საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს ერთ-ერთი განმანათლებელი - წმიდა მოციქული მატათა
22 აგვისტოს არის ხსენება წმიდა მოციქულ მატათასი. უფლის ჯვარზე ვნების, მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდგომ წმიდა მატათა 12 მოციქულთა შორის იქნა შერაცხული უფლის განმცემის - იუდა ისკარიოტელის ნაცვლად.
მრავალი წლის შემდეგ დაბრუნებული განძი - ღირსი ანტონი რომაელი, ნოვგოროდელი საკვირველთმოქმედი
ღირსი ანტონი რომაელი, ნოვგოროდელი საკვირველთმოქმედი ,რომლის ხსენებაც აღესრულება 16 აგვისტოს, 1067 წელს დაიბადა რომში. მდიდარმა და ღვთისმოშიშმა მშობლებმა იგი კეთილმსახურებით აღზარდეს. ჭაბუკი ჩვიდმეტი წლისა იყო, როცა დედ-მამა გარდაეცვალა. დაობლებული ანტონი მამათა ნაშრომების შესწავლას შეუდგა ბერძნულ ენაზე; შემდეგ ქონების ნაწილი გლახაკებს დაურიგა, ნაწილი კასრში ჩადო და ზღვას გაატანა, თავად კი ბერად აღიკვეცა ერთ-ერთი უდაბნოს სკიტში, სადაც ოცი წელი მოღვაწეობდა.
ვიტორიო ემანუელე II - იტალიის გამაერთიანებელი
დაკრძალულია რომის პანთეონში. საფლავს აწერია "მამულის მამა" (PADRE DELLA PATRIA). მისი რამდენიმე ქანდაკება დგას იტალიის ქალაქებში.
წმიდანი, რომელიც ქრისტეშობის დღეს შევიდა ცათა სასუფეველში (ღირსმოწამე ევგენია და მის თანა მოწამენი: პროტიოსი, იაკინთე და კლავდია)
6 იანვარს არის ხსენება ღირსმოწამე ევგენიასი და მის თანა მოწამეთა: პროტიოსისა, იაკინთესი და კლავდიასი (+დაახლ. 262)
წმიდა ახალმოწამე თადეოზი - წინასწარმეტყველი და გულთამხილავი
31 დეკემბერს ქალაქი თხოვს თავის წმინდანს კურთხევას მთელი დამდეგი წლისათვის.
წმიდანი ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი (ლოცვა გასაჭირში შეწევნისათვის)
წმიდანო ღვაწლისმძლენო მოწამენო და მხურვალენო შუამდგომელნი წინაშე საღმრთოსა საყდრისა - ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი, მოჰხედეთ ჭირთა და იწროებათა ჩვენ ზედა მოწევნულთა, და გვიხსენოთ მოსწრაფებით, სარწმუნოებით და სურვილით პატივისმცემელი თქვენნი (სახელები).
წმიდა მოწამენი, მხედარნი: ატიკე, აღაპი, ევდუქსი, კატერიოსი, ისტუკარი, პაკტოვი, ნიქტოპოლიონე და მეგობარნი მათნი (+დაახლ. 320)
3 (16) ნოემბერი არის ხსენება ქრისტეს ერთგულ მოსავთა. წმიდა მოწამენი: ატიკე, აღაპი, ევდუქსი, კატერიოსი, ისტუკარი, პაკტოვი, ნიქტოპოლიონე და მეგობარნი მათნი მხედრები იყვნენ.
ღირსმოწამე ათანასე ბრესტელი
ღირსმოწამე ათანასე ბრესტელი, რომლის ხსენებაც არის 18 სექტემბერს, დაიბადა 1597 წელს ფილიპოვიჩების კეთილშობილ ქრისტიანულ ოჯახში. ტომით იყო ბელორუსი. მიღებული ჰქონდა სერიოზული განათლება - შესანიშნავად იცოდა საღვთისმეტყველო და ისტორიული ლიტერატურა.
წმიდა მოწამე რაისა (ან ირიადა)
18 სექტემბერს არის ხსენება წმიდა მოწამე რაისასი. ქალწული რაისა ქალაქ ალექსანდრიიდან იყო და ერთ-ერთ სავანეში მოსაგრეობდა. ერთხელ, მონასტრიდან მორჩილების საქმეზე გასულმა ნეტარმა შენიშნა ხომალდი, რომელზეც ქრისტესთვის პყრობილები იმყოფებოდნენ.
კომუნისტების მიერ ნაწამები რუმინელი პრინცი
პაპმა ფრანცისკმა ნეტართა რიგებში ჩარიცხა რუმინელი პრინცი ვლადიმერ გჰიკა.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq