საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

სამეფო ოჯახის სასიხარულო განცხადება
ბაქინგემის სასახლემ ოფიციალერად განაცხადა, რომ კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი და მისი მეუღლე, ჰერცოგინია ქეითი შვილს ელოდებიან.
სტუმრად ინდონეზიაში
დამთავრდა ნორვეგიის ტახტის მემკვიდრის, პრინც ჰააკონის და პრინცესა მეთე-მარითის სამდღიანი ვიზიტი ინდონაზიაში.
მონაკოს პრინცი ალბერ II და მისი მეუღლე შარლინი სინგაპურში
მონაკოს პრინცი ალბერ II და მისი მეუღლე შარლინი სინგაპურში დაესწრნენ გალა-ბანკეტს, რომელიც მიეძღვნა პრინც ალბერის ფონდის საკმიანობას.
ესპანეთის ტახტის მემკვიდრის ვიზიტი მეხიკოში
მექსიკის დედაქალაქს სამდღიანი ვიზიტით სტუმრობდა ესპანეთის ტახტის მემკვიდრე, ასტურიის პრინცი ფილიპე.
ბელგიის ტახტის მემკვიდრის ვიზიტი გრძელდება
ავსტრალიის შემდეგ ბელგიის ტახტის მემკვიდრე, ბრაბანთის ჰერცოგი ფილიპე სტუმრობს ახალ ზელანდიას.
უმაღლესი დონის ვიზიტი
ქუვეითის ამირა საბაჰ IV ალ-აჰმედ ალ-ჯაბარ ალ საბაჰი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება დიდ ბრიტანეთში. დედოფალმა ელისაბედ II-მ ამირას საპატივცემულოდ სახელმწიფო ბანკეტი გამართა უინძორის ციხესიმაგრეში.
ბრიტანელები სიმპათიას გამოხატავენ პრინც უილიამის მიმართ და მხარს უჭერენ მონარქიას
ბრიტანელებმა უპასუხეს კითხვას, ხომ არ სურთ, რომ მათი ქვეყანა გადაიქცეს რესპუბლიკად? რესპუბლიკის მომხრე აღმოჩნდა სულ 16%. ბრიტანელების 79% მონარქიის შენარჩუნების მომხრეა!
პრინცის საიტზე გაჩნდა განყოფილება, სადაც გაქარწყლებულია მითები მის შესახებ
უელსის პრინცის, ჩარლზის და მისი მეუღლის - კორნუოლის ჰერცოგინია კამილას ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ახალი განყოფილება, სადაც პასუხებია გაცემული ყველაზე ხშირ კითხვებზე და გაქარწყლებულია მითები პრინცსა და მის მეუღლეზე.
მორიგი რეკორდი
ბრიტანეთის დედოფალმა და მისმა მეუღლემ შეუღლების 65-ე წლისთავი აღნიშნეს.
ვიზიტი ავსტრალიაში
ბელგიის ტახტის მემკვიდრე, მეფე ალბერტ მეორის ვაჟი - პრინცი ფილიპე თერთმეტდღიანი ვიზიტით იმყოფება ავსტრალიაში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq