|
წიგნის უნივერსალურობა და განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ბიბლიაში, ისე ამ ნაწარმოებშიც, ყველა ადამიანი საღმრთო სიბრძნესთან ერთად პოულობს თავისთვის შესაფერის გულისპასუხს და იქ აღწერილი მოვლენების სიღრმეს სწვდება თავისი ნიჭისა და უნარის შესაბამისად. დავით გურამიშვილმა ,,ვეფხისტყაოსანზე'' საგანგებო მინიშნებით თქვა: ,,შოთამ რგო იგავთ ხეო'', რითაც გულისხმობდა, რომ მთელი პოემა იგავის ენით არის დაწერილი და ამ იგავს კი ყველა დროებაში თავისებური ახსნა ეძებნება.
|
|
1880 წლის 29 სექტემბერს სოფელ ჩუნეშში, იმერეთში დაიბადა დიდი ქართველი პროზაიკოსი, ბრწყინვალე ნოველისტი ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე ლორთქიფანიძე.
|