საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)
19 (ახალი სტილით 1 იანვარს) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს ღირსი მაკარი დიდისა, მეგვიპტელისა (+390-391).
წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე (+დაახ. 315)
13 (ახალი სტილით 26) იანვარს მარტლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა ერმილესა და სტრატონიკესი (+დაახ. 315).
წმ. მოწამე ტატიანა მის თანა რომში წამებულნი (+226-235)
წმიდა მოწამე ტატიანა დიდგვაროვან რომაელთა ოჯახში დაიბადა. მამამისი ფარული ქრისტიანი იყო და ასულიც ღვთისა და ეკლესიის ერთგულებით აღზარდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა ტატიანამ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა და უფლის სადიდებლად ეცხოვრა. მან დიაკონისად დაიწყო მსახურება ერთ-ერთ ტაძარში, ლოცვითა და მარხვით იწვრთნიდა სულს, ავადმყოფებს უვლიდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.
წმიდა ბასილი დიდის სასწაულები
გრიგოლ ნაზიანზელი წერდა ბასილი დიდის შესახებ: „რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საფილოსოფოსოჲსა სწავლისა. და, უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთაჲ”. ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს (ახალი სტილით 14 იანვარს) მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდის ხსენებას აღნიშნავს.
ღირსი პეტრე, სებასტიელი ეპისკოპოსი
9 (ახალი სტილით 22) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი პეტრე, სებასტიელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს (IV) . წმიდა პეტრე სებასტიელი, მღვდელმთავრების – ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის (ხს. 1 და 10 იანვარს) ძმა იყო, მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის უფროს დას – მაკრინას (ხს. 19 ივლისს).
სერ ისააკ ნიუტონი - მეცნიერის თეისტური მსოფლმხედველობა
1687 წლის 5 ივლისს ისააკ ნიუტონმა გამოაქვეყნა ტაბისი "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები". ნიშანდობლივია, რომ ნიუტონის საფლავის ქვას ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში ამშვენებს წარწერა: „ აქ განისვენებს სერ ისააკ ნიუტონი, აზნაური, რომელმაც თითქმის ღვთაებრივი გონით პირველმა დაამტკიცა მათემატიკის ჩირაღდნით პლანეტების მოძრაობა, კომეტების გადაადგილების გზები და ოკეანეთა მოქცევები. ის იკვლევდა სინათლის სხივთა განსხვავებას და ამ დროს გაჩენილ ფერთა სხვადასხვა თვისებებს, რაზეც მანამდე არავინ დაფიქრებულა. ბუნების, წარსულის და წმინდა წერილის მუყაითი, ბრძენი და გულმართალი მკვლევარი თავისი ფილოსოფიით ამტკიცებდა ღმერთის სიდიადესა და ყოვლისშემძლეობას, ხოლო ზნეობით გამოხატავდა სახარებისეულ უბრალოებას...“
მიქეას წინასწარმეტყველება ბეთლემში მხსნელის შობის შესახებ
5 (ახალი სტილით 18) იანვარს (ასევე 14 (ახალი სტილით 27) აგვისტოს) მართლმადიდებული ეკლესია აღნიშნავს წმინდა წინასწარმეტყველი მიქეას ხსენების დღეს. წმინდა მიქეა წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა, რომ ბეთლემში („ბეთლემ, სახლი ეფრათასი“), იშვებოდა მხსნელი.
კრება წმიდათა 70-თა მოციქულთა
2 (ახალი სტილით 17) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია იხსენიებს კრებას წმიდათა 70-თა მოციქულთა:
წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
რომელი საყდართა ზედა ცეცხლის ფერთა, მაღალთა შინა მჯდომარე იყავ თანა დაუსაბამოსა მამისა და სულისა წმიდისა, სათნო იყავ შობად ქუეყანასა ზედა ქალწულისა უქორწინებელისა დედისა შენისაგან იესუ, ამისთვისცა მერვესა დღესა წინა-დაცვეთა თავს იდევ ვითარცა კაცმან. დიდება სახიერსა განზრახვასა შენსა, დიდება განგებულებასა შენსა, დიდება გარდამოსლვასა შენსა, მხოლოო კაცთმოყვარე.
10 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმიდა მოციქულ ნიკანორს - სამოცდაათთაგანს (+34)
წმიდა მოციქული ნიკანორი სამოცდაათთაგანი, ქრისტეს წმიდა ეკლესიის პირველ შვიდ დიაკონთაგან ერთ-ერთი იყო. იგი იმავე დღეს ეწამა, როცა სტეფანე პირველდიაკონი და სხვა ქრისტიანები ქვებით ჩაქოლეს. წმიდანი 28 ივლისსაც იხსენიება.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq