|
|
წმიდა მოციქული ნიკანორი სამოცდაათთაგანი, ქრისტეს წმიდა ეკლესიის პირველ შვიდ დიაკონთაგან ერთ-ერთი იყო. იგი იმავე დღეს ეწამა, როცა სტეფანე პირველდიაკონი და სხვა ქრისტიანები ქვებით ჩაქოლეს. წმიდანი 28 ივლისსაც იხსენიება.
|
|
ეგნატე ღმერთშემოსილი ხედავდა, თუ როგორ თანაუგრძნობდნენ მას მართლმორწმუნეები, როგორ წუხდნენ მისი მოახლოებული აღსასრულის გამო და შიში შეეპარა, ვაითუ რომაელმა ქრისტიანებმა ჩემი გამოხსნა მოისურვონო. ამიტომ წმიდანმა მათ ეპისტოლით მიმართა, სადაც წერდა: „ „მეშინის მე სიყუარულისა თქუენისაგან, ნუუკუე ვიმძლავრო მისგან.ნებსით მოვკუდები მე ღმრთისათჳს, უკუეთუ ოდენ თქუენ არა დამაბრკოლოთ. ვინაჲცა გლოცავ თქუენ, ნუ მაჩუენებთ ურგებსა წყალობასა და მაცადეთ მე, რაჲთა ვიქმნე მჴეცთა შესაჭმელ, რომელთა მიერ მომენიჭების მე მიმთხვევაჲ ღმრთისაჲ“.“
|
|
მეფე დარიოსმა ეპისტოლეები დაწერა და თავისი სამეფოს ყოველ კუთხეში გააგზავნა. ამ წერილებით იგი ბრძანებდა, რომ ყველას ეღიარებინა დანიელის ღმერთი, რადგან იგი არის ცოცხალი ღმერთი, რომლის ხელმწიფება მარადიული და დაუსრულებელია. იგი ეხმარება და იხსნის მისი სახელის მოიმედეებს, სასწაულებს ახდენს ცაზე და დედამიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომებისაგან.
|
|
სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.
|
|
ხსენება - 18 (02.03) თებერვალი
წმიდა ლეონ დიდმა, რომის პაპმა (440-461) შესანიშნავი და მრავალმხრივი განათლება მიიღო, რაც ბრწყინვალე საერო კარიერას უმზადებდა, მაგრამ სულიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა სხვა გზა აირჩია – წმიდა პაპის, სიქსტ III-ის (432-440) დროს იგი არქიდიაკვნად ეკურთხა, მისი სიკვდილის შემდეგ, 440 წლს, კი რომის პაპიც გახდა.
|
|