|
|
თუ კარგად დავაკვირდებით, ოთხმოცდამერვე ფსალმუნი გვამცნობს (სხვაგანაც შეიმჩნევა), რომ უფალმა აღთქმა დაუდო დავითს, რომ მისი თესლი და საყდარი (ტახტი) უკუნითი უკუნისამდე იქნება. აქედან გამომდინარე, დავითის შთამომავლობა, მისი თესლი ანუ მისი ძეები (თესლი მამრობითი ხაზის მემკვიდრეობას ნიშნავს) იმეფებენ სამყაროს დასასრულამდე. თუ ისინი დაივიწყებენ უფლის სიტყვას, დაისჯებიან, მაგრამ უფალი არ დაივიწყებს თავის აღთქმას. სამართლიანობისა და უფლის გზით სიარულის შემთხვევაში ღმერთი წყალობას მოუვლენს მათ.
|
|
* - საქართველოს მეფის კურთხევის წესი დამუშავებულია XIII საუკუნის ძეგლის „წესი და განგებაჲ მეფეთ კურთხევისაჲს“ მიხედვით. პირველად გამოქვეყნდა დაახლოებით 2005–6 წლებში, შესულია ჩვენს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის" (2007). წინამდებარე ვარიანტი არის მეორე რედაქცია, ოდნავ გადაკეთებული.
|
|
ეს წერილი დაიწერა უკრაინის "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს, 2004 წელს.
|
|
,,ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა - მღვდელობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად“.
ღირსი თეოდორე სტუდიელი
|
|
საინტერესოა მკითხველთა შენიშვნები და წინადადებები. მოგვწერეთ: qne556@yahoo.com
4 ნაწილი განხილვისა
|
|
,,ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფლება, ვინემ ხელისუფლება მართლმადიდებელი მეფისა’’ (ღირსი სერაფიმე საროველი)
|
|
ერთმმართველობის ნება არ უნდა იზღუდებოდეს ქვეშევრდომთა ნებით: სწორედ ესაა ერთ-ხელისუფლებიანობა (მონო-არქი). თვითმპყრობელის ძალაუფლება კი - ესაა ხელისუფლება, რომელიც ეკლესიიდან ამოიზარდა, ეკლესიის იდეალიდან და ამ რელიგიური პრინციპითაა შეზღუდული.
|
|
,,მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა''. (ღირსი მაქსიმე ბერძენი).
|
|
,,რწმენა აკურთხევს მიწიერ ხელისუფლებას, წარმოაჩენს მათ ზეციურ წარმომავლობას’’. (წმ. ფილარეტ მოსკოველი).
|
|
მაშასადამე, საჭირო კია გავიმეოროთ: ღვთისა გეშინოდეთ, მეფესა პატივს-ცემდეთ? (1 პეტრე 2.17). მოხარული ვიქნები, თუკი არაა საჭირო; ვფიქრობ, ეს არ იქნება ზედმეტი. გვაქვს მოვალეობა არა მარტო ღვთის წინაშე, არამედ მეფისაც; ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება. ერთიც და მეორეც ერთად შეიძლება და საჭიროცაა აღვასრულოთ.
|
|