|
|
ალექსანდრე კონსტანტინეს-ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი - რუსეთში მოღვაწე ქართველი ბატონიშვილი - იყო რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი, ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი - მისი სამშობლოს დამასამარებელი რუსეთის იმპერიის უერთგულესი მაღალჩინოსანი.
|
|
აკად. მარი ბროსემ მოგვცა თეიმურაზ ბაგრატიონის იშვიათი სიზუსტით და გულწრფელობით დახატული პორტრეტი: ,,მე არ შემიძლია განუცვიფრებლად წარმოვსთქვა თეიმურაზ ბატონიშვილის სახელი, რომელშიაც მაღალი ზნეობა შეერთებულია განათლებულ გონებასა და ვრცელ მეცნიერებასთან... რომლის მიზანი არის თავისი შრომით უკვდავჰყოს ხსენება თავისი ერისა, და რომლის მდაბალ მოწაფედ, სვინდისის ქვეშ უნდა ვთქვა, აღვიარებ ჩემს თავს...
|
|
მას რთული ცხოვრება ჰქონდა. 12 წლისა იყო, ბოლშევიკებმა მამა დაუხვრიტეს. დედა დარდისგან ლოგინად ჩავარდა და მალე გარდაიცვალა. შემდგომ ბოლშევიკებმა მისი უფროსი ძმა სიმონი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა...
|
|
ხუთშაბათს, 25 იანვარს, 12 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მეფე ერეკლე II-ის საფლავზე მისი გარდაცვალების 215 წლისთავთან დაკავშირებით გადახდილი იქნება პანაშვიდი!
|
|
ცნობილია, რომ "ქართლის ცხოვრების" საისტორიო თხზულებების გაცნობა ძველი ქართული ენის საფუძვლიან ცოდნასა და გაწაფულობას მოითხოვს. მაგრამ, ვიდრე ამ დონეს მიაღწევდეს, ყველა მკითხველი ერთნაირი მოწადინებით ვერა სძლევს მის წინაშე წარმოქმნილ სიძნელეებს, რასაც ხშირად მოჰყვება გულის აცრუება საკუთარი ისტორიული წარსულის პირველ-წყაროთი სარგებლობაზე. ამიტომ, სუმბატ დავითის-ძის თხზულებას -„ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა “ - წარმოვადგენთ როგორც დედნის სახით, ასევე, ვასილ ბურკაძის მიერ ახალ ქართულ სალიტერატურო ენაზე გადმოტანილს.
|
|
ვულოცავთ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 37 წლის თავს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და საქართველოს გაერთიანებას.
|
რევ მირიანის (უფროსი) ძე
ქართლის მეფე IV ს. შუა ხანებში – იგი მეფედ მოხსენიებულია ლეონტი მროველთან ,,ცხოვრება ქართველთა მეფეთა''. როგორც მემატიანე წერს, რევი მამის სიცოცხლეშივე გამეფდა და გარდაიცვალა, მის შთამომავლებს ერგოთ კახეთი და კუხეთი.
ლიტ.: ვ. გოილაძე ,,ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია''. თბ. 1990 წ.
ბაქარ მირიანის (უმცროსი) ძე
ქართლის მეფე IV ს. 50-60-იან წლებში – ლეონტი მროველის ,,ცხოვრება ქართველთა მეფეთა''-ს თანახმად. მემატიანეს ცნობით ბაქარი რომის იმპერატორს, კონსტანტინეს, მძევლად ჰყავდა წაყვანილი. როდესაც მირიანმა ქრისტიანობა მიიღო და თავისი საბრძანებელი ახალ სარწმუნოებაზე განამტკიცა, იმპერატორმა ქართველი უფლისწული სამშობლოში დააბრუნა. ბაქარი ფრიად მორწმუნე იყო. მან ,,მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა''.
|
სიენი
სიენი – ძველი ქართული პროვინციის დაიაენის ,,მეფე'' (ძვ.წ. XII ს. მიწურული), ევფრატის სათავეებთან არსებული ქვეყნების კოალიციის მეთაური. აცნობიერებდა რა აღნიშნული მხარეების პერსპექტიულ უპირატესობას, მათ ასურეთი უპირისპირდებოდა. ასურეთის მეფემ ტიგლათფილესერ I ძვ.წ. 1112 წ. დაამარცხა სიენი, შეიპყრო იგი და თან წაიყვანა თავის ქვეყანაში. შემდგომ ტიგლათფილესერმა შეიწყნარა სიენი და უკანვე დააბრუნა მორჩილების პირობით.
|
გუბაზ I
ეგრისის მეფე მოღვაწეობდა V ს-ის 50-60-იან წლებში. იგი აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორ მარკიანეს (450-458) და დახმარება სთხოვა ირანს. მაგრამ ირანელებმა უარი შეუთვალეს გუბაზს. ბიზანტიელებმა ჯარი გამოგზავნეს ეგრისში და გუბაზი აიძულეს ტახტიდან გადამდგარიყო და მეფობა თავისი შვილისათვის წათესთვის დაეთმო. იმპერატორმა მარკიანემ მოსთხოვა გუბაზს კონსტანტინოპოლში ხლებოდა.
|
სუმბატი
ჰერეთის მთავარი (VIII-IX სს. მიჯნა). მისი მოღვაწეობის შესახებ არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება. იგი ნახსენებია წყაროებში, როგორც ჰერეთის მთავარ საჰლის მამა.
|
|