საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრინცმა უილიამმა გადაარჩინა დაჭრილი ალპინისტი
პრინცი უილიამი მონაწილეობდა უელსის მთებში ჭაბუკი ალპინისტის სამაშველო ოპერაციაში. 20 წლის სტუდენტი ნათან რაიტი მოწყდა 300 ფუტის (დაახლოებით 92მ.) სიმაღლიდან სნოუდონიის ეროვნულ პარკში და ხელ-ფეხი დაიმტვრია. „უელსის ლეიტენანტის“ (როგორც უილიამს ეძახიან თანამშრომლები) ვერტმფრენი გაემართა მის საძებნელად.
პრინცი ჰარი ვერტმფრენის მეთაური გახდა
ჯარში სამსახურით პრინცი ჰარი იხვეჭს არა მხოლოდ პირად დამსახურებებს, არამედ - პროფესიულსაც - სანამ მისი უფროსი ძმა უილიამი ემზადება მამობისათვის, ჰარი იმაღლებს კვალიფიკაციას. 5 ივლისს ჰარიმ, რომელიც აქამდე იყო მეორე პილოტი და მსროლელი, გაიარა საკვალიფიკაციო გამოცდები.
ბელგიის მეფე ალბერტ II-ემ მიიღო ტახტიდან გადადგომის გადაწყვეტილება
როგორც ”itar-tass.com”-ი იუწყება, ბელგიის მეფე ალბერტ II-ემ მიიღო ტახტიდან გადადგომის გადაწყვეტილება. დღეისათვის არსებული მონაცემებით ბელგიის მონარქის გადადგომის ოფიციალური თარიღი იქნება 21 ივლისი - მეფის ფიცის დადების დღე, რომელიც ეროვნული დღესასწაულია ქვეყანაში. მონარქის გვირგვინს დაიდგამს 53 წლის პრინცი ფილიპი
ქეით მიდლტონის კიდევ ერთი ორეული
გოგონას, რომელიც ძალიან ჰგავდა კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითს, სთხოვეს დაეტოვებინა ვინძორის ციხე-სიმაგრის ტერიტორია ბერკშირში. როგორც „The Sun“-ი იუწყება, ასეთი თხოვნით 25 წლის გაბრიელა დუგლასს მიმართა პოლიციამ. სამართალდამცავმა ორგანოებმა გადაწყვიტეს გვერდზე გაეყვანათ პრინცი უილიამის მეუღლის ორეული, რათა მას ტურისტები არ შეეყვანა შეცდომაში.
უილიამსა და ქეითს, შესაძლოა, ნავარაუდევზე ადრე ეყოლოთ ბავშვი
„nv-news.com“-ის ცნობით, ბრიტანეთის სამეფო კარის მედიკოსები ერთსულოვანნი არიან პროგნოზებში - არ არის გამორიცხული, რომ კემბრიჯის ჰერცოგინიამ ვადაზე ადრე იმშობიაროს. თუკი აქამდე იტყობინებოდნენ, რომ პირმშოს მოვლინების თარიღია 13 ივლისი, სინამდვილეში, შესაძლოა, ბავშვი მთელი ათი დღით ადრე დაიბადოს.
პირმშოს დაბადების კვირაძალზე - კადრი საოჯახო ქრონიკიდან
ეიფორია, რომელიც სუფევს დიდ ბრიტანეთში და შორს მის ფარგლებს გარეთ ქეთრინისა და პრინც უილიამის პირმშოს მოლოდინში, პირველი ასეთი შემთხვევა არ არის ისტორიაში. სამაგალითოდ კმარა თვით უილიამის დაბადების გახსენება - 1982 წლის 21 ივნისს ასობით ადამიანი ელოდა მოუთმენლად წმიდა მარიამის საავადმყოფოსთან ქვეყანაზე მის მოვლინებას და თვით თავსხმა წვიმას არ შეუშლია ხელი იმ საზეიმო ატმოსფეროსთვის, რომელიც მაშინ სუფევდა.
ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობა სარაევოში - მსოფლიო ომის დასაწყისი
28 ივნისი სერბეთში ეროვნული გლოვის დღეა. 1389 წელს ამ დღეს კოსოვოს ველზე სერბების ლაშქარი, რომელსაც მთავარი ლაზარე ხრებელიანოვიჩი ხელმძღვანელობდა დამარცხდა სულტან მურად I-ის თურქული არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ სერბებმა გამიზნულ პროვოკაციად ჩათვალეს ფრანც ფერდინანდის მიერ სარაევოში, რომელიც მცირე ხნის წინ ავსტრია-უნგრეთის მიერ ანექსირებული ბოსნიის დედაქალაქი იყო, საიმპერიო ჯარების აღლუმზე დასწრება. სწორედ ამის გამო იატაკქვეშა ორგანიზაციამ — „შავი ხელი“ — გადაწყვიტა მოეწყო თავდასხმა ერცჰერცოგზე.
პრინცი უილიამი და ქეთრინი - თანადგომის სიტყვა კანადის მცხოვრებლებისადმი
პრინცმა უილიამმა და ჰერცოგინია ქეთრინმა წერილი გაუგზავნეს კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერს, რომელშიც უცხადებენ თანადგომას ქვეყანაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან - წყალდიდობასთან დაკავშირებით, რომლის მთავარი დარტყმა იგემა ალბერტას პროვინციამ. „ქეთრინი და მე შეგვძრა ცნობამ ალბერტას პროვინციაში უპრეცედენტო წყალდიდობის შედეგად ნგრევისა და სიკვდილების შესახებ. თუ შეიძლება, გადაეცით ჩვენი საუკეთესო სურვილები პროვინციის ვიცე-გუბერნატორსა და პრემიერ-მინისტრს, აგრეთვე საავარიო სამსახურის მამაც თანამშრომლებს და ყველა მოხალისეს, ვინც ეხმარება მეზობლებს ამ მძიმე პერიოდში. გწამდეთ, ჩვენი ფიქრები და ლოცვები ახლა ამ წყალდიდობისგან დაზარალებულებთანაა“.
ჰელენ მირერმა კიდევ ერთხელ მოირგო დედოფლის სახე
ელისაბედ II-ის როლის შესრულებისთვის „ოსკარის“ მფლობელმა ჰელენ მირენმა კიდევ ერთხელ მოირგო დედოფლის გრიმი, რათა ლეიკემიით დაავადებული მომაკვდავი ბავშვის ოცნება აესრულებინა.
ბრიტანეთის სამეფო კარი ითხოვს დელიკატურობას ქეითის მომავალ დღეებთან დაკავშირებით
სამეფო სახლის წარმომადგენლებმა საგანგებოდ მიმართეს პრესის ორგანოებს და სთხოვენ ამ დარგის ყველა მუშაკს მაქსიმალური დელიკატურობის გამოჩენას.

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq