საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ნიფონტ ათონელი - წმიდა ბერი
წმიდა ნიფონტ ათონელი (XIV) (ხსენება 14 (27) ივნისს) ხუცესის შვილი იყო და ბავშვობიდანვე ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ წმიდანს მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი, მაგრამ სრული მდუმარებისა და მეუდაბნოობის ღვაწლის წყურვილმა ათონის წმიდა მთაზე მიიყვანა. ნიფონტმა ისეთ წარმატებას მიაღწია თავის ღვაწლში, რომ ჩვევად ექცა ფსალმუნის ზეპირად კითხვა ცალ ფეხზე მდგომს, რათა ფიქრი სხვაგან არ გაქცეოდა. საკვებად მას ჰქონდა მცირეოდენი მშრალი პური, რასაც კვირაში ერთხელ იხმევდა.
ხატიდან წამოსული სისხლი
წმიდა დიდი მოწამე თეოდორე სტრატილატი (ნაწილთა გადასვენება, 319) 8 (21) ივნისი. წმიდა დიდმოწამე ჰერაკლიაში ეწამა ქრისტესთვის 319 წლის 8 თებერვალს. წამების დროს წმიდანმა მსახურს - უარს სთხოვა, რომ მისი ცხედარი მშობლების მამულში დაეკრძალა. უარმა შეუსრულა ბატონს უკანასკნელი სურვილი - იმავე წლის 8 ივნისს პატივით გადაასვენა მისი წმიდა ნაწილები ევესიტში.
უებრო დამრიგებელი სულიერ ღვაწლზე შემდგართათვის (ღირსი აბბა დოროთე სურიდის სავანიდან)
ღირსი აბბა დოროთე (VI) სურიდის სავანიდან, ვისი ხსენების დღეც არის 18 ივნისი, წმიდა იოანეს (ხს. 6 თებერვალს) მოწაფე იყო, მოღვაწეობდა პალესტინაში, აბბა სურიდის მონასტერში. სიჭაბუკეში მომავალი წმიდანი გულმოდგინედ ეუფლებოდა მეცნიერებებს. „თავდაპირველად ძალიან მიმძიმდა სწავლა - იგონებდა შემდგომ - წიგნთან მიახლებისას ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს მხეცს ვუვარდებოდი ხახაში, მაგრამ, როცა თავს ძალა დავატანე, უფალი შემეწია და ისე შევეჩვიე, რომ სითბოსაგან, რომელსაც კითხვის დროს ვგრძნობდი, მავიწყდებოდა რას ვჭამდი, რას ვსვამდი, როგორ მეძინა.
კეთილმორწმუნე უფლისწული დიმიტრი უგლიჩელი
უფლისწული დიმიტრი დაიბადა 1582 წლის 19 ოქტომბერს . ბოიარ ბორის გოდუნოვის ფაქტიური მმართველობის დროს უფლისწული დიმიტრი დედასთან, მარია ფეოდოროვნასთან ერთად განტევებული იყო სასახლიდან ქალაქ უგლიჩში. რუსეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრის გზიდან ჩამოსაცილებლად ბორის გოდუნოვი ხმარობდა ყველა ძალას.
სალოსი იაკობის ხსენების დღე
ნოვგოროდელი სასწაულთმოქმედი იაკობ ბოროვიჩელი სალოსი იყო. მისი სახელი განდიდდა გარდაცვალების შემდეგ. უფალმა მის წმინდა ნაწილებს მაკურნებელი ძალა მიანიჭა. 1657 წელს პატრიარქმა ნიკონმა სიწმინდეების ერთი ნაწილი ვალდაიზე, ივერიის ტაძარში გადააბრძანა.
წმიდა კეთილმორწმუნე ლიტველი თავადი დოვმონტი ფსკოველი
წმიდა კეთილმორწმუნე ლიტველი თავადი დოვმონტი თავიდან წარმართი იყო. 1265 წელს ლიტველ თავდთა შორის ძმათა შუღლს გარიდებული 300 ლიტვურ ოჯახთან ერთად აღმოჩნდა ფსკოვში. აქ მან მთელ ამალასთან ერთად მიიღო წმიდა ნათლისღება ტიმოთეს სახელით და უკვე ერთი წლის შემდეგ კეთილგონიერებისა და ქრისტიანული ღვთივსათნოებისათვის ფსკოველებმა თავის მთავრად აირჩიეს.
25 მაისი - ხსენება წმიდა ეპიფანესი, კვიპრელი ეპისკოპოსისა (+403)
წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი წარმოშობით ებრაელი იყო, ცხოვრობდა ფინიკიაში. ერთხელ ნახა, რომ მონაზონმა, სახელად ლუკიანემ თავისი სამოსელი მისცა მათხოვარს. მონაზვნის გულკეთილობით შეძრულმა ეპიფანემ სთხოვა, ქრისტიანობა აეხსნა მისთვის, შემდეგ კი ნათელიღო და ლუკიანეს დაარსებულ მონასტერში წავიდა. აქ ის გამოცდილი ბერის, ილარიონის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მორჩილებად ჰქონდა ბერძნული წიგნების გადაწერა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა ეპიფანეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.
25 მაისი - ხსენება წმიდა გერმანესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (+740)
წმიდა გერმანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი დაიბადა კონსტანტინოპოლში, VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ბრძანებით. ყრმა გერმანე ეკლესიაში იზრდებოდა. აქ მან ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
ღირსი არსენი შრომისმოყვარე
ღირსი არსენი შრომისმოყვარე, რომლის ხსენებაც აღესრულება 21 მაისს, ცხოვრობდა XIV საუკუნეში. ამ წმინდა მამას „შრომისმოყვარე“ ეწოდა იმიტომ, რომ კიევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გამოქვაბულებში მოღვაწეობის ჟამს მან არ იცოდა რა იყო დასვენება, არავის უხილავს იგი საქმის გარეშე.
ღირსი პიმენი, პეჩორელი მმარხველი
ღირსი პიმენი, პეჩორელი მმარხველი, რომლის ხსენებაც აღესრულება 21 მაისს, მოღვაწეობდა პეჩორის შორეულ გამოქვაბულებში. საკვებს იგი იხმევდა დღეში ერთხელ და მხოლოდ საარსებოდ აუცილებელი რაოდენობით.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ზოსიმე მეგვიპტელი - ბაბილონის ეპისკოპოსი
4 (17) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ზოსიმე მეგვიპტელის - ბაბილონის ეპისკოპოსის (VI) ხსენების დღეს.
წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი
4 (17) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქის (+326) ხსენების დღეს.
gaq