საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრინცი ჰარი: ”მე ყურადღებით ვიქნები, რომ ჩემს ძმისშვილს მხიარულება არ მოაკლდეს!”
პრინცი ჰარი დაესწრო საქველმოქმედო გამოფენის გახსნას ლონდონში, სადაც მან სიამოვნებით მოუთხრო გამოფენის დამთვალიერებლებს თავისი ახალი - ბიძის სტატუსისა და პატარა ძმისშვილის - ჯორჯის შესახებ. ყოველთვის ხალისიანმა ჰარიმ ღიმილით დააიმედა თანამემამულენი: ”მე ყურადღებას მივაქცევ მის აღზრდას - ვეცდები არიდებული იყოს ხიფათისაგან და მხიარულება არ მოაკლდეს. დანარჩენი მშობლებისათვის მიმინდვია”.
სამეფო რომანი
პრინცი უილიამი და ქეითი დაქორწინდნენ 2011 წლის 29 აპრილს ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში. ცერემონიაზე 1900 სტუმარი იყო მოწვეული, ტრანსლაცია გადაიცემოდა მთელ დიდ ბრიტანეთში და ტელეარხებით 24, 5 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. ახალდაქორწნებულებმა მიიღესკემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულები. ქორწილის თარიღი გამოცხადდა დასვენების დღედ. სააბატოდან ბუკინგემის სასახლემდე გამწკრივდა მილიონამდე კაცი.
ბრიტანელთა პატარა უფლისწული - ჯორჯ ალექსანდერ ლუისი
ჰერცოგ უილიამსა და ჰერცოგინია ქეთრინს სამშობიაროსთან ზღვა ხალხი ელოდებოდა, რათა იქიდან გამოსულთათვის მიელოცათ და გამოეხატათ თავიანთი სიხარული ტახტის ახალი მემკვიდრის დაბადებასთან დაკავშირებით. ბრიტანელებმა იხილეს თავიანთი პატარა უფლისწული - ჟურნალისტებმა და ფოტორეპორტიორებმა გადაუღეს პირველი ფოტოსურათები.
უფლისწულის დაბადება მილიარდობით ფუნტი სტერლინგის მოგებას მოუტანს ბრიტანეთს
ქეით მიდლტონი თანამედროვე "კონკიაა", როგორც არა ერთი პრინცესა დღევანდელ ევროპაში. მისი დიდი პაპა მეშახტე იყო, მუშა... მართალია, მისმა მშობლებმა გარკვეული ქონება დააგროვეს, მაგრამ მაინც უბრალო, ჩვეულებრივ ბრიტანელებად ითვლებოდნენ.
დიდ ბრიტანეთში დაიბადა ტახტის მესამე მემკვიდრე
როგორც იუწყება ”ბი-ბი-სი” თბილისის დროით 23. 51 სთ-ზე, ქეით მიდლტონმა იმშობიარა და გააჩინა ვაჟი. ბიჭუნა დაიბადა გრინვიჩის დროით 15.24-ზე; ბავშვი იწონის 8 ფუნტსა და 6 უნციას (3კ-სა და 800 გრამს).
დიდ ბრიტანეთში დაიბადა ტახტის მესამე მემკვიდრე
როგორც თბილისის დროით 23. 51-ზე იუწყება ”ბი-ბი-სი”, ქეით მიდლტონმა იმშობიარა და გააჩინა ვაჟი. ბიჭუნა დაიბადა გრინვიჩის დროით 15.24-ზე; ბავშვი იწონის 8 ფუნტსა და 6 უნციას (3კ-სა და 800 გრამს).
ბელგიას ახალი მეფე ჰყავს - ფილიპე
ნიდერლანდის მსგავსად ბელგიაშიც არსებობს პრეცედენტი შვილისთვის ტახტის დათმობისა. 1951 წლის 16 ივლისს ტახტიდან გადადგა ლეოპოლდ III თავისი შვილის სასარგებლოდ, რომელიც ტახტზე ავიდა ბოდუენ I-ის სახელით.
ბელგიის მეფე ხალხს გამოემშვიდობა
აბათს, 20 ივლისს ბელგიის მეფე ალბერტ II-ემ გამოსამშვიდობებლი სიტყვით მიმართა მოსახლეობას. ბელგიის მონარქის გადადგომის ოფიციალური თარიღი იქნება 21 ივლისი - მეფის ფიცის დადების დღე, რომელიც ეროვნული დღესასწაულია ქვეყანაში. მეფემ მადლობა გადაუხადა ქვეშევრდომებს 20 წლიანი მხარდაჭერისთვის. მონარქმა, ასევე, "პოლიტიკური ანდერძი" გაახმოვანა, სადაც გამოთქვა ქვეყნის მომავალი განვითარების მიზნები და სურვილები.
ჯერარმოვლენილი მემკვიდრე უკვე მოგზაურთა სიაში ჩაეწერა
მართალია დიდი ბრიტანეთის მომავალი ტახტის მემკვიდრე ჯერ არ დაბადებულა და როკ-მომღერლის კარიერაც არ დაუწყია, მაგრამ მას უკვე გაწერილი აქვს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის ტურნე - თანაც სოიცოცხლის პირველსავე წელს. ამ დიდ ტურნეში ის ჩაებმება მშობლებთან ერთად.
შვედეთის კრონპრინცესამ აღნიშნა თავისი დაბადების დღე
შვედეთის კროპნპრინცესას 36 წელი შეუსრულდა. ტრადიციის მიხედვით, სამეფო ოჯახი ყოველწლიურ დღესასწაულს მართავს მთელი ქვეყნის მცხოვრებლებთან ერთად. ზეიმი მოეწყო სამეფო რეზიდენცია სოლინდენში. დილიდან ციხე-სიმაგრესთან მოდიოდა ხალხი, რათა მიელოცათ ვიქტორიასათვის და მისდამი სიყვარული და პატივისცემა გამოეხატათ.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq