|
|
წმიდა მოწამენი, კეთილმორწმუნენი მთავარნი ბორისი და გლები (წმიდა ნათლისღებით - რომანოზი და დავითი) მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმირის შვილები იყვნენ. ისინი სიყრმიდანვე კეთილმსახურებით გამოირჩეოდნენ. ვლადიმირმა თავისსავე სიცოცხლეში დაუნაწილა მიწები ვაჟიშვილებს: ბორისს რიაზანის სამთავრო ერგო, გლებს კი - მურომისა. ძმები დაუცხრომლად იღვწოდნენ ქრისტიანული სარწმუნოების გასავრცელებლად.
|
|
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდე კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმიდა ადგილების მოსალოცად. ნაზარეთის მახლობლად მდებარე პატარა სოფელში ისინი ერთ მოხუც ქალთან დარჩნენ ღამის გასათევად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კითხვაზე, თუ რა სიწმინდე ინახებოდა მასთან, მასპინძელს დიდხანს არ სურდა პასუხის გაცემა, მაგრამ ძმებმა დაიჟინეს და ქალიც იძულებული გახდა, გაემხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს - ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.
|
|
ღვთის ხატება ადამიანში არასდროს ყოფილა ისე დაკნინებული, საყვარელო ძმაო, როგორც დღეს, არასდროს ყოფილა ღმერთი ისე დამცირებული, როგორც დღეს. დღეს ეშმაკი ჩასახლდა ადამიანში, რათა განხორციელებული ღმერთკაცი განყოს. დღეს მთელმა ბოროტებამ ადამიანის სხეულში მოიყარა თავი, რათა ღმერთი განაგდოს. დღეს მთელი ჯოჯოხეთი დედამიწაზე გადმოსახლდა; ნუთუ ვინმეს ახსოვს, რომ ოდესღაც დედამიწაზე სამოთხე იყო? ადამიანის დღევანდელი დაცემა გაცილებით დიდია, ვიდრე პირველი. მაშინ ადამიანი ღმერთს დაშორდა, დღეს კი მან ჯვარს აცვა ღმერთი, ღმერთი მოკლა.
|
|
ქრისტიანული ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობას დღესასწაულობს.
წმიდა იოანეს ბავშვობის შესახებ ცნობილია ლუკა მახარებლის გადმოცემის მიხედვით. იოანე იყო მღვდელმსახურ ზაქარიასა და მართალი ელისაბედის შვილი. ხნიერ ცოლ-ქმარს დიდხანს არ ეძლეოდა პირმშო. როგორც ლუკა მახარებელი გვამცნობს, მთავარანგელოზმა გაბრიელმა აუწყა ზაქარიას, რომ შვილი შეეძინებოდა: „ ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით.
|
|
ქართული საეკლესიო ავტოკეფალიის საკითხისა გამო - Судьбы грузинской церкви: (По вопросу о Грузинской церковной автокефалии) Москва: Русский стяг, 1907. 103 с.
|
|
ღირსი პროკოპი უსტიანელის უხრწნელი სხეული ХVII საუკუნიდან ვოლოგოდის ეპარქიის უსტიანის ვვედენის ეკლესიაშიი 200 წლის მანძილზე ღიად ინახებოდა და უამრავ სასწაულქმედებას აღასრულებდა.
|
|
19 ივლისი (1 აგვისტოს) აღინიშნება აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერაფიმე საროველისა, საკვირველთმოქმედისა (1903).
|
|
ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყვა შენი, რომლითა ღმრთივშუენიერად ჰქადაგე სარწმუნოება, ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ, წესნი კაცთანი განაბრწყინვენ და სამეფო იგი მღუდელობა განაშუენე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
|
|
მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმიდა მარკოზი თან ახლდა უფალს და გაექცა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისი შეპყრობა უნდოდათ (მკ. 14, 51-52). უფლის ამაღლების შემდეგ წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი ქრისტიანთა შესაკრებელად და თავშესაფრად იქცა.
|
|