|
|
„პრინციპე დე ასტურიასი“ მცირე ავიამზიდია. ის დაამზადეს 1979-1980 წლებში. განკუთვნილი იყო მოკლე და ვერტიკალური აფრენის თვითმფრინავების ბაზირებისათვის. ესპანეთის შეიარაღებულ ძალებში ამ ავიამზიდმა თავის დროს შეცვალა მოძველებული ავიამზიდი „დედალო“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროიდან ფლაგმანის როლს ასრულებდა სამხედრო ფლოტში.
|
|
საიმპერიო გვირგვინი შემკობილია 2868 ბრილიანტით, 277 მარგალიტით, 17 საფირონით, 11 ზურმუხტით და 5 ლალის თვლით. მასზე არის არაერთი ისტორიული ქვა. მათ შორის აღნიშნავენ "კულინანის” ბრილიანტს. ეს ბრილიანტი ახლა 317 კარატს იწონის.
კულინანის ალმასი XX საუკუნის დასაწყისში უპოვნიათ აფრიკაში. მისი წონა იყო 3106 კარატი. 1905 წელს აჩუქეს მეფე ედუარდ VII-ს დაბადების დღეზე. ალმასი დაუჭრიათ ცხრა ნაწილად. ამ 9 ნაწილს შორის უდიდესი, "აფრიკის პირველი ვარსკვლავი", 530 კარატია. მეორე ნაწილი, როგორც ვთვით, საიმპერიო გვირგვინშია ჩასმული.
|
|
პრინცმა ჰენრიკმა თქვა, მან და მარიმ კარგად იციან, რომ სამეფო ოჯახში შესულები არიან და ამიტომ ყოველვის მეორე პოზიციაზე უწევთ ყოფნა, თუმცა ეს არ ამცირებს მათ მოვალეობებს.
|
|
დანიის დედოფალი მარგარეტ II 1972 წლიდან ხალხის სამსახურშია - ასრულებს დანიის სახელმწიფო მეთაურის მოვალეობას. დედოფალი გატაცებულია ხატვით, გრავიურით, წიგნების დიზაინით. მეუღლესთან ერთად თარგმნის წიგნებს.
|
|
დედამისის მსგავსად ქველმოქმედია. ეხმარება დაინვალიდებულ ახალგაზრდებს, შიდსით დაავადებულებს (საზოგადოება „მონაკო შიდსის წინააღმდეგ“), პრინცესა სტეფანია გაეროს წარმომადგენელია შიდსთან ბრძოლის საქმეში. ამ საქმიანობისათვის მოიძიებს სახსრებს, არ ერიდება ამისთვის სატელევიზიო შოუებში მონაწილეობას.
|
|
ნიდერლანდის მსგავსად ბელგიაშიც არსებობს პრეცედენტი შვილისთვის ტახტის დათმობისა. 1951 წლის 16 ივლისს ტახტიდან გადადგა ლეოპოლდ III თავისი შვილის სასარგებლოდ, რომელიც ტახტზე ავიდა ბოდუენ I-ის სახელით.
|
|
მომავალი დედოფალი სწავლობდა სკოლებში: „De Werkplaats“ და „Incrementum“. 1961 წელს დაამთავრა ლეიდენის უნივერსიტეტი, სადაც შეისწავლა სოციოლოგია, ეკონომიკა და სახელმწიფო სამართალი. იგი არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.
|
|
ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა საკუთარი ვაჟის ვილემ-ალექსანდრეს სასარებლოდ ტახტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
|
|
ქორწინების წინ მარი შანტალმა მართლმადიდებლობა აღიარა, სხვანაირად საბერძნეთის სამეფო ოჯახში ვერ შევიდოდა. 1995 წლის 22 მაისს, ნიუ-იორკის წმინდა პავლეს მართლმადიდებლურ ტაძარში ზეთისცხების შემდეგ მარი შანტალს საქმრომ აჩუქა ბრილიანტისა და საფირონის ბეჭედი, რომელსაც გულის ფორმა აქვს.
|
|
ვილჰელმი, ჰოლანდიის გრაფი არჩეულ იქნა გერმანიის მეფედ ჰოჰენშტაუფენების მეტოქეების მიერ 1247 წლის სექტემბერში. ამ დროს ტახტზე მჯდომი მეფე, კონრად IV ებრძოდა ვილჰელმს, მაგრამ 1251 წელს იძულებული გახდა იტალიაში წასულიყო. ამის შემდეგ ვილჰელმი დიდებულთა უმეტესობამ მეფედ სცნო. 1252 წელს დიდებულებმა გადაწყვიტეს ჰოჰენშტაუფენებისთვის მამულები ჩამოერთმიათ.
|
|