ბუნებაზე – თვით ღმერთი, მეუფე უფლებათა და მეფე მეფეთა განამტკიცებს მეფის უმაღლეს ძალაუფლებას’’.
|
|
საჭიროდ მივიჩნევ თქვენი ყურადღება მივაპყრო ყოვლადწმინდა მარიამის ერთ წინასწარმეტყველებას, რომელიც მან ვაზის ჯვარის მიერ გამოთქვა. წმ. იოანე ოქროპირი, განმარტავს რა გამოსვლათა წიგნს, იტყვის: პატიოსანი ჯვრის ერთი ფრთა განასახიერებს აარონულ ანუ სამღვდელო საწყისს, ხოლო მეორე - სამეფოს.
|
|
გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი აზრით, ეს უნდა დაფიქსირდეს თუ არა კონსტიტუციაში, როგორც ტრადიციული ქართული ნორმა და იესეან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატიონთა მემკვიდრეობის აუცილებელი პირობა.
აქ ერეკლე მეორის შვილიშვილისა და გიორგი მეთორმეტის ვაჟის დავით ბატონიშვილის სურათი შემთხვევით არ გამოვაქვეყნეთ. მას აქვს ნაშრომები ამ თემაზე, რომლებიც ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის: და სხვა ნაშრომებში. მალე მკითხველს გავაცნობთ ამის ვრცელ განმარტებასაც.
qne556@yahoo.com ან royalclubofgeorgia@gmail.com
|
|
|
|
განსაკუთრებული დატვირთვა აქვს გმირის, რელიგიური მოღვაწის, მეფის და სხვა დიდი ადამიანების უკანასკნელ განსასვენებელს ყველაერისათვის. დიდი მოწიწებითა ეპყრობიან ასეთ ადგილებს: აშენებენ მავზოლეუმებს, სალოცავებს. ზოგიერთი ადამიანი სიცოცხლეში იმზადებდა თავის საძვალეს და ცდილობდა, მისი პიროვნებით, თუ საფლავით, სიკვდილის მერეც აღფრთოვანებულიყვნენ. დაწყებული პირამიდებიდან სხვადასხვა მონარქნი და ამა ქვეყნის ძლიერნი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს საფლავების პომპეზურობით, სილამაზით, სიმდიდრით...
ქრისტიანობამ პომპეზურობაზე უარი თქვა.
|
|
დავით აღმაშენებელი არა მარტო ქართველთა სიამაყეა, ის უნიკალური მოვლენაა კავკასიის ისტორიაში, რომლის მეფობიდანაც იწყება კავკასიის გაერთიანება გარეშე მტრების წინააღმდეგ და კავკასიელი ხალხების, სომხების, შარვანელების, ოსების, ყივჩაღების, დურძუკების და სხვათა მშვიდობიანი ცხოვრება და აღორძინება.
|
|
კლუბი აღიარებს ეროვნული ერთობის აუცილებლობას. კლუბი არ იღწვის რომელიმე ფენის შთამომავალთა პრივილეგიების და წოდების აღდგენისათვის – საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ყველა მოქალაქე თანასწორია. შესაბამისად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა.
|
|
მკითხველს ვთავაზობთ ლევან გიგინეიშვილის საინტერესო ნაშრომს ("შეუმჩნეველი" პოლიტიკური ავანტიურა "ვეფხისტყაოსანში", 2006 წ. რომელსაც ახლახანს წავაწყდი ინტერნეტში). ის ეხება "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტს, კერძოდ ინდოეთის სამეფოში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც მართლაც პოლიტიკური ხასიათისაა. ნაშრომი საინტერესოა და ჩვენი აზრით სწორად გადმოსცემს მოვლენათა განვითარების მიზეზებს.
წინამდებარე წერილი ერთგვარად ეხმიანება ჩვენს დაკვირვებას "ვეფხისტყაოსანში" გადმოცემულ სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპების შესახებ ("ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია" ანუ ქართული ლეგიტიმიზმის პრინციპები "ვეფხისტყაოსანში", რომელიც დაახლოებით ამავე დროს ან ცოტა ადრე გამოვაქვეყნე გაზეთ "ჯორჯიან თაიმსში" და შევიდა ჩვენს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის" (2007). ელექტრონული ვერსია http://www.georoyal.ge/?MTID=1&TID=86&id=477),
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კვლევის საგანი სხვადასხვაა, და ზოგიერთ დეტალში შეიძლება არ დავეთანხმო მკვლევარს, როგორც ჩანს, ბ-ნი ლევან გიგინეიშვილი და თქვენი მონა მორჩილი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს მივედით მსგავს დასკვნებამდე "ვეფხისტყაოსანში" წარმოდგენილი ინდოეთის სამეფოს (სიმბოლურად საქართველოს) ლეგიტიმიზმის პრინციპთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ტახტზე შეიძლება ავიდეს მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელი, თუ დინასტიას ჰყავს მოგვარე პრინცი, გვერდითი შტოს წარმომადგენელი.
მკითხველს ვთავაზობთ ლევან გიგინეიშვილის აღნიშნულ ნაშრომს.
გაიოზ მამალაძე
|
|
ამ წერილის ავტორს შენიშნული აქვს რაოდენ მნიშვნელოვანია სამეფო დინასტიის გვარის წარმოშობის იდეოლოგია ქვეყნის განვითარებისათვის, ძველ დროში.
ამის გამო მკითხველს ვთავაზობთ წინამდებარე წერილს, თუმცა, მის ავტორს ბევრ რამეში არ ვეთანხმებით...
|
|
ქვემოთ მოტანილია იმ მოციქულებისა და წმიდა მამაების გამონათქვამები სამეფო ხელისუფლების შესახებ, ვის დარიგებასაც მიჰყვება მთელი მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი:
|
|