|
|
რომლისაცა წინაშე
ქედ-დადრეკილ არს ყოველი,
მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი
შენსა
ჴმობს აღსარებასა,
მეცა, სიტყუაო,
აღმსარებელსა მომხედენ!
|
|
15 სექტემბერი ვახტანგ მეფის დაბადების დღეა (1675)
|
|
„მამუკა ბარათაშვილმა საბოლოოდ დაამსხვრია ქართული ვერსიფიკაციის ტრადიციული ფორმები, რომელიც რუსთველური ლექსითა და ჩახრუხაულით იყო შებოჭილი“ - წერდა კორნელი კეკელიძე - „მოგვცა ლექსთწყობის ის მრავალფეროვანი საზომი, რომელიც მერე ასე გამოიყენეს დავით გურამიშვილმა და ბესიკმა. მან პირველმა შემოიტანა ლიტერატურაში ხალხური სიმღერების კილო, პირველმა გამოიყენა რუსული ხალხური სიმღერები ქართული ვერსიფიკაციის გასამდიდრებლად.“
|
|
ცასა ცათასა
ცასა ცათასა დამწყებ არს ღმერთმთავრობა,
ძე საუკუნობს პირველი და კვალადი,
სულმან მან ღმერთმან სრულყო მოქმედებადი,
სამებით სრულმან ერთითა ღმრთეებითა,
|
|
ლევან ჭოღოშვილს, რამდენსამე სხვა, ამავე თაობის ფერმწერთან ერთად, საკუთარი და თვალსაჩინო წვლილი აქვს შეტანილი ჩვენში ისტორიული ჟანრის არა მხოლოდ აღორძინებაში, არამედ ქართული კულტურის თავისთავადობის კარგად წარმომჩენ დონეზე ხორცშესხმაშიც.
ლევან ჭოღოშვილის შემოქმედებაში ცოცხლობს გარდასული ეპოქების სული დიდი ინტენსივობითა და დამაჯერებლობით.
|
|
ბატონიშვილმა სულიერი თავშესაფარი პოეზიაში ჰპოვა და ლექსების წერას შეუდგა. მისი ლექსები აღსავსეა კაეშნით და მშობლიური მიწის მონატრებით.
|
|
მეფე-პოეტის ლექსებში გადმოცემულია ძველი საქართველოს არაერთი ზნე-ჩვეულება და ტრადიცია.
|
|
იგონეთ დრონი ყოველთ წინარე,
გინა თვისნი ხართ, ანუ ვინარე,
ჟამყოვლ განცხრომით მოსალხინარე,
დღენი არ გესხნესთ მოსაწყინარე,
იშვებდით თავთა გამომჩინარე,
აწცა გიხმსთ გლოვა მოუთმინარე,
გარდმოუტევეთ თვალთა მდინარე.
|
|
„დაუმორჩილებელი ქართული პოეზიის“ რუბრიკით იბეჭდება ლექსთა კრებული, რომელიც იხსნება ერეკლე მეფის ქალიშვილების პოეზიით. ამ წერილში საუბარი იქნება სწორედ იმ ქართველ ქალბატონებზე, რომლებიც პირველნი აღმოჩნდნენ მტერთან შეურიგებელი ბრძოლის წინა ხაზზე რუსეთისაგან საქართველოს პირველი ანექსიის დროს - ესენი გახლდნენ მეფე ერეკლეს ქალიშვილები - მარიამი, ქეთევანი და თეკლა.
|
|