|
|
24 სექტემბერsს არის ხსენება ღირსი სილოანე ათონელისა (ერობაში სვიმეონისა). იგი 1866 წელს დაიბადა ტამბოვის გუნერნიის სოფელ შოვსკში, გლეხის, იოანე ანტონოვის ოჯახში. ნეტარმა სიჭაბუკეშივე გამოთქვა ამსოფლიდან განდგომისა და კიევო-პეჩორის ლავრაში ბერად აღკვეცის სურვილი, მაგრამ მისი კურთხევა ვერ მიიღო.
|
|
22 სექტემბერს არის ხსენება მესამე მსოფლიო კრებისა. კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების განსასჯელად. კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის.
მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი ეპისკოპოსი შეიკრიბა.
|
|
22 სექტემბერს იხსენიებიან წმიდანი და მართალნი მშობელნი ღმრთისანი იოაკიმე და ანა.
წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან.
წმიდა იოაკიმე, ჩვეულებრივ, თავისი შრომის ნაყოფს სამად ჰყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა - უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.
|
|
წმიდა მოზამე სოზონტი (+დაახლ. 304), რომლის ხსენებაც აღესრულება 20 სექტემბერს, ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა.
ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა. ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს დაურიგა.
|
|
20 სექტემბერს არის ხსენება წმიდა მოციქულთა - ევოდისა (+66) და ონისიფორესი (+67-ის შემდეგ) - სამოცდაათთაგანთა.
წმიდა მოციქული ევოდი პეტრე მოციქულის შემდეგ სირიის ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. წმიდა მამას მისი მემკვიდრე, მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი ანტიოქიელთა მიმართ ეპისტოლეში ახსენებს: „მოიხსენეთ ნეტარი მამაჲ თქვენი ევოდი, რომელიც მოციქულთაგან თქვენს პირველ მოძღვრად იქნა დადგენილი“.
|
|
18 სექტემბერს არის ხსენება იოანე ნათლისმცემლის მშობლებისა.
|
|
16 სექტემბერს არის ხსენება მღვდელმოწამე არისტიონისა.იგი იყო ალექსანდრიელი ეპისკოპოსი.
ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისათვის შეიპყრეს და სირიის ალექსანდრიის მმართველს მიჰგვარეს.
|
|
16 სექტემბერს არის ხსენება ღირსი თეოქტისტესი, თანამმარხველისა ექვთიმე დიდისა.
იგი თავდაპირველად ღირს ექვთიმესთან ერთად მოსაგრეობდა, შემდეგ კი ექვთიმეს მიერ იერუსალიმის მახლობლად დაარსებული სავანის წინამძღვრად აირჩიეს.
|
|
14 სექტემბერს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: 40 ქალწულისა და მათი მოძღვარის - ამონა დიაკვნისა, რომლებიც მეოთხე საუკუნეში ეწამნენ. ისინი იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) დროს, IV საუკუნის დასაწყისში აღესრულნენ მოწამეობრივად მაკედონიის ქალაქ ადრიანოპოლში.
მმართველმა ბაბდუსმა სასტიკი სატანჯველები დაატეხა მათ თავს, შემდეგ კი სხვა მტარვალთან გაგზავნა ჰერაკლიაში.
|
|