საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

სამოთხის ვაშლები (ღირსი ევფროსინე)
24 სექტემბერს არის ხსენება ღირსი ევფროსინესი(IX). იგი პალესტინის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო და სამზარეულოში აღასრულებდა მორჩილების საქმეს. იგი გულმოდგინედ ემსახურებოდა ძმებს, გონებით კი ღმერთს არ განეშორებოდა. გასაოცარი იყო წმიდანის მოთმინება: იგი უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ, ძალზე ხშირად, დაუმსახურებელ საყვედურს.
ღირსმოწამე ათანასე ბრესტელი
ღირსმოწამე ათანასე ბრესტელი, რომლის ხსენებაც არის 18 სექტემბერს, დაიბადა 1597 წელს ფილიპოვიჩების კეთილშობილ ქრისტიანულ ოჯახში. ტომით იყო ბელორუსი. მიღებული ჰქონდა სერიოზული განათლება - შესანიშნავად იცოდა საღვთისმეტყველო და ისტორიული ლიტერატურა.
წმიდა მოწამე რაისა (ან ირიადა)
18 სექტემბერს არის ხსენება წმიდა მოწამე რაისასი. ქალწული რაისა ქალაქ ალექსანდრიიდან იყო და ერთ-ერთ სავანეში მოსაგრეობდა. ერთხელ, მონასტრიდან მორჩილების საქმეზე გასულმა ნეტარმა შენიშნა ხომალდი, რომელზეც ქრისტესთვის პყრობილები იმყოფებოდნენ.
კომუნისტების მიერ ნაწამები რუმინელი პრინცი
პაპმა ფრანცისკმა ნეტართა რიგებში ჩარიცხა რუმინელი პრინცი ვლადიმერ გჰიკა.
წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი და მის თანა ორიათასხუთასოთხმოცდაცამეტი მოწამე (+დაახლ. 302)
1 სექტემბერს არის ხსენება წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატისა და მის თანა ორიათასხუთასოთხმოცდაცამეტი მოწამისა (+დაახლ. 302).
წმიდა მოწამენი: სოსანა ქალწული და მის თანა: გაიოზ რომის პაპი, გაბიანე ხუცესი, კლავდიოსი, მაქსიმე, პრეპედიგნა, ალექსანდრე და კუფე (+295-296)
წმიდა მოწამე სოსანა ქალწული, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ნათესავის, რომაელი ხუცესის, გაბიანეს ერთადერთი ასული იყო. მშობლებმა ნეტარი კეთილმსახურებით აღზარდეს და სხვადასხვა საერო მეცნიერებებშიც ღრმად განსწავლეს.
წმიდანი, რომელმაც იხილა მაცხოვარი (ღირსი სისო დიდი)
19 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს ღირს სისო დიდს (+429). ღირსი სისო დიდი ეგვიპტის უდაბნოში, ანტონი დიდის მოსაგრეობის ადგილას მოღვაწეობდა სამოცზე მეტი წლის განმავლობაში. დაუცხრომელი მარხვით, ლოცვითა და მღვიძარებით მან სრულიად განიწმიდა სული და უფლისაგან სასწაულთქმედების, მკვდართა აღდგინებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭიც მიემადლა.
სვიმეონ მესვეტე – დიდი წინასწარმეტყველი
24 (06.06) მაისი
მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხელავა
საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II იხსენებს: ,,ვიყავი სტუდენტი სასულიერო სემინარისა, როდესაც ბეთანიაში მოღვაწეობდა მამა ვასილი. ეს ისეთი დრო იყო, როდესაც იდევნებოდა ეკლესია... მაგრამ იმდენად მტკიცე იყო მისი ნებისყოფა, რომ ბოლომდე დარჩა ბერი.”
ღირსი პავლე თებაიდელი (+341)
პავლე თებაიდელი ეგვიპტის ქალაქ თებაიდაში დაიბადა. მას შემდეგ, რაც ყმაწვილს მშობლები გარდაეცვალა, ერთმა ვერცხლისმოყვარე ნათესავმა გადაწყვიტა, მიესაკუთრებინა მისი ქონება. სიხარბით გონებადაბინდულმა შევიწროება დაუწყო ობოლს, ბოლოს კი, იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროინდელი დევნილობისას, მისი უსჯულოთა ხელში ჩაგდებაც განიზრახა. როცა პავლემ ამ მზაკვრობის შესახებ შეიტყო, დატოვა ქალაქი და უდაბნოში გავიდა. ღირსი მამა მთის ძირში მდებარე ერთ გამოქვაბულში დამკვიდრდა და აქ 91 წელი დაჰყო დაუდუმებელი ლოცვითა და მარხვით: მისი ერთადერთი საკვები იყო ფინიკები და პური, რომელსაც ყვავი უზიდავდა, სუსხისა და პაპანაქებისგან მხოლოდ პალმის ფოთლების სამოსელი იცავდა.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მამული, ენა, სარწმუნოება

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
gaq