საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

როსტომ წერეთელი და ბორდოელი ვაჭრები
ვისაც აკაკი წერეთლის ,,ჩემი თავგადასავალი'' წაუკითხავს, არ შეიძლება მეხსიერებაში არ ჰქონდეს ჩარჩენილი პოეტის მამის, როსტომ წერეთლის შთამბეჭდავი სახე – ერთსა და იმავე დროს მიმტევებელი და დამთმობი, და მეორეს მხრივ კი – ფიცხი და ახირებული კაცისა. მოგონებები, დაკავშირებული ,,ჭონაზე'' მოსიარულე მომღერლებთან თუ ,,ნაქართლი'' ყმაწვილის თავგადასავალთან, ფოსტის გამგესთან მომხდარ გაუგებრობასთან თუ რუს პოლკოვნიკთან გამართულ საჭადრაკო ორთაბრძოლასთან – თითქოს მთლიანად მოიცავენ ამ პიროვნების ნიშან-თვისებათა აღწერილობას. მაგრამ როსტომ წერეთლის პორტრეტი დასრულებული არ იქნებოდა, თუ გამოვტოვებდით აკაკი წერეთლის ვრცელ პუბლიცისტურ თხზულებას – ,,შავი ქვა'' და დასკვნით ქვეთავს ამ ნაწარმოებიდან.
როგორ დაიბადა საყოვლადწმინდო სადღეგრძელო
დღეს ყოველი ქართული სუფრა, როგორც წესი, „საყოვლადწმინდოთი“ მთავრდება - თანამეინახენი დედა ღვთისმშობელს სთხოვენ შეწევნასა და დახმარებას. თუ როდის და რა ვითარებაში იქნა შემოღებული ეს წესი, ამის თაობაზე თავის წიგნში „თელავი“ წერს XIX საუკუნის ცნობილი ქართველი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ორბელიანი, რომელსაც ერთ სახელდახელო, მწვანეზე გაშლილ სუფრასთან, ქართველ გლეხკაცებთან თავად დაულევია ეს სადღეგრძელო და თანაც განუმარტავს მისი წარმომავლობა:
ეროვნულ - მართლმადიდებლური საზრისი
შუა საუკუნეებში ქართველთა ცნობიერებაში: „ქართლად ფრიად ქვეყანაი აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.” ქართული ენა და მართლმადიდებლობა, ეროვნული და სარწმუნოებრივი ეს სინთეზი იყო ფუნდამენტი ქართველთა განვითარებისა.
ვინ ცხოვრობს საქართველოში და როგორი წარსულის ხალხია ქართველები?
რას ნიშნავს „Georgia“? ერთის მხრივ, ძველი ბერძნების სახელდებით, ეს არის მიწის მუშაკთა, „გეორგიანთა“ ქვეყანა, ხოლო, მეორეს მხრივ – ქრისტიანობის გავრცელების დროიდან, ეს არის „წმიდა გიორგის სამწყსო“! წმიდა გიორგი საქართველოს მფარველი წმინდანია – მის საპატივცემულოდ საქართველოში ყველაზე ხშირად ვაჟებს სწორედ გიორგის არქმევენ.
1 2 3 4 5 6 7

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287)
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ.
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251)
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება.
gaq