საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

წმიდა იოანე კრონშტადტელის სასწაულთქმედებანი
2 იანვარს აღინიშნა წმიდა იოანე კრონშტადტელის ხსენების დღე
დიდმოწამე ანასტასია (+დაახლ. 304); წმიდა მოწამენი: ქრისოგონი, თეოდოტია, ევოდი, ევტიქიანე და სხვანი (+დაახლ. 304)
V საუკუნეში წმიდა ანასტასიას უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, სადაც მისი სახელობის ტაძარი ააგეს.
შობის მარხვა
კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება.იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით - 27 ნოემბერი). საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“. ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. „როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, - წერს წმიდანი, - ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ“.
სოდომიტების, აფხაზების, პუტინის ადეპტების და “Pussy Riot”-ის დამსჯელთა მამხილებლის კარიერის დასასრული
მართლისმთქმელობისთვის პროტოდიაკვანი ანდრია კურაევი დაითხოვეს სასულიერო აკადემიიდან
მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (+107)
როდესაც წარმართებმა გაჭრეს მოწამის გული, ნახეს, რომ მის შიდა მხარეებზე ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული: „იესო ქრისტე“.
წმიდა მოწამე სებასტიანე და მისი მეგობარნი (+დაახლ. 287)
აღორძინების ეპოქიდან დღემდე ფუნჯისა და საჭრეთლის არაერთ ოსტატს ჰყავს თავის გმირად წმიდა სებასტიანი.
აზნაური მალავს წარჩინებულობას - ღირსი სიმეონ ვერხოტურელი
ღირსი სიმეონ ვერხოტურელი (+1642), ვისი ხსენებაც აღესრულება 31 დეკემბერს, აზნაური იყო, მაგრამ ბეჯითად მალავდა თავის წარჩინებულობას და უპოვარის მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობდა - დადიოდა სოფელ-სოფელ და ღარიბებისთვის უფასოდ კერავდა ქურთუკებს. ამასთანავე, რაღაცას შეგნებულად აკლებდა ხოლმე თავის ნახელავს - ან სახელოს არ მიაკერებდა, ან საყელოს, რათა შემკვეთებისგან ქების ნაცვლად საყვედური დაემსახურებინა. შრომისაგან თავისუფალ დროს სიმეონი თევზაობდა, რაც მას ქრისტეს მოციქულთა მოსაქმეობას აგონებდა.
წმიდა მოდესტოსი - იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი (+633-634)
წმიდა მოდესტოსი, - იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც არის 31 დეკემბერს, დაიბადა კაბადოკიის სებასტიაში (მცირე აზია), ქრისტიანთა ოჯახში. მან სიყმაწვილიდანვე იგრძნო მისწრაფება მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისკენ და, როცა ჟამმა უწია, ბერად აღიკვეცა. შემდგომში ნეტარი მოდესტოსი წმიდა თეოდოსი დიდის სავანის იღუმენი იყო პალესტინაში.
წმიდა მოწამე მარინი - ხსენება 29 დეკემბერს
წმიდა მარინის წამება აღესრულა რომის იმპერატურ კარინუსის (283-285) დროს. წმიდა მარინი წარჩინებული ოჯახის შვილი იყო. ის ქრისტესადმი ერთგულების ბეზღებით დაატუსაღეს და აიძულებდნენ წარმართული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვას, მაგრამ ყმაწვილმა ზრდასრული მამაკაცის თავდაჯერებულობით განაცხადა უარი ქრისტეს უარყოფაზე და მტკიცედ დადგა ყველა სატანჯველის წინაშე.
მღვდელმოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი (+251)
მღვდელმოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღესრულება 25 დეკემბერს, წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელის მოწაფე იყო. III საუკუნის დასაწყისში იგი კაბადოკიის ფლაბიის ეპისკოპოსად აირჩიეს. სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც სამი წელი დაჰყო. განთავისუფლების შემდეგ უფლის რჩეული იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq