საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ღირსი კორნილიოს პერეიასლაველი
ღირსი კორნილიოს პერეიასლაველი, რომლის ხსენებაც აღესრულება 4 აგვისტოს, დაიბადა რიაზანელი ვაჭრის ოჯახში. ხუთი წელი ის მორჩილად იყო ლუკიანის უდაბნოში, პერეიასლავთან. შემდეგ გადავიდა პერეიასლავის წმიდა ბორისისა და გლების ტაძარში. ის ბეჯითად და უსიტყვოდ ასრულებდა ყველაფერს, რასაც ავალებდნენ. ტრაპეზობისას არ ჯდებოდა სუფრაზე ძმებთან ერთად - კმაყოფილდებოდა მათი ნასუფრალით, იკვებებოდა კვირაში სამჯერ. ბერობის პერიოდიდან მას საწოლში არ დაუძინია.
წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელი
2 აგვისტოს არის ხსენება წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელისა. ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან აღმოცენდა ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ. ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როცა ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ. ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი - უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს.
ღირსმოწამე ათანასე ბრესტელი
ღირსმოწამე ათანასე ბრესტელი ბელორუსი იყო. ის დაიბადა დაახლოებით 1597 წელს ფილიპოვიჩების კეთილშობილ ქრისტიანულ ოჯახში. მან მიიღო სერიოზული განათლება - კარგად იცნობდა საღვთისმეტყველო და საისტორიო ლიტერატურას. 1627 წელს იგი აღიკვეცა ბერად. წმიდა ათანასე უფლის დედის განსაკუთრებული კურთხევით თავდადებით იცავდა მართლმადიდებლობას „რეჩ პოსპოლიტას“ მიერ მიტაცებულ მიწებზე. მან გადაიტანა არაერთი შეჭირვება და უკანონო სასჯელი უნიატებისაგან - სამგზის იყო დატუსაღებული.
მართლმადიდებლობაში განმამტკიცებელი საეკლესიო კრება
29 ივლისს არის ხსენება IV მსოფლიო კრებისა (451). მეოთხე მსოფლიო კრება, რომელშიც 630 ეპისკოპოსი მონაწილეობდა, 451 წელს, მარკიანეს (450-457) ზეობისას შედგა ქალაქ ქალკედონში. დორილეელმა ეპისკოპოსმა ევსებიმ ჯერ კიდევ იმპერატორ თეოდოსი II-ის (408-450) დროს, 448 წელს გამართულ კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებას მოახსენა დედაქალაქის ერთ-ერთი მონასტრის არქიმანდრიტის, ევტიქის შესახებ, რომელიც თავიდან, იესო ქრისტეს პიროვნებაში ღვთაებრივისა და კაცობრივის ნესტორისებური ცრუ დაყოფის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ თანდათან სხვა უკიდურესობაში გადავარდა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ მაცხოვარში მისი განხორციელების შემდეგ ღვთაებრივმა ბუნებამ სრულად შთანთქა კაცობრივი, ამიტომ განკაცებულ ღვთის ძეში თაყვანს უნდა ვცემდეთ მხოლოდ ერთ - ღვთაებრივ ბუნებას.
წმიდა მოციქული აკვილა - სამოცდაათთაგანი
27 ივლისს არის ხსენება წმიდა მოციქულ აკვილასი, რომელიც სამოცდაათთაგანი იყო „ჰურიაჲ... პონტოელი ნათესავით“ და მეუღლესთან, პრისკილასთან ერთად ქალაქ რომში ცხოვრობდა. იმპერატორ კლავდიუსის (41-54) ზეობისას ყველა ებრაელი გააძევეს დედაქალაქიდან და აკვილაც მეუღლითურთ იძულებული გახდა, დაეტოვებინა იქაურობა. ისინი კორინთოში დასახლდნენ. მალე აქ ათენიდან მოციქული პავლე ჩავიდა სახარების საქადაგებლად, გაეცნო აკვილას და „რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა“ - კარვების დამზადებით ირჩენდნენ თავს (საქმე; 18,3).
