|
საფლავის ჭირისუფალი, ალექსანდრე მუხრანბატონის შვილიშვილი მარიამ ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი, რომელიც სხვათა შორის, 8 წელი გადასახლებაში ჰყავდათ კომუნისტებს. უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო იმ დროისათვის. იგი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სვეტიცხოველშია დაკრძალული.
|
|
ევროპული ლეგიტიმიზმის პრინციპები საკმაოდ განსხვავდება ქართულისაგან. ევროპაში უმთავრესი იყო და არის მონარქის მეფური წარმომავლობა, ხოლო საქართველოში უმთავრესი იყო მეფეთა ღვთის ნათესაობა.
ევროპაში მონარქები ითვლებოდნენ ღვთის მიერ ცხებულებად, თუმცა დინასტიურ ცვლილებებს ევროპელი ერები სულ ადვილად ურიგდებოდნენ. შეეძლოთ და შეუძლიათ მონარქად მიიღონ სრულიად სხვა ეროვნების წარმომადგენლები, თუნდაც მტრულად განწყობილი ქვეყნიდან.
|
|
ტერმინოლოგიური შეფუთვით, შესაძლოა, ქვეყანაში ახალი ავტონომიური წარმონაქმნები გაჩნდეს
|
|
მუხრან მაჭავარიანი დიდებულად აღნიშნავდა: "მხოლოდ თამარის საქართველოში შეეძლოო შოთას ვეფხვს კუდი მოექნია." ეს სრულქმნილი დროის,ძლიერ გარემოში შექმნილი პოემაა, ასეთი იყო ქვეყანა საკუთარი ბედის საზღვრებში მოქცეული და სვებედნიერი.
|
|
ამ საიტის დამაარსებლები და თანამდგომნი გახლავან: სარწმუნოებით მართლმადიდებელნი, მსოფლმხედველობრივი მრწამსით - ზვიად გამსახურდიას იდეათა ერთგულნი, ეთნოპოლიტიკურად - კავკასიოცენტრისტები! ილიას ლოზუნგით: ” მამული, ენა, სარწმუნოება” ვიბრძვით ქართული მონარქიისათვის!
ჩვენ გვსურს მონარქია მსოფლიოში ჩვენი ერის ღირსეული სახით წარმოსაჩენად!
|
|
ძველად სახელმწიფოთა პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა დინასტიური ქორწინებები. ამ აქტით სიმბოლურად გამოიხატებოდა და მტკიცდებოდა ქვეყნებს შორის დამყარებული შეთანხმებები, სამოკავშირეო ხელშეკრულებები, ერთი სახელმწიფოს გავლენის გავრცელება მეორეზე და ა.შ. პოლიტიკური დამოყვრებანი თავისი ხასიათით, ფორმით და მოტივით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.
|
|
დავითს თან ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი. იგი "დაცულ იქმნა, ვითარცა დანიელ პირისაგან ლომისა".
|
|
კვლავ ეყოლება საქართველოს მირონცხებული მეფე... გაბრწყინდება ბაგრატიონთა დროშა საქართველოს სადიდებლად!
|
|
საქართველოს ისტორიაში, მას შემდეგ რაც ბაგრატიონები ავიდნენ ტახტზე, მეფეთა ყველაზე გავრცელებული სახელი არის გიორგი. გიორგის სახელით XII მეფეა ცნობილი ტფილისის ტახტზე (კახეთი და იმერეთი არ ითვლება ამ შემთხვევაში). ზოგიერთი ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფეს გიორგი XII-ს გიორგი მეცამეტედ მიიჩნევს (პლატონ იოსელიანი).
|