|
|
ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოსთვის ახლა მონარქიის აღდგენა არ არის სასწრაფოდ გადასაჭრელი და უმთავრესი ამოცანა.
სამეფო კლუბის წევრებმა და საერთოდ ქართველი მონარქისტების დიდი უმრავლესობამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფოსათვის უმთავრესი ამოცანაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.
ხალხის უდიდესი ნაწილისათვის უმთავრესი პრობლემაა სოციალური გაჭირვების დაძლევა. შრომის, დასვენების, სწავლის, ჩაცმა-დახურვის, მკურნალობის, საცხოვრებლის, და საერთოდ ლუკმა-პურის შოვნის პრობლემა...
|
|
მეფეს ერთხელ დავადგენთ და არ დაგვჭირდება მილიონობით ლარის დახარჯვა ყოველ ხუთ წელიწადში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
|
|
მკითხველს ვთავაზობთ ესპანეთის კონსტიტუციის იმ ნაწილს, სადაც განსაზღვრულია ესპანეთის მეფის მოვალეობანი. ვფიქრობთ, საინტერესოა გავეცნოთ სახალხო კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც სახელმწიფოებრივი და სოციალური სტაბილურობით გამოირჩევიან. ამასთან, მათი გამოცდილების გაცნობით ბევრ რამეს ვისწავლით, გავითვალისწინებთ და მზად ვიქნებით, თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს დაამყაროს საქართველოში სახალხო კონსტიტუციური მონარქია და ტახტზე აიყვანოს ბაგრატიონი უფლისწული.
|
|
განხილვა. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოსაზრებები royalclubofgeorgia@gmail.com
|
|
ჩვენ პრეზიდენტს შევცვლით მეფით, თანაც რეფერენდუმის გზით, მას ექნება როგორც ხალხის, ასევე ისტორიის, წინაპრების ნდობის მანდატიც (ეს შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში, პრეამბულა).
|
|
მკითხველს ვთავაზობთ ნელ-ნელა განვიხილოთ მონარქისტული კონსტიტუციის პრინციპების პროექტის თავები. საინტერესოა მკითხველთა შენიშვნები და წინადადებები. მოგვწერეთ: contact@georoyal.ge
|
|
* - საქართველოს მეფის კურთხევის წესი დამუშავებულია XIII საუკუნის ძეგლის „წესი და განგებაჲ მეფეთ კურთხევისაჲს“ მიხედვით. პირველად გამოქვეყნდა დაახლოებით 2005–6 წლებში, შესულია ჩვენს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის" (2007). წინამდებარე ვარიანტი არის მეორე რედაქცია, ოდნავ გადაკეთებული.
|
|
საინტერესოა მკითხველთა შენიშვნები და წინადადებები. მოგვწერეთ: qne556@yahoo.com
4 ნაწილი განხილვისა
|
|
გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი აზრით, ეს უნდა დაფიქსირდეს თუ არა კონსტიტუციაში, როგორც ტრადიციული ქართული ნორმა და იესეან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატიონთა მემკვიდრეობის აუცილებელი პირობა.
აქ ერეკლე მეორის შვილიშვილისა და გიორგი მეთორმეტის ვაჟის დავით ბატონიშვილის სურათი შემთხვევით არ გამოვაქვეყნეთ. მას აქვს ნაშრომები ამ თემაზე, რომლებიც ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის: და სხვა ნაშრომებში. მალე მკითხველს გავაცნობთ ამის ვრცელ განმარტებასაც.
qne556@yahoo.com ან royalclubofgeorgia@gmail.com
|
|