საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, ზენონი, აკვინდინე და სევერიანე (+303) - ხსენება 1 მაისს
წმიდა მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, აკვინდინე, ზენონი, სევერიანე ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. წმიდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის შეურყეველმა რწმენამ და სიმტკიცემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე.
1 მაისი - ხსენება წმიდა კოზმან აღმსარებლისა, ქალკედონელი ეპისკოპოსისა (+815-820)
წმიდა კოზმან ქალკედონელი ცხოვრობდა IX საუკუნეში, როცა ხატთმებრძოლები დევნიდნენ მართლმადიდებლებს. წმიდა კოზმანი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად, შემდგომ კი ქალკედონის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. მგზნებარედ იცავდა მართლმადიდებლობას ხატთმებრძოლი ერეტიკოსებისაგან.
ვნების შვიდეული
ვნების შვიდეული ეწოდება წმ. დიდმარხვის ბოლო კვირას იმის აღსანიშნავად, რომ ამ შვიდეულში მოხდა წმიდა ვნება ჯვარზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
29 აპრილი - ხსენება ქალწულმოწამეთა: აღაპიასი, ირინესი და ქიონიასი (+304)
წმიდა ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული გოგონები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ. მათ სულიერ მოძღვარს, მღვდელ ზენონს ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ მალე აღესრულებოდა, წმიდა ქალწულებს კი აწამებდნენ.
მოწამე ლეონიდი და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი (+258)
29 აპრილს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: ლეონიდესი და დედათა - ქარიესისა, ნიკისა, გალინასი, კალისასი, ნუნეხიასი, ვასილისასი, თეოდორასი, ირინესი და სხვათა, რომლებიც აღესრულნენ კორინთოში 258 წელს.
აღდგომის დღესასწაულზე აღსრულებული წმინდანი
დღეს, 29 აპრილს არის ხსენება წმიდა ირინესი. ცნობილია, რომ წმიდა მოწამე ქრისტესათვის ევნო აღდგომის დღესასწაულზე.
ლიტველი მთავრის ძმები - წმიდა მოწამეები: ანტონი, იოანე და მათი ნათესავი ევსტათი
სამმა მოწამემ სიცოცხლის ფასად განადიდა წმიდა სამება, ამიტომ ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელზე აკურთხეს. წმიდა ტრაპეზი დადგინდა იმ მუხის ფესვებზე, რომელზეც აღესრულნენ წმიდა მოწამეები. მალე მოხდა ანტონის, იოანეს და ევსტათის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
დიდი მარხვა (ბეთანიისა და იერუსალიმის გზაზე)
დიდი მარხვის მეექვსე და უკანასკნელი კვირა ბზობის კვირიაკედ იწოდება. ლაზარეს შაბათის წინამორბედი ექვსი დღის განმავლობაში საეკლესიო ღმრთისმსახურება თითქოს საშუალებას გვაძლევს მივსდიოთ ქრისტეს იმ დროს, როცა იგი ჯერ თავისი მეგობრის, ლაზარეს სიკვდილს გვაუწყებს, შემდეგ კი იწყებს აღსვლას ბეთანიაში და შემდეგ იერუსალიმში. ამ კვირის საერთო ტონი და თემა კვირადღის მწუხრის ლოცვაზე გვეძლევა: მეექუსესა ამას შჳდეულსა წმიდათა მარხვათასა აწ შემავალთა, უფლისა გალობაჲ წინა დღით შევწიროთ ბაიაობისა, რამეთუ მოვალს შემუსრვად ყოვლად ძლიერი სიკუდილისა ძალსა... წმიდა მარხვის ამ მეექვსე შვიდეულში შესვლისას უფლის მიმართ აღვავლინოთ ბაიაობის (ბზობის) გალობა, რადგანაც ყოვლადძლიერი მოდის, რათა შემუსროს სიკვდილის ძლიერება.
1 აპრილის „სიცრუის დღედ“ დაწესების რელიგიური ქვეტექსტები
უწყინარი ფრაზის ქვეშ ღმერთის უარყოფა და გმობა იღებს სათავეს.
29 მარტი - ხსენება წმიდა მოციქული არისტობულესი (I)
მოციქულმა პავლემ არისტობულეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ბრიტანეთში გაგზავნა, სადაც მან ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
gaq