|
|
ნიკო გიორგის ძე ბაგრატიონი, ნიკო ბური (1868, მუხრანი ― † 1933, თბილისი), ინგლისელებისა და ბურების ომის (1899-1902) აქტიური მონაწილე.წარმოშობით ეკუთვნოდა ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს.
ნიკო ბაგრატიონი ნამდვილი გოლიათი ყოფილა – იგი 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი სიმაღლისა იყო და რვა ფუთს იწონიდა. იყო კარგად გაწვრთნილი ფიზიკურად და ზნეობრივად. ხუთი წლიდან ჯდებოდა ცხენზე, მშვენივრად ჭიდაობდა, ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“, შესანიშნავად ისროდა მიზანში, ბრწყინვალედ ფლობდა ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
|
|
ჩვენ გვიყვარს მეფე, რადგან
გვიყვარს ღმერთი!
წმიდა ბარსანოფი
მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების დადგინება გვიწესებს:
“მღვდელი არის კურთხევა და განმტკიცება სამეფო ხელისუფლე-ბისა, ხოლო სამეფო ხელისუფლება არის ძალა და მხარდაჭერა მღვდლობისა... მღვდლობა იცავს ზეციურს და ზრუნავს მასზე, სამეფო ხელისუფლება კი სამართლიანი კანონებით ზრუნავს ქვეყნიურზე”. საეკლესიო სწავლებით მეფე არის ქრისტეს სახე და ხატი სამეფო მსახურებაში, პატრიარქი კი არის ქრისტეს სახე და ხატი პირველმღვდელმთავრის მსახურებაში.
|
|
თანამედროვე საზოგადოებაში სამწუხაროდ დამკვიდრებულია აზრი, მონარქიის არამიმზიდველობის, მისი თავისებური ანაქრონიზმის სახით არსებობის შესახებ.
|
|
16 აგვისტო ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი მეფის - გიორგი პირველის გარდაცველების დღეა...
|
|
დიდი ქართველი პატრიოტისა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის შეუდრეკელი მებრძოლის, ერეკლე მეორის ძის ალექსანდრე ბატონიშვილის (1772-1844) სახელს სრულიად ახალი შარავანდედი ეფინება თანამედროვე საქართველოში. მტრისაგან ათასგვარი წყალობის დაპირების მიუხედავად, რუსეთთან შეერთების წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლასა და საქართველოს უძველესი სამეფოს აღდგენაზე განუწყვეტლივ ფიქრს შეეწირა იგი:
|
|
საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელობა ბევრ დიდ სტრატეგსა და განათლებულ ადამიანს ესმოდა სხვადასხვა ეპოქაში, განსაკუთრებით საქართველოს, როგორც სამეფოს, როგორც მონარქისტული სახელმწიფოს მნიშვნელობასაც გრძნობდნენ ბევრნი. არა მარტო საკუთარი ინტერესების გამო, არამედ ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნის წყალობით.
|
|
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა კურთხევა მისცა ერს სამეფო ტახტის აღდგენისათვის, კონსტიტუციური-მონარქიის სახით. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ერთხმად აიტაცა ეს წინადადება და სავსებით მისაღებად მიიჩნია ქვეყნისათვის სახელმწიფოებრივი მოწყობის ეს ფორმა. საქართველოში მეფე და სამეფო ღირსება ყოველთვის ერის სიმბოლოდ მოიაზრებოდა:
|
|
რუსთველისეული აფორიზმი, - "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია", - დიდი ხნის მანძილზე "ვეფხისტყაოსნის" ავტორის გენდერული, ფემინისტური თანასწორობის შეგნების გამომხატველ, მაშასადამე ქართული იდეოლოგიისა და ტრადიციის "პროგრესულობის", "დემოკრეტიულობის" დამამტკიცებელ საბუთად ცხადდებოდა.
რუსთველი, თავისთავად, იმ და ამ ეპოქებისათვის ფრიად დაწინაურებული პიროვნება, უდიდესი მოაზროვნე გახლავთ. იგი არავის არ ამცირებს თავის გენიალურ პოემაში. ყველა ადამიანი მისთვის ძვირფასია. მაგრამ, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი.
|
|