|
|
მოწამეობრივი აღსასრულის წინ კეთილმსახურმა მთავარმა ბოიანმა იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანობა მთელ ბულგარეთში გავრცელდებოდა, აშენდებოდა ქრისტიანული ტაძრები, ხოლო კერპები და სამსხვერპლოები შეიმუსრებოდა.
|
|
ამბობენ, განსაცდელი ცოდვის წილ მიეგება ქვეყანასო და მეორე მხრივ, განსაცდელით წვრთნის უფალი თავის რჩეულთ. საქართველოში მონღოლთა ბატონობის ჟამს განსაცდელს ვინ გამოულევდა მომავალ გვირგვინოსანს და როგორც კი მოევლინა ამ ქვეყანას უფლისწული დემეტრე (II), მათაც ნიაღვარივით იწყეს დენა.
|
|
უნგრეთში 25 დეკემბერი არის უდიდესი დღესასწაული - წმიდა მეფის, იშტვანის (სტეფანეს) კორონაციის დღე.
|
|
სტეფანე უროში იყო სერბეთის დამოუკიდებელი და ქმედითუნარიანი გამგებელი. ის სათნოეყოფოდა უფალს, განიკითხავდა ქვრივ-ობოლს, ყოველგვარ სადავო საკითხებს კეთილად აგვარებდა, ღარიბებს წყალობას არ აკლებდა, დაჩაგრულთ მფარველობდა.
|
|
მეფე წმიდა ცხოველ სვეტს მიეახლა, დაემხო მის წინაშე, ცრემლით ალტობდა იატაკს და მხურვალედ ევედრებოდა უფალს შენდობას...
|
|
29 ივლისს ნორვეგიაში აღინიშნება ნორვეგიის მეფის, ოლაფ II ჰარალდსონის (Olaf II Haraldsson), წმინდა ოლაფის ხსოვნის დღე - ეროვნული გმირის, ქვეყნის გამაერთიანებლისა და მეოხის. მის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყნის გაქრისტიანება.
ია-ვარდით არ იყო მეფის ცხოვრება მოფენილი, რადგან ქრისტიანობის დასამკვიდრებლად ხშირად მკაცრ მეთოდებსაც მიმართავდა - ბევრი შიშის გამოც კი ინათლებოდა. დროდადრო ხალხში მძაფრდებოდა ძველი კერპთაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობა, რასაც მღელვარება მოსდევდა
|
|
ხსენების დღე 15 (28) ივლისი
მოციქულთასწორი ვლადიმირი (წმიდა ნათლისღებით - ბასილი) ნეტარი ოლღას (ხს. 11 ივლისს) შვილიშვილი და კიევის მთავრის, სვიატოსლავის უმცროსი ძე იყო. მისი დედა, მალუშა - სიკვდილით დასჯილი დრევლიანთა მთავრის ტყვექმნილი ასული - გათხოვებამდე ოლღას მეკუჭნავედ მსახურობდა. ტახტის მემკვიდრე ძის მხევალთან შეუღლებით განრისხებულმა ოლღამ რძალი სასახლეს განარიდა - თავის სამშობლოში გაგზავნა, ვიბუტის მახლობლად. სწორედ აქ დაიბადა დაახლოებით 960 წელს ქვეყნის მომავალი განმანათლებელი.
|
|
ქართველი მეფეები მაგალითის მიმცემნი იყვნენ ხალხისათვის არა მარტო საერო საქმეებში - ბრძოლის ასპარეზზე და ქველმოქმედებაში - ისინი უპირველესად სულიერებაში წარემატებოდნენ და სულიერად განამტკიცებდნენ უკლებლივ მთელ ერს - აზნაურთა და უაზნოთა.
|
|
საბა II არჩეულ იქნა სერბეთის მესამე არქიეპისკოპოსად და შვიდი წლის მანძილზე უძღვებოდა სერბულ ეკლესიას გარდაცვალებამდე.
|
|
როგორც იწინასწარმეტყველა წმინდა ბერმა ბასილიმ, მეფე დემეტრე თავდადებულის სიკვდილის შემდგომ მიმოიფანტნენ მისი შვილები. დემეტრეს უფროსი ვაჟი, დავითი, რომელიც მას ჰყავდა ტრაპიზონის მეფის ასულისაგან, თან ახლდა მამას ურდოში. იგი ძლივს გადაურჩა სიკვდილს და აღიზარდა ნოინ ტაჩარის კარზე. მისი ძმები – ვახტანგი და მანუელი, საქართველოში დარჩნენ, ხოლო ნახევარძმა გიორგი (შემდგომში ბრწყინვალედ წოდებული), დედამ, ბექა ჯაყელის ასულმა წაიყვანა ახალციხეში, მამის მამულში და იქ აღიზარდა. დემეტრეს მესამე ცოლი, სორღალი კი შვილებით, - ბაადურით და იადიგარით, სამშობლოში დაბრუნდა.
|
|