წმიდა მოწამე იუსტოსი
წმიდა მოწამე იუსტოსი, რომლის ხსენებაც აღესრულება 27 ივლისს, წარმართი რომაელი მხედარი იყო. ერთხელ მან ზეგარდმო ჩვენებით უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იხილა, რის შემდეგაც ირწმუნა ქრისტე, მთელი თავისი ქონება გლახაკებს გაუნაწილა და, ღვთის ნებას მინდობილმა, ახალი ცხოვრება დაიწყო.
წმიდა მოწამე ბიძა-ძმისწულინ - პროკლე და ილარიო
25 ივლისს აღესრულება ხსოვნა წმიდა მოწამეთა - პროკლესი და ილარიოსი. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ მოწამეობრივად. უსჯულოებმა თავდაპირველად პროკლე შეიპყრეს. ნეტარმა მმართველ მაქსიმეს წინაშე გაბედულად აღიარა ქრისტე. უღმრთო ხელისუფალი მალე მიხვდა, რომ პროკლე ნებით არ უარყოფდა ქრისტეს, ამიტომ შეეცადა, წმიდანი ძალმომრეობით დაეყოლიებინა წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. წამების დროს მარტვილმა მაქსიმეს უწინასწარმეტყველა, რომ მალე ისიც აღიარებდა ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად.
ღირსი მიქაელ მალეინი (+962)
ღირსი მიქაელ მალეინი (ერობაში - მანუელი), ვისი ხსენებაც აღესრულება 25 ივლისს, მალეინების ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო და იმპერატორ ლეონ VI ბრძენს (886-912) ენათესავებოდა. იგი დაახლოებით 894 წელს დაიბადა კაპადოკიაში. სიჭაბუკეში მანუელი კონსტანტინოპოლში გაგზავნეს სამეფო კარის ზნე-ჩვეულებათა შესათვისებლად, საღვთო შურით აღძრულმა ყმაწვილმა კი ფარულად მიაშურა ბითვინიას, კიმინის მთაზე მდებარე სავანეს, სადაც მოღვაწეობის გარკვეული დროის შემდეგ მოძღვარმა - იოანე ელადელმა მიქაელის სახელით აღკვეცა ბერად.
ორმოცდახუთი მოწამე
წმიდანნი ორმოცდახუთნი მოწამენი, წამებულნი ნიკოპოლს სომხეთისასა: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი, მენევსი, ბირილადე და სხვანი (+დაახლ. 319), რომელთა ხსენებაც აღესრულება 22 ივლისს, სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს. როცა დევნა ქალაქ ნიკოპოლშიც დაიწყო, მაცხოვრის ორმოცმა მსასოებელმა გადაწყვიტა, ნებსით ჩაბარებოდნენ მტარვალებს და ქრისტეს სახელისათვის წამება დაეთმინათ.
პეჩორის სავანის დამფუძნებელი
ღირსი ანტონი პეჩორელი (+1073), რომლის ხსენებაც არის 23 ივლისს, დაიბადა ჩერნიგოვის მახლობლად, დაბა ლიუბეჩში. ღვთისმოშიშებით აღზრდილი ყმაწვილი, სიყმაწვილიდანვე ბერული ცხოვრების სიყვარულით იყო განმსჭვალული. მან მღვიმეც კი გამოკვეთა, სადაც დაყუდებით აპირებდა ცხოვრებას, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ ამგვარი ღვაწლისთვის გამოცდილი მოძღვრის წინამძღვრობა იყო აუცილებელი და ათონის მთას მიაშურა. აქ წმიდანი ანტონის სახელით აღიკვეცა ბერად. ჭაბუკი მოსაგრე თავისი კეთილგონიერებით, თავმდაბლობით, მორჩილებით, მკაცრი მარხვითა და ღამისთევებით თვით წმიდა მთის მამებსაც კი აოცებდა.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
gaq