საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრინცი უილიამი უელსელებს მათ მშობლიურ ენაზე მიმართავს
ბავშვის დაბადების შემდეგ პრინცმა უილიამმა პირველი ოფიციალური სიტყვა წარმოთქვა ”County Show”-ს სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე კუნძულ ანგლსიზე. უილიამი წარსდგა იმ კუნძულის მცხოვრებთა წინაშე, სადაც ის ქეთრინთან ერთად ცხოვრობდა სამხედრო-საჰაერო ძალებში სამსახურის დროს. სიტყვა მან წარმოთქვა უელსელების მშობლიურ ენაზე.
ინტერნეტში გამოჩნდა პრინც ჯორჯის ახალი ფოტო!
უკანასკნელი ცნობებით, კემბრიჯის ჰერცოგები მართლაც გაასაჯაროებენ დედის მიერ გადაღებულ შინაურ ფოტოებს. მაგრამ, როგორც ბუკინგემის სასახლის ”Twitter”-ბლოგი გვამცნობს, შინაურ კადრებთან ერთად, სადაც აღბეჭდილნი იქნებიან ბავშვიცა და მისი დედ-მამაც, გამოქვეყნდება პროფესიონალი ფოტოგრაფების გადაღებული სურათებიც.
ჰოლანდიელი პრინცი გარდაიცვალა
ნიდერლანდელი პრინცი იოჰან ფრიზო, მეფე ვილემ-ალექსანდრეს უმცროსი დაკრძალეს ჰოლანდიურ სოფელ ლაგე ვურშეში.
ქეით მიდლტონი საკუთარი პრინციპების ერთგული რჩება
კემბრიჯის ჰერცოგინიას არცთუ შემთხვევით მიიჩნევენ აწ გარდაცვლილი პრინცესა დაიანას მიმდევრად.
დავით აღმაშენებლის მძახალი, ბიზანტიის იმპერატორი ალექსი I კომნენოსი
1118 წლის 15 აგვისტოს გარდაიცვალა დავით აღმაშენებლის მძახალი, ბიზანტიის იმპერატორი 1081-1118 წლებში ალექსი I კომნენოსი.
ბიზანტიის იმპერატორი მიხეილ VIII
პრინც ჯორჯის 10 საჩუქარი
საიტი ”weekend.ria.ru” მოგვითხრობს იმ 10 გამორჩეულ საჩუქარზე, რომელიც პრინც ჯორჯს უძღვნეს ამქვეყნად მოვლინების აღსანიშნავად. ამასთანავე, წერილი იხსნება შთამბეჭდავი ფოტოთი, თუ როგორ ულოცავენ ნორჩი ბრიტანელები ქეითსა და უილიამს პირმშოს დაბადებას ლონდონში.
15 წელი ბრიტანეთში საბავშვო მოდის განმსაზღვრელი პრინცი ჯორჯი იქნება
საინტერესოა, რომ პრინც ჯორჯის დაბადების დღეს ბრიტანეთში შობილი ყველა პატარასათვის სახელმწიფო ამზადებს ვერცხლის სამახსოვრო მონეტებს. ამგვარი მონეტა იქნება 2000 ცალზე მეტი ქვეყნის მასშტაბით. ალბათ, აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან იამაყებს ამით...
პრინც ჯორჯის დედა გამორჩეულ საჩუქარს მიიღებს
პრინცი უილიამი სულ ორიოდე კვირაა, რაც მამა გახდა. მაგრამ მას ჯერ არ მიუძღვნია ახალგაზრდა დედისათვის საჩუქარი. უილიამი ძალიან დიდხანს ფიქრობდა ამ თემაზე. ავტორიტეტული წყაროები იტყობინებიან - უილიამმა უკვე გადაწყვიტა მეუღლეს ძვირფასი გულსაბნევი აჩუქოს - შუაში ვარდისფერი ბრილიანტით. ის მიიჩნევს, რომ ეს ძალიან ლამაზი და ქალისათვის შესაფერისი საჩუქარი იქნება. თანაც, ყველაზე ზუსტად გამოხატავს სიტყვას: ”გმადლობთ!”
პრინცმა ჯორჯმა მიიღო დაბადების მოწმობა
კემბრიჯის ჰერცოგმა და კემბრიჯის ჰერცოგინიამ მიიღეს თავიანთი ვაჟის დაბადების მოწმობა. დიდ ბრიტანეთში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც დოკუმენტების გაფორმება საჭიროა ბავშვის დაბადებიდან პირველი ექვსი კვირის მანძილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლებს მოუწევთ მოზრდილი ჯარიმის გადახდა. უილიამისა და ქეითის პირმშო დაიბადა 22 ივლისს, ასე რომ ყველა წესი დაცულია.

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